იტალიური „მონცა,“ რომლის პრეზიდენტი „მილანის“ ყოფილი მფლობელი სილვიო ბერლუსკონია, დირექტორი კი ადრიანო გალიანი, მადრიდის „რეალის“ 25 წლის თავდამსხმელის, ბორხა მაიორალის დამატებას აპირებს. მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.
მაიორალი ამჟამად იჯარის წესით „ხეტაფეს“ ღირსებას იცავს და კონტრაქტი ერთ კვირაში ეწურება. მას ადრეც უთამაშია იტალიაში, „რომას“ შემადგენლობაში (2020-22 წლებში). მაშინ ყველა ტურნირზე 56 მატჩი ჩაატარა, 18 ბურთი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა.
„მონცა“ ამ ზაფხულს ისტორიაში პირველად აღზევდა სერია A-ში და ბერლუსკონის დიდი გეგმები ჰქონია: ჯერ იტალიის ჩემპიონობა, შემდეგ ჩემპიონთა ლიგის მოგება…
უახლოეს ხანში „მონცას“ „ინტერის“ 34 წლის მცველი, ანდრეა რანოკიაც შეუერთდება.

ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:01რუსთავმა საჩუქარი ვერ გამოიყენა
აქეთურ-იქითური27/10/2026 | 21:22ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:19იამალი გენიოსია!
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:11ბათუმი 9-დან 8
