„ჩელსის“ ფრანგმა ნახევარმცველმა ნგოლო კანტემ კლუბი, შესაძლოა, მომავალ ზაფხულს დატოვოს. მან უარი თქვა კონტრაქტის გაგრძელებაზე და იმ პირობებს ითხოვს, რომელსაც რომან აბრამოვიჩის დროს დაჰპირდნენ.
კერძოდ, არისტოკრატთა ამჟამინდელი ხელმძღვანელობა 31 წლის ფეხბურთელს ორწლიან კონტრაქტს სთავაზობს, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. აბრამოვიჩის დროს კი კანტე „3+1“ სქემაზე უკვე შეთანხმებული იყო.
საკითხი ჯერაც ღიად რჩება.
კანტე „ჩელსიში“ 2016 წლიდან თამაშობს და გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური27/10/2026 | 21:22ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:19იამალი გენიოსია!
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:11ბათუმი 9-დან 8
აქეთურ-იქითური13/10/2026 | 20:32ბათუმი ისევ პირველია
