კრიშტიანუ რონალდუსთვის როგორც იქნა, დამღლელი სეზონი დამთავრდა და ოჯახთან ერთად საკუთარი თვითმფრინავთ შევებულებაში გაემგზავრა. თუ სად, ამას წყარო არ აკონკრეტებს.
ბოლო დღეებში კრიშტიანუ პორტუგალიის ნაკრებში გახლდათ დაკავებული ერთა ლიგის მატჩებში. პორტუგალიელებმა ორი შეხვედრა მოიგეს შვეიცარიასთან (4:0) და ჩეხეთთან (1:0), ერთი მატჩი ფრედ დაასრულეს ესპანეთთან (1:1), ხოლო იმავე შვეიცარიასთან 0:1 დამარცხდნენ და ერთა A ლიგის მეორე ჯგუფში მეორე ადგილზე დგანან ესპანეთის შემდეგ.
რონალდუმ ინსტაგრამში თვითმფრინავიდან ფოტოებიც გამოაქვეყნა წარწერით – შვებულება სიყვარულით. რომელსაც მილიონობით გამომწერის აღფრთოვანებული კომენტარი მოჰყვა.
ფოტოებზე კრიშტიანუს სხვა შვილებთან ერთად ახალშობილი ტყუპისცალი გოგონა, ბელა ესმერალდაცაა გამოსახული, რომელსაც დედიკო, ჯორჯინა როდრიგესი სათუთად დაჰფოფინებს.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/08/2026 | 22:05არაბიძის შედევრი
აქეთურ-იქითური20/08/2026 | 17:18იმედია, ეს ხელოვნური ინტელექტია
აქეთურ-იქითური18/08/2026 | 13:34ინტრიგა ინტრიგად…
მთავარი ამბავი11/08/2026 | 07:59ლიდერი ისევ რუსთავია
