„ბარსელონას“ შემტევი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი, „ჩელსის“ გერმანელი დამრიგებლის, ტომას ტუხელის ზაფხულის მთავარი სატრანსფერო მიზანი ყოფილა. კატალონიური კლუბი წინააღმდეგი არ არის გაბონელი გაყიდოს, თუ რომელიმე კლუბი 30 მილიონ ევროს გადაიხდის. “არსიტოკრატები“ ფასის დაკლებას ითხოვენ, თუმცა ბარსელონელთა გაჯიუტების შემთხვევაში, შესაძლოა, დათანხმდნენ კიდეც ამ თანხის გადახდას. თავის მხრივ, „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი, ჩავი, ობამეიანგის გაშვებას არ აპირებს და პრიმერას პირველ...
Author: სოლომონ გულისაშვილი
ყატარი ჩემპიონატის ადრე დაწყებას ითხოვს
ყატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის მატჩი ფიფამ, შესაძლოა, ერთი დღით ადრე გადმოიტანოს და 21 ნოემბრის ნაცვლად 20 ნოემბერს ჩაატაროს. საქმე ის არის, რომ კალენდრის მიხედვით, მუნდიალის პირველი სათამაშო დღე 21 ნოემბერია. ამ დღეს ოთხი შეხვედრაა დაგეგმილი: სენეგალი – ნიდერლანდები, ინგლისი – ირანი, ყატარი – ეკვადორი და აშშ – უელსი. გახსნის მატჩი სენეგალი – ნიდერლანდები...
ხუთოსანი „რეალი“
ახალი საფეხბურთო სეზონი ოფიციალურად არცთუ სანახაობრივი მატჩით გაიხსნა. უეფას სუპერთასის შეხვედრაში ლამის მოსიარულე „რეალმა“ „აინტრახტი“ 2:0 მშვიდად დაამარცხა, მეხუთედ მოიპოვა ეს პრიზი და რეკორდსმენებს – „ბარსელონას“ და „მილანს“ გაუთანაბრდა. ნათლად ჩანდა კლასში განსხვავება ჩემპიონთა და ევროპა ლიგის გამარჯვებულებს შორის. თამაში მართლაც მოსაწყენი გამოვიდა და ამას ჰელსინკის სტადიონის ტრიბუნებზე ხშირი სტვენაც ადასტურებდა. საერთოდ, მსგავს შეხვედრებში გუნდები...
მანჩესტერმა რასისტზე უარი თქვა
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალ მთავარ მწვრთნელს, ერიკ ტენ ჰაგს, შეტევის გასაძლიერებლად „ბოლონიისა“ და ავსტრიის ნაკრების 33 წლის თავდამსხმელის, მარკო არნაუტოვიჩის დამატება სურდა. მანკუნიანელებმა ბოლონიელებს ავსტრიელის ტრანსფერში 8 მილიონი ევრო შესთავაზეს, მაგრამ უარი მიიღეს. „ეშმაკუნები“ თანხის გაზრდას აპირებდნენ, თუმცა ტრანსფერი სულ სხვა გარემოებამ ჩაშალა. ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ „მანჩესტერის“ ფანებმა საპროტესტო ელექტრონული წერილები გააგზავნეს კლუბის ოფისში. ზოგიერთმა პირადად...
აბსოლუტური სიყალბე
„პარი სენ-ჟერმენის“ დიდვარსკვლავის, ლიონელ მესის გარემოცვამ უარყო ინფორმაცია, თითქოს 35 წლის არგენტინელი „ბარსელონას“ პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას ესაუბრება და გაისად კატალონიურ კლუბში დაბრუნებას აპირებს. ამ ამბავს მათ „აბსოლუტური სიყალბე“ უწოდეს. მესი „ბარსელონას“ აკადემიაში 13 წლის მიიყვანეს. ჯამში, პირველი გუნდის შემადგენლობაში მან 776 მატჩი ჩაატარა, 670 ბურთი გაიტანა და 302 საგოლე გადაცემა შეასრულა. „ბარსელონას“ ის 2021 წლის...
სანშეში გალტიემ პარიზში წაიყვანა
გახსოვთ რენატუ სანშეში? პორტუგალიელი ვარსკვლავბიჭუნა? ევრო 2016-ის ჩემპიონი და საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი? მაშინ 18 წლის იყო და „ბენფიკაში“ თამაშობდა. მერე იყო „ბაიერნი,“ „სუონსი“ და „ლილი.“ თითქმის ყველას მიავიწყდა. მაგრამ დღეს ერთი საინტერესო ამბავი გავრცელდა – სანშეში „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი გახდა. პარიზელთა ახალმა მწვრთნელმა კრისტოფ გალტიემ პრესკონფერენციაზე თქვა: „სწორედ ასეთი მაღალი დონის ფეხბურთელის შეძენა გვინდოდა. რენატუ...
პრემიერლიგა ლივერპულს მოაგებინეს
სუპერკომპიუტერმა, რომელიც პროგნოზს უამრავი ანალიტიკური თუ სტატისტიკური მონაცემების გადამუშავების საფუძველზე აკეთებს, 2022-2023 წლების პრემიერლიგის სეზონში გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი „ლივერპულს“ მისცა (49,7%). შემდეგ მოდის „მანჩესტერ სიტი“ (47%). ოთხეულში ასევე უნდა მოხვდნენ „მანჩესტერ იუნაიტედი“ (25,56%) და „არსენალი“ (22%). „ტოტენჰემს“ (1,81%) და „ჩელსის“ (1,10%) საკმაოდ დაბალი პროცენტი მისცეს. დანარჩენ გუნდებს კი გამარჯვების 0,2%-ზე ნაკლები შანსი აქვთ. ასევე...
მალე გაიტანს…
„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი, ჩავი, გუნდის ახალწვეულ რობერტ ლევანდოვსკიზე ესაუბრა ჟურნალისტებს. „მართალია რობერტმა „ნიუ-იორკთან“ თავი ვერ გამოიჩინა, მაგრამ ეს პრობლემა არ არის. ვარჯიშებზე მას საკმაოდ ბევრი ბურთი გააქვს და ეს მაიმედებს. ასევე იყვნენ ლუის სუარესი და ფერნან ტორესი, როცა გუნდში მოვიდნენ, მაგრამ მალევე აუღეს ალღო „ბარსელონას“ სტილს. ასე იქნება რობერტიც“, – ამბობს ჩავი. „ბარსელონას“ „ნიუ-იორკთან“ 30...
ძუ ლომები და კრიშტიანუ
ქალთა ევრო 2022-ის მოგების კვალად, ინგლისის ნაკრების თითოეულმა მოთამაშემ ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციისგან 65,5 ათასი ევრო მიიღო. საფეხბურთო მასშტაბით, ეს საკმაოდ დაბალი ციფრია. მაგალითისთვის, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ, დაახლოებით ამდენს დღეში გამოიმუშავებს… კვირაში კი მისი შემოსავალი 458 ათასი ევროა. ასევე საინტერესოა, რომ შარშან ევროპის ჩემპიონატის ფინალში გასვლისთვის, ინგლისის კაცთა ნაკრების თითოეულმა მოთამაშემ 300 ათასი ევრო...
საოცარი გერმანია
გერმანიის ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2022-ის ნახევარფინალში საფრანგეთისა 2:1 დაამარცხა და ისტორიაში მეცხრედ გავიდა ტურნირის ფინალში. სულ ქალთა ევრო 1984 წლის შემდეგ 12-ჯერ ჩატარდა. წინა რვა ფინალი (1989, 1991, 1995, 1997, 2001, 2005, 2009, 2013) მათივე ტრიუმფით დასრულდა და უნიკალური რეკორდის მფლობელები არიან. გერმანელების გარდა ევრო მხოლოდ სამ ნაკრებს მოუგია: შვედეთს, ნორვეგიას (2-ჯერ) და ნიდერლანდებს....









