გამოუცნობი დინამო ელიგის მე-20 ტური წუხანდელი ორი მატჩით დამთავრდა, თუმც ცენტრალური შეხვედრა ორი დღის წინ შედგა. რიხიანად ზედიზედ მოგებული ორი მატჩის შემდეგ, დინამოელთა ახალ მთავარ მწვრთნელს, გიორგი ჭიაბრიშვილს, ბათუმში პირველი სერიოზული გამოცდა ელოდა. უნდა გვენახა, რას დაუპირისპირებდა მოყოჩაღებული მდევარი ლიდერს. მაგრამ „ბათუმმა“ ყველა კომპონენტში აჯობა სტუმარ თბილისელებს, 4:1 დაამარცხა და 9 ქულით გაექცა. ახლა გია...
Author: სოლომონ გულისაშვილი
ჩარონე ჩელსიში
ახალ მფლობელთან ერთად, „ჩელსიში“ მართლაც ახალი ეპოქა იწყება. ახლახან ახალი დირექტორები წარადგინეს: ბარბარა ჩარონე, ჯონათან გოლდშტეინი და დანიელ ფილკენშტეინი. ამათგან ყველაზე საინტერესო ჩარონეს პერსონაა. ის ცნობილი ჟუენალისტი და პოპ-პიარია. 70 წლის ჩარონეს 40 წლის განმავლობაში უმუშავია მადონასთან, როდ სტიუარტთან, „როლიგ სტოუნზთან“. განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა აქვს „სტოუნზის“ გოტარისტ კიტ რიჩარდსთან, რომელზეც წიგნიც დაწერა და 1977 წელს...
ბეილი – Let’s gooo!
მადრიდის „რეალის“ ყოფილმა შემტევმა გარეთ ბეილმა ამერიკულ „ლოს ანჯელესთან“ ერთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და ძალიან ბედნიერი ჩანს. „Let’s gooo! ვეღარ ვითმენ როდის შევხვდები ახალ თანაგუნდელებს“, – აღფრთოვანებული წერს უელსელი ტვიტერში. მანამდე ის „კარდიფ სიტიში“ უნდა გადასულიყო, მაგრამ ბოლო მომენტში გადაიფიქრა „გარეთი ჩვენთვის დიდი ძალა იქნებოდა. ვფიქრობ, „ლოს ანჯელესის“ შეთავაზება ძალიან მაცდური აღმოჩნდა და უარი ვეღარ...
ხვიჩას გაცილებამდე
29 ივნისს, ელიგის მე-20 ტურში „ბათუმი“ „დინამოს“ უმასპინძლებს. წინა ორ წრეში ერთი შეეხვედრა ზღვისპირელებმა მოიგეს (3:0), მეორე ფრედ დამთავრდა (0:0). თამაშის შემდეგ კი ხვიჩა კვარაცხელიას გააცილებენ ბათუმიდან. 1 ივლისიდან ის ოფიციალურად გახდება იტალიური „ნაპოლის“ ფეხბურთელი. ძალიან საინტერსო თამაში უნდა გამოვიდეს. ტური 2 ივლისს დასრულდება. შემდეგ კი ელიგაში 13 აგვისტომდე შესვენება გამოცხადდება. ახლა კი მე-19 ტურის...
ბერლუსკონის ახალი ამბიციები
იტალიური „მონცა,“ რომლის პრეზიდენტი „მილანის“ ყოფილი მფლობელი სილვიო ბერლუსკონია, დირექტორი კი ადრიანო გალიანი, მადრიდის „რეალის“ 25 წლის თავდამსხმელის, ბორხა მაიორალის დამატებას აპირებს. მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. მაიორალი ამჟამად იჯარის წესით „ხეტაფეს“ ღირსებას იცავს და კონტრაქტი ერთ კვირაში ეწურება. მას ადრეც უთამაშია იტალიაში, „რომას“ შემადგენლობაში (2020-22 წლებში). მაშინ ყველა ტურნირზე 56 მატჩი ჩაატარა, 18 ბურთი გაიტანა და...
ბათუმი მეორეშიც პირველია
დასრულდა ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრე. ლიდერი ისევ „ბათუმია“. ზღვისპირელები დამაჯერებლად პირველობენ, უშუალო კონკურენტ „დინამოს“ 6 ქულით უსწრებენ და ზედიზედ მეორე ჩემპიონობისკენ გამართული ნაბიჯით მიდიან. გულისხმიერი ჭია ხმაურიანი დებიუტი გამოუვიდა „დინამოში“ გიორგი ჭიაბრიშვილს. „დინამომ“ „გაგრას“ 5:0 მოუგო და რაც მთავარია, კარგი თამაში აჩვენა, რასაც ბოლო დროს მათგან იშვიათად ვხედავთ. გაიმარჯვა და ერთტურიანი პაუზის შემდეგ მეორე ადგილზე...
ნიუკასლს პოუპი მოუნდა
„ნიუკასლი“ აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს „ბარნლისთან“ მეკარე ნიკ პოუპის ტრანსფერის თაობაზე. რამდენიმე დღის წინათ, ბრიტანულ მედიაში დაიწერა, რომ ინგლისის ნაკრების კარის დარაჯი პირადად „კაჭკაჭების“ მთავარი მწვრთნელის, ედი ჰოუს პრიორიტეტული სამიზნეა ზაფხულის სატრანფერო ფანჯრისას. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში უფრო ხშირად „ნიუკასლის“ კარს სლოვაკი მარტინ დუბრავკა იცავდა. პოუპმა რვაჯერ მოირგო ინგლისის ნაკრების მაისურა და ერთი გოლი გაუშვა. ის...
თამაშობ რუსეთში? დარჩი რუსეთში!
მოსკოვის „სპარტაკის“ პოლონელ მცველს, მაცეი რიბუსს, ქვეყნის ნაკრებში აღარ გამოიძახებენ და შესაბამისად ყატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც ვერ მიიღებს მონაწილეობას – გვამცნობს პოლონეთის საფეხბურთო კავშირის ოფიციალური ვებ-ვერდი. განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყნის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ჩესლავ მიხნევიჩი, ესაუბრა 32 წლის ფეხბურთელს და აუხსნა, რომ მისი ეროვნულ ნაკრებში არგამოძახების მიზეზი რუსულ კლუბში თამაშია. 11 ივნისს რიბუსმა, თავისუფალი...
პირველად 19 მატჩის შემდეგ…
გადაიარა სანაკრებო ციებ-ცხელებამ და ისევ ეროვნული ჩემპიონატის დრო დადგა. ნანაკრებევს მე-17 ტური გაიმართა. მეტი ამბიცია „სამგურალმა“ „დინამოს“ მოუგო (2:1) და ეს აღარავის გაკვირვებია. წყალტუბოელები მეორე წელიწადია ელიტაში არიან და „დინამოს“ ისინი ჯერ ვერ დაუმარცხებია. ამას უხერხული მეტოქეობაც აღარ ჰქვია. წყალტუბოელებმა მიჯრით მე-10 წაუგებელი შეხვედრა ჩაატარეს (7 მოგება, 3 ფრე), „დინამოს“ ცხრილში ადგილი გაუცვალეს და პირველად...
ხალხოსანი
სადიო მანემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ხალხოსანია. მოცალეობისას სენეგალში, მშობლიურ ქალაქ ბამბალიში ჩავიდა და მოყვარულებთან ერთად წვიმისგან გალუმპულ ტალახიან სტადიონზე ითამაშა. „ლივერპულის“ ვარსკვლავთან ერთად მატჩში „ბლექბრენისა“ და „ლივერპულის“ ყოფილი ფეხბურთელი ელ ჰაჯი დიუფი, „ნიუკასლის“ პაპის სისე, ასევე სენეგალის ნაკრების პარტნიორები მბაიე დიანე და დესირ სეგბაც მონაწილეობდნენ. „დავბრუნდით წიაღში. გალა-მატჩში ბამბალის მოედანზე, სადაც ყველაფერი იწყებოდა. დიდი...









