„პორტუს“ მეკარე დიოგუ კოშტა, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი კარის დარაჯი გახდა, რომელმაც საგოლე პასი შეასრულა და შემდეგ პენალტი მოიგერია, – გვამცნობს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი. ოთხშაბათს, ტურნირის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის მატჩში, „პორტუ“ „ლევერკუზენს“ ესტუმრა და 3:0 დაამარცხა. მე-6 წუთზე ანგარიში პორტუგალიელმა ვენდერსონ გალენომ, დიოგუ კოშტას გადაცემით გახსნა. მეთექვსმეტეზე კი კოშტამ კერემ დემირბაის თერთმეტმეტრიანი დარტყმა მოიგერია....
ჭდე: მეჰდი ტარემი
ლიგას ერთი ამბიცია მოაკლდა
„უვენტუსი” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალიდან გავარდა. ის გააგდო „პორტუმ”, რომელიც შეხვედრის ძირითადი დროის ბოლო 35 წუთისა და დამატებითი დროის განმავლობაში ათი კაცით თამაშობდა თერთმეტის წინააღმდეგ. აქა-იქ უკვე დაიწერა, რომ „იუვეს” ლიდერის, მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელის კრიშტიანუ რონალდუს მომავალი ამ კლუბში უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ არის — რონალდუ „იუვეში” 2018 წლიდან თამაშობს, მაგრამ ამბიციურ ტურინელებს ჩემპიონთა ლიგა...
ყველაფერი ხდება!
თუ ვინმეა ამქვეყნად დაცვაში ძლიერი, „იუვენტუსია”. ზოგადად, იტალიურ გუნდებს შეუვალი დაცვა ახასიათებთ, მაგრამ ნათქვამია, ერთი ალილო მღვდელსაც შეცდებაო — პორტუში, „ბებერმა ქალბატონმა”, თამაშის დაწყებიდან 63 წამში მასპინძლებს გოლი „აჩუქა”. ეპიზოდი, როდესაც როდრიგო ბენტაკურმა მეკარე ვოიცეხ შჩესნისგან ბურთი მიიღო და უკანმიუხედავად დაბრუნება სცადა, ქვემოთ, ვიდეოზე შეგიძლიათ ნახოთ. შჩესნის წინ კი „პორტუს” ირანელი თავდამსხმელი მეჰდი ტარემი აღმოჩნდა....


