Author: სოლომონ გულისაშვილი

Home სოლომონ გულისაშვილი
გაია 2027
ჩანაწერი

გაია 2027

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ თავის კაპიტანს, მცველ ხოსე ლუის გაიას კონტრაქტი 2027 წლამდე გაუხანგრძლივა, – გვამცნობს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი. გაია „ვალენსიას“ აღზდილია. კლუბის აკადემაში ის 11 წლის ასაკში მოხვდა და წლების შემდეგ  გუნდის ნამდვილი ლიდერი გახდა. უთამაშია ესპანეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში. პირველ გუნდში კი 2018 წლიდან იძახებენ. ბოლო სატრანსფერო ფანჯრისას, მისით მადრიდის „რეალი,“ „ბარსელონა“ და „პარი...

ლოკო გავიდა და რუხაძემ 400 შესარულა
ჩანაწერი

ლოკო გავიდა და რუხაძემ 400 შესარულა

ლოკო გავარდა თბილისის „ლოკომოტივი“ ლიგა 1-ს ოფიციალურად დაემშვიდობა. ჩემპიონატის დამთავრებამდე 6 ტური დარჩა და „რკინიგზელები“ უშუალო კონკურენტ „გაგრას“ 22 ქულით ჩამორჩებიან. ეს ამბავი მოულოდნელი არავისთვის ყოფილა. სეზონის წინ გუნდი ფინანსური პრობლემების გამო ლამის დაიშალა. აქცენტი ახალგაზრდა, გამოუცდელ ფეხბურთელებზე გაკეთდა და პირველი გამარჯვება მე-17 ტურში მოიპოვეს. მანამდე თექვსმეტივე თამაში წაეგოთ… მიმდინარე სოზოში გიორგი მინაშვილი მათი მეოთხე...

კოშტა
ჩანაწერი

კოშტა

„პორტუს“ მეკარე დიოგუ კოშტა, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი კარის დარაჯი გახდა, რომელმაც საგოლე პასი შეასრულა და შემდეგ პენალტი მოიგერია, – გვამცნობს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი. ოთხშაბათს, ტურნირის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის მატჩში, „პორტუ“ „ლევერკუზენს“ ესტუმრა და 3:0 დაამარცხა. მე-6 წუთზე ანგარიში პორტუგალიელმა ვენდერსონ გალენომ, დიოგუ კოშტას გადაცემით გახსნა. მეთექვსმეტეზე კი კოშტამ კერემ დემირბაის თერთმეტმეტრიანი დარტყმა მოიგერია....

მოვა დრო და…
ჩანაწერი

მოვა დრო და…

„მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ჟურნალისტებს აუხსნა, რატომ ვერ იგებს მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგას. „მიზეზი მარტივია – მადრიდის „რეალი“… ცხადია, მინდა ლიგის მოგება, მაგრამ ეს არ არის აკვიატებული აზრი. ჯერჯერობით მხოლოდ ოცნებაა. ეს არის მიზანი, რომლის მიღწევაც ჩვენ შეგვიძლია. ვიცი, რამდენად კარგები არიან მოწინააღმდეგეები და რა რთული ტურნირია. ეს არაერთხელ მითქვამს და შეიძლება ბევრს არ...

ტოტენჰემი Google-ზე ითამაშებს?
ჩანაწერი

ტოტენჰემი Google-ზე ითამაშებს?

ლონდონის „ტოტენჰემის“ ხელმძღვნელობა კომპანია Google-ის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებას აწარმოებს თავისი სტადიონის ახალი სახელის თაობაზე. „დეზების“ მფლობელი, დანიელ ლევი, ამბობს, რომ დიდადაა დაინტერესბული  ამ სიახლით. მისი თქმით, ის მოხარული იქნება „სწორ ბრენდთან და სწორ ფულთან“ ურთიერთობის დამყარებით. Google-ს უკვე აქვს სპორტულ ორგანიზაციებთან პარტნიორული შეთანხმებები გაფორმებული. მაგალითად,  NBA-სა და MLB (ამერიკის ბეისბოლის ლიგა)-სთან. ასევე ფორმულა 1-ის „მაკლარენთან“. ჯერჯერობით...

პირველად ვარ-ი და დინამო
ჩანაწერი

პირველად ვარ-ი და დინამო

29-ე ტურში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, რომელმაც კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი ვართ: ფიფას ეგიდით, საქართველოს ჩემპიონატში პირველად გამოიყენეს ვიდეოასისტენტრეფერის სერვისი – VAR. ვარ-მა ლიდერთა მატჩში („დინამო“ – „ბათუმი“) იმუშავა და შეხვედრის მსვლელობაზეც მოახდინა გავლენა. 79-ე წუთზე, მსაჯმა ირაკლი კვირიკაშვილმა, განელი ოსეი ბარნსი სწორედ ჩვენთვის ახალი ტექნოლოგიის გამოყენების შემდეგ გააძევა. ლიდერი დინამო ლიდერთა მატჩში...

ნუნიესს კლოპის ლაპარაკი არ ესმის
ჩანაწერი

ნუნიესს კლოპის ლაპარაკი არ ესმის

„ლივერპულის“ ურუგვაელი ახალწვეული დარვინ ნუნიესი ჟურნალისტებს გამოუტყდა, რომ არ ესმის მთავარი მწვთნელის, იურგენ კლოპის მითითებები გერმანული აქცენტის გამო. „სიმართლე გითხრათ, როცა კლოპი ლაპარაკობს, მისი აქცენტის გამო არაფერი მესმის. ცხადია, თანაგუნდელებს ვთხოვ ამიხსნან რას ამბობს. თუმცა, დარწმუნებული ვარ, კლოპმა ზუსტად იცის რა უნდა ყოველი კონკრეტული ფეხბურთელისგან.“ 23 წლის ნუნიესი „ლივერპულში“ გასულ ზაფხულს გადავიდა „ბენფიკადან“ მერსისაიდული კლუბისთვის...

უიღბლო უოკერი
ჩანაწერი

უიღბლო უოკერი

„მანჩესტერ სიტის“ მარჯვენა მცველმა, კაილ უოკერმა, გასულ კვირას თანაქალელ „იუნაიტედთან“ მატჩში (6:3) ტრავმა მიიღო. ექიმების ვარაუდით, მას მინიმუმ ექვსი კვირა და შესაბამისად, მსოფლიო ჩემპიონატიც გაუცდება. რაც დიდი დარტყმა იქნება ინგლისის ნაკრებისთვის. „სიტის“ ექიმებმა დაადასტურეს, რომ ოთხშაბათს უოკერს საზარდულის ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა და ჯერ უცნობია, როდის შეძლებს თამაშს, რადგან ნაოპერაციევს სარეაბილიტაციო კურსიც დასჭირდება. თავად უოკერი ცდილობს ...

დანიელები ოჯახების გარეშე
ჩანაწერი

დანიელები ოჯახების გარეშე

დანიის საფეხბურთო კავშირის მენეჯერმა იაკობ ჰოიერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ დანიის ნაკრების ფეხბურთელები ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე პროტესტის ნიშნად ოჯახების გარეშე გაემგზავრებიან. ამ ჟესტით, ორგანიზაცია ყატარში არსებულ ადამიანის უფლებების დარღვევის წინააღმდეგ პროტესტს გამოხატავს. „არ გვინდა ყატარში ტურისტულ აქტივობას ხელი შევუწყოთ, ამიტომ ჩვენი დელეგაცია მაქსიმალურად მცირე იქნება. ადრე დიდ ტურნირებზე ოჯახის წევრები ყოველთვის ფეხბურთელებთან ერთად იყვნენ ხოლმე, ამჯერად...

დაკარგული იმპულსი
ჩანაწერი

დაკარგული იმპულსი

„ლივერპულმა“ სეზონი ცუდად დაიწყო. ტიტულის ერთერთ მთავარ კანდიდატს 7 ტურის შემდეგ მხოლოდ 10 ქულა აქვს და ცხრილში მეცხრე ადგილზეა. ამასთან დაკავშირებით მერსისაიდელთა მცველმა ვირჯილ ვან დაიკმა, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა. „მართალია, დასაწყისი კარგი ვერ გამოგვივიდა, მაგრამ იმედია მალე ვიპოვით ჩვეულ იმპულსს და ძველებურად ავთამაშდებით. ამისათვის ერთად ბევრი შრომაა საჭირო. მინდორზე გასვლა სიამოვნებას უნდა განიჭებდეს. მეორე მხრივ,...