Author: სოლომონ გულისაშვილი

Home სოლომონ გულისაშვილი
შვებულება სიყვარულით
ჩანაწერი

შვებულება სიყვარულით

კრიშტიანუ რონალდუსთვის როგორც იქნა, დამღლელი სეზონი დამთავრდა და ოჯახთან ერთად საკუთარი თვითმფრინავთ შევებულებაში გაემგზავრა. თუ სად, ამას წყარო არ აკონკრეტებს. ბოლო დღეებში კრიშტიანუ პორტუგალიის ნაკრებში გახლდათ დაკავებული ერთა ლიგის მატჩებში. პორტუგალიელებმა ორი შეხვედრა მოიგეს შვეიცარიასთან (4:0) და ჩეხეთთან (1:0), ერთი მატჩი ფრედ დაასრულეს ესპანეთთან (1:1), ხოლო იმავე შვეიცარიასთან 0:1 დამარცხდნენ და ერთა A ლიგის მეორე...

ბექემები
ჩანაწერი

ბექემები

ორშაბათ საღამოს „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ინგლისის ნაკრების ლეგენდარული ნახევრმცველი, დევიდ ბექემი საზოგადოებაში თავის უმცროს გოგონასთან, 10 წლის ჰარპერთან ერთად გამოჩნდა. ჰარპერს 1 600-გირვანქიანი ვარდისფერი კაბა ეცვა. მამა-შვილი ერთთავად უღიმოდნენ ერთმანეთს და ძალიან ბედნიერები ჩანდნენ. ეს ამბავი ვენეციაში, თეატრ Fenice-ში ხდებოდა. 47 წლის დევიდს კიდევ სამი ვაჟი ჰყავს: 21 წლის ბრუკლინი, რომეო (19) და კრუსი (17)....

რუნები დელფინებთან და სასამართლოში
ჩანაწერი

რუნები დელფინებთან და სასამართლოში

„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ინგლისის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი, უეინ რუნი, ოჯახთან ერთად დუბაიში ისვენებდა. მეუღლე კოლინი და ოთხი ვაჟი: კაი, კლეი, კიტი და კესი აღფრთოვანებული დარჩენილან დუბაიში გატარებული დროით. დელფინებთან ერთადაც უცურავიათ, რითიც ბავშვებს განსაკუთრებით უხალისიათ. კოლინმა ინსტაგრამში ფოტოებიც გამოაქვეყნა წარწერით: „დუბაი შენ ფანტასტიკური ხარ!“ ოჯახი ბრიტანეთში დაბრუნდა, სადაც ორ კვირაში სასამართლო პროცესი ელით. მოგეხსენებათ, კოლინი...

ნაბულგარეთევს
ჩანაწერი

ნაბულგარეთევს

მე რომ უეფა ვიყო და ქართველებისადმი სიმპათია მქონდეს, საქართველოს ნაკრებს ყველა მატჩს სტუმრად დავუნიშნავდი… ხუმრობა იქით იყის და, არ გამოგვდის პირველ ნომრად თამაში და ეს მხოლოდ ბულგარელებთან შეხვედრას არ ეხება. რა თქმა უნდა, იმ მშვენიერი სამი თამაშის შემდეგ, რომლებიც ბიჭებმა გვაჩუქეს და მომავლის იმედი დაგვიბრუნეს, აბა, საკრიტიკოდ ან ენა ან კალამი, თუნდაც კლავიატურა როგორ მომიბრუბდება....

Le Comte de Monte-Cristo
ჩანაწერი

Le Comte de Monte-Cristo

გახსოვთ ალექსანდრ დიუმას „გრაფი მონტე-კრისტო“? ფრანგუალდ მას Le Comte de Monte-Cristo ჰქვია. ეს ჩვენი ფრანგი მწვრთნელისთვის, ვილი სანიოლისთვის ვახსენეთ. მან ისეთი გუნდი შექმნა, როგორიც იმ რომანის მთავარი გმირი ედმონ დანტესია. ახალგაზრდა კაცი, რომელსაც უსამართლოდ დაიჭერენ და სიკვდილისთვის გაწირავენ. გადარჩება, მოძლიერდება და ყველას საკადრის სამაგიეროს გადაუხდის. როცა ერთა ლიგაში ჩვენი ჯგუფი დაკომპლექტდა, ორი ისეთი გუნდი შეგვხვდა...

კეინმა აურია
ჩანაწერი

კეინმა აურია

ინგლისის ნაკრების კაპიტანმა ჰარი კეინმა იტალიის ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფავორიტად დაასახელა. „ტოტენჰემის“ ვარსკვლავს დაავიწყდა, რომ „სკუარდა აძურა“ მონდიალზე ვერ მოხვდა, შესარჩევი ფლეი-ოფი წააგო ჩრდილოეთ მაკედონიასთან. „2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სამი ფავორიტი? არის რამდენიმე ძლიერი ევროპული ნაკრები: ჩვენ (ინგლისი), გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია. ასევე არიან ბრაზილია და არგენტინა“, – ციტირებს კეინის სიტყვებს SportsCenter. შეგახსენებთ,...

რეალი, მოდრიჩი და პლუს ერთი
ჩანაწერი

რეალი, მოდრიჩი და პლუს ერთი

მადრიდის „რეალმა“ ხორვატ ნახევარმცველ ლუკა მოდრიჩს კონტრაქტი კიდევ ერთი წლით, 2023 წლის 30 ივნისამდე გაუხანგრძლივა. 36 წლის მოდრიჩმა გასულ სეზონში „სამეფო კლუბის“ მაისურით ყველა ტურნირზე 45 მატჩი ჩაატარა, სამი ბურთი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა. შეგახსენებთ, რომ ლუკა „რეალის“ ფეხბურთელი 2012 წელს გახდა. ინგლისური „ტოტენჰემიდან’ გადავიდა 35 მილიონ ევროდ. მას შემდეგ მან ხუთჯერ მოიგო...

ინტერი – ინძაგი – უკეთესი კონტრაქტი
ჩანაწერი

ინტერი – ინძაგი – უკეთესი კონტრაქტი

მართალია, „ინტერი“ წლეულს იტალიის ჩემპიონი ვერ გახდა (სკუდეტო თანაქალაქელმა „მილანმა“ მოიპოვა), მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობა მაინც კმაყოფილი დარჩა მთავარი მწვრთნელის, სიმონე ინძაგის მუშაობით და დაკავებული მეორე ადგილის მიუხედავად ახალ, გაუმჯობესებულ კონტრაქტს სთავაზობს. იტალიური „კორიერე დელო სპორტის“ ცნობით, 46 წლის სპეციალისტს არსებულ ხელშეკრულებას კიდევ ერთი წლით, 2024 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივებენ და წელიწადში ჯამაგირად 4 მილიონის ნაცვლად, 5,5...

შაკირას შფოთიანი დღეები
ჩანაწერი

შაკირას შფოთიანი დღეები

ცნობილი გახდა, რომ კოლუმბიელი პოპ-მომღერალი შაკირა, თავის ოდინდელ პარტნიორს, „ბარსელონას“ მცველ ჟერერ პიკეს დაშორდა. მომღერალმა ის ღალატში ამხილა. და არ გაინტერესებთ ვისთან უღალატა პიკემ? თანაგუნდელ გავის დედასთან! 45 წლის შაკირა და 35 წლის პიკე ერთად 11 წელიწადს ცხოვრობდნენ და ორი შვილი ჰყავთ. თითქოს ეს არ ეყოფოდაო, შაკირას მოხუცი მამა ცუდად დაეცა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. „მეგობრებო...

გადასარევია!
ჩანაწერი

გადასარევია!

რაღაც იოლად მოვუგეთ ბულგარელებს. ხუთი ხომ გავუტანეთ და ერთი კიდევ ბუდუ ზივზივაძეს არ ჩაუთვალეს მილიმეტრიანი თამაშგარეს გამო და ერთიც პენალტი გავაცუდეთ (კვეკვესკირი). ვნახეთ გუნდი, რომელიც თავდაჯერებული გავიდა მინდორზე. სწორი, გამართული ფეხბურთი ითამაშა. ეს არის გუნდი, რომელსაც მწვრთნელის ხელი ეტყობა. მწვრთნელისა, რომელმაც, როგორც ჩანს, დღევანდელი ფორმაციის საქართველოს ნაკრებისთვის ოპტიმალურ ტაქტიკას მიაგნო. სანიოლმა გიბრალტართან პირველი მატჩისგან განსხვავებით,...