სუპერმასწავლებელი

Home აქეთურ-იქითური სუპერმასწავლებელი
სუპერმასწავლებელი

ინგლისელ გულშემატკივრებს ახალი გმირი ჰყავთ – ქალთა ეროვნული გუნდის ნიდერლანდელი მწვრთნელი სარინა ვიგმანი.

პროფესიით მასწავლებელი, რომელმაც სამშაბათს ძუ ლომები პირველად გაიყვანა დიდი ტურნირის ფინალში და ისტორია დაწერა.

ინგლისელებმა შვედებს ქალთა ევრო 2022-ის ნახევარფინალში 4:0 მოუგეს და კვირას „უემბლიზე“ ფინალში გერმანია – საფრანგეთს შორის გამარჯვებულს შეხვდებიან.

სარინა მესამე მწვრთნელი გახდა ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში, ალფ რამსეის და გარეთ საუთგეიტის შემდეგ, ვინც ეროვნული გუნდი „უემბლის“ ფინალში გაიყვანა.

ავტორის პროფილი

სოლომონ გულისაშვილი
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.