„პორტუს“ მეკარე დიოგუ კოშტა, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი კარის დარაჯი გახდა, რომელმაც საგოლე პასი შეასრულა და შემდეგ პენალტი მოიგერია, – გვამცნობს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.
ოთხშაბათს, ტურნირის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის მატჩში, „პორტუ“ „ლევერკუზენს“ ესტუმრა და 3:0 დაამარცხა.
მე-6 წუთზე ანგარიში პორტუგალიელმა ვენდერსონ გალენომ, დიოგუ კოშტას გადაცემით გახსნა. მეთექვსმეტეზე კი კოშტამ კერემ დემირბაის თერთმეტმეტრიანი დარტყმა მოიგერია.
შემდეგ ორი პენალტი უკვე სტუმრებს დაუნიშნეს, რომლებიც ზუსტად შეასრულა ირანელმა მეჰდი ტარემიმ.
ამ გამარჯვების შემდეგ „პორტუ“ B ჯგუფში 6 ქულით მეორე ადგილზეა. ლიდერი კი სენსაციურად 10-ქულიანი „ბრიუგეა.“

ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური15/09/2026 | 16:02ლიდერმა გამარჯვება გაიხსენა
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 18:56ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური07/09/2026 | 15:31ბათუმი ლიდერს მიუახლოვდა
აქეთურ-იქითური01/09/2026 | 15:03მეშახტეს ტური
