ინგლისელ გულშემატკივრებს ახალი გმირი ჰყავთ – ქალთა ეროვნული გუნდის ნიდერლანდელი მწვრთნელი სარინა ვიგმანი. პროფესიით მასწავლებელი, რომელმაც სამშაბათს ძუ ლომები პირველად გაიყვანა დიდი ტურნირის ფინალში და ისტორია დაწერა. ინგლისელებმა შვედებს ქალთა ევრო 2022-ის ნახევარფინალში 4:0 მოუგეს და კვირას „უემბლიზე“ ფინალში გერმანია – საფრანგეთს შორის გამარჯვებულს შეხვდებიან. სარინა მესამე მწვრთნელი გახდა ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში, ალფ რამსეის და...
Author: სოლომონ გულისაშვილი
ნეიმარი გაბრაზდა
„პარი სენ-ჟერმენის“ დიდვარსკვლავმა, ნეიმარმა, იაპონურ „გამბა ოსაკასთან“ ამხანაგურ მატჩში (6:2) ისევ „მოიგონა“ თერთმეტმეტრიანი, რომელიც თავადვე შეასრულა. შედეგად, კვლავ კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა. ამან 30 წლის ბრაზილიელი აღაშფოთა და სოც.ქსელში ბრაზიანი გზავნილი გამოაცხო: „მზად ვარ ასეთი კრიტიკისთვის, მაგრამ არ ვაპირებ ისეთ ადამიანებთან კამათს, ვინც სისულელეებს ლაპარაკობს. 13 წლის შემდეგ მაკრიტიკებენ. საკმაო ხანს ვიყავი ჩუმად. რაღაცეებს მეც არ...
ერიკსენი წვიმაში
მას შემდეგ, რაც კრისტიან ერიკსენმა `მანჩესტერ იუნაიტედთან~ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, მისი ქომაგების აზრი ორად გაიყო. ტვიტერში ბევრი პოსტებია. ზოგი ამბობს კარგად მოიქცა `ბრენტფორდიდან~ რომ წამოვიდა, იქ მისი ადგილი არ იყოო… მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც აკრიტიკებენ: ღმერთმა გადაარჩინა, მან კი ეშმაკებს მიჰყიდა სულიო. აქ იგულისხმება მისი შარშანდელი გულის ოპერაცია და მანჩესტრელთა მეტსახელი – ეშმაკები. მანამდე კი...
იკარდიმ რომა იუარა
„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელმა მაურო იკარდიმ „რომაში“ გადასვლაზე უარი თქვა. არგენტინელს პარიზულ კლუბში დარჩენა სურს. „ინტერისა“ და „სამპდორიას“ 29 წლის ყოფილი შემტევი იმ 11 ფეხბურთელს შორის მოხვდა, რომელთა გაყიდვაც პსჟ-ს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას სურდა. მისით „იუვენტუსი“ და ელიტაში აღზევებული სილვიო ბერლუსკონის „მონცა“ დაინტერესდნენ, მაგრამ მომხიბლავი ვანდა ნარას მეუღლემ წასვლა იუარა. პარიზელებთან მას კიდევ ორ წელიწადს აკავშირებს...
კიოლნი ბელარუსების წინააღმდეგ
გერმანული „კიოლნის“ ხელმძღვანელობამ უეფას ოფიციალური წერილი გაუგზავნა, რომელშიც ბელარუსული კლუბების ევროთასებიდან მოკვეთას სთხოვს. ეს ამბავი კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე წერია. „კიოლნმა“ ასეთი ინიციატივა იმიტომ გამოიჩინა, რომ კონფერენციის ლიგის მიმდინარე გათამაშებაში პოტენციურად შეიძლება ბატეს, „გომელს,“ სოლიგორსკის „შახტიორს“ ან მინსკის „დინამოს“ შეხვდეს. „თხებმა“ ანალოგიური შეტყობინება გერმანიის საფეხბურთო კავშირსაც აახლეს. ამ დღეებში კი სხვა კლუბებს უკავშირდებიან და მათაც სთხოვენ...
ნაპოლის ახალი ჯოვანი
დიეგო სიმეონეს ვაჟი, „ვერონას“ შემტევი ჯოვანი სიმეონე „ნაპოლის“ მთავარი სატრანსფერო მიზანია. ნეაპოლელებმა ფეხბურთელთან უკვე შეათანხმეს კონტრაქტის პირობები. ახლა კი „ვერონასთან“ საუბრობენ. საქმე ეხება ერთწლიან იჯარას გამოსყიდვის პერსპექტივით. წინა სეზონში 26 წლის ჯოვანი „ვერონას“ საუკეთესო მეგოლე გახდა სერია A-ში. მან 17 ბურთი გაიტანა და ჯამში ბომბარდირთა შორის მეოთხე ადგილი დაიკავა ჩირო იმობილეს („ლაციო“ – 27 გოლი),...
დიბალა გადედაქალაქელდა
„რომა“ უახლოეს ხანში ოფიციალურად გამოაცხდებს პაულო დიბალასთან კონტრაქტის გაფორმების შესახებ. 28 წლის არგენტინელი რომაელებთან ხელშეკრულებას 2025 წლის ივნისამდე გააფორმებს. კიდევ ერთი წლით გაგრძელების პერსპექტივით. ყოფილი იუვენტუსელის ხელფასი დედაქალაქურ კლუბში წელიწადში 4,5 მილიონი ევრო იქნება, პლუს 1,5 მილიონი ბონუსის სახით. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 1 ივლისს დიბალას „იუვენტუსთან“ კონტრაქტის ვადა ამოეწურა და თავისუფალი აგენტი გახდა. დიბალას...
ქალებმა დაიწყეს
მანჩესტერში ქალთა ევრო 2022 გაიხსნა. ტურნირი შარშან უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კორონაპანდემიის გამო ერთი წლით გადაიდო. შეჯიბრება ინგლისში ტარდება. გახსნის მატჩში, „ოლდ ტრაფორდზე“, ერთმანეთს ინგლისისა და ავსტრიის ნაკრებები შეხვდნენ. მასპინძლებმა 1:0 იმარჯვეს. ფინალი ლეგენდარულ „უემბლიზე“ გაიმართება ივლისის ბოლო დღეს. რიგით მე-13 ტურნირში 16 ნაკრები მონაწილეობს. A ჯგუფი: ინგლისი, ავსტრია, ნორვეგია, ჩრდილოეთ ირლანდია B ჯგუფი: გერმანია, დანია,...
ახალი მეთოფე
ლონდონის „არსენალმა“ ოფიციალურად წარადგინა ბრაზილიელი ახალწვეული, „მანჩესტერ სიტის“ ყოფილი ვარსკვლავი გაბრიელ ჟეზუსი. გაბრიელი მეთოფეებს 45 მილიონი გირვანქა დაუჯდათ. ის მე-9 ნომრთ ითამაშებს, რომელიც მანამდე ამ ზაფხულს „ლიონში“ დაბრუნებულ ფრანგ ალეკასანდრ ლაკაზეტს ეკუთვნოდა. ჟეზუსმა „სიტის“ მაისურით ხუთწელიწადნახევარს ითამაშა.
ციურიხიდან ფაქსი მოვიდა…
1992 წლის 3 ივლისი. ცხელი ზაფხულის თითქოს ერთი ჩვეულებრივი დღე. იამანიძის ქუჩაზე, სფფ-ის ძველ შენობაში ხმაურია. ციურიხიდან ფაქსი მოვიდა – ფიფას კონგრესმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია თავის სრულუფლებიან წევრად აღიარა. საქართველო ოფიციალურად გახდა მსოფლიო საფეხბურთო ოჯახის წევრი. ჩვეულებრივ თავშეკავებულ სფფ-ის პრეზიდენტ ნოდარ ახალკაცს რაღაც სიამაყენარევი ბედნიერება აღბეჭდვია სახეზე. საქართველო სამ წელიწადს აკაკუნებდა და ფიფამ კარი გაგვიღო,...









