Author: სოლომონ გულისაშვილი

Home სოლომონ გულისაშვილი
გარდაიცვალა მინო რაიოლა
ჩანაწერი

გარდაიცვალა მინო რაიოლა

ცნობილი საფეხბურთო აგენტი, მინო რაიოლა 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. მიზეზი, ფილტვების უკმარისობა. რაიოლა ბევრი ტოპ ფეხბურთელის აგენტი გახლდათ. მისი კლიენტები იყვნენ: ჯანლუიჯი დონარუმა, ერლინგ ჰოლანდი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, პოლ პოგბა, რომელუ ლუკაკუ, მარიო ბალოტელი, მარკო ვერატი… რაიოლას ქონება დაახლოებით 73 მილიონ  ევროდაა შეფასებული. ადრე მედიაში დაიწერა, რომ წლულს 12 იანვარს, რაიოლას ფილტვის ოპერაცია გაუკეთეს. მას შემდეგ...

შფოთი
ჩანაწერი

შფოთი

აურზაური სალხინეთში შფოთიანი გამოდგა მეორე წრის დასაწყისი. ქუთაისში გამართული ქართული კლასიკო სავსე ტრიბუნებით, კარგი თამაშითა და ცუდი დასასრულით დაგვამახსოვრდა. სტუმარი დინამოელები 2:1 იგებდნენ, უკვე დამატებული წუთები მიმდინარეონდა, როცა ჯერ ტრიბუბენზე ატყტდა ჩოჩქოლი, მოედანზე სხვადასხვა ნივთები გადმოცვივდა, შემდეგ კი მინდორზე მოწინააღმდეგე ფეხბურთელები ერთმანეთს დაერივნენ… მაყურებლებიც გადავიდნენ… მოკლედ, ერთი ამბავი იყო. ბოლოს სამართალდამცავთა ჩარევის შემდეგ, სიტუაცია დაწყნარდა....

რას გადაწყვეტს ლევანდოვსკი ?
ჩანაწერი

რას გადაწყვეტს ლევანდოვსკი ?

პოლონელი თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვსკის აგენტი, კვლავ აგრძელებს „ბარსელონას“ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებას, თუმცა… ესპანურ კლუბს ჯერ არ მიუმართავს „ბაიერნისთვის“ ოფიციალური წინადადებით 33 წლის მოთამაშის თაობაზე. ამასთან, რობერტის აგენტი ჯერ მიუნხენური კლუბის დირექტორატს უნდა შეხვდეს და გაარკვიოს, იტოვებენ თუ არა შემტევს. ჯერჯერობით მხარეები კონტრაქტის გახანგრძლივებაზე არ შეთანხმებულან. ლევანდოვსკიმ კარგად იცის „ბარსელონას“ მისადმი ინტერესის შესახებ, მაგრამ ისიც მიუნხენელების ვერდიქტს...

ბათუმმა წრე აღდგომას მოიგო
ჩანაწერი

ბათუმმა წრე აღდგომას მოიგო

სააღდგომოდ ეროვნულ ლიგაში პირველი წრე დასრულდა და ერთი ტენდენცია გამოიკვეთა. „ბათუმი“ მეტოქეებს ერთი თავით სჯობს და თვითონვე თუ რაღაც არ „მოიფიქრა,“ მათი გამჩერებელი არავინაა. ჯოვინო და ხვიჩა ლიდერმა „ბათუმმა“ მორიგი, ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა. უკვე აშკარად იკვეთება ყველა მეტოქესთან კლასში სხვაობა. „ბათუმი“ ქართულ რეალობაში ნელ-ნელა უძლეველ გუნდად ყალიბდება. „ტორპედოსთან“ ისევ მიითვალა დუბლი ჯოვინო ფლამარიონმა. ერთიც...

გმადლობთ!
ჩანაწერი

გმადლობთ!

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ, მადლობა გადაუხადა „ლივერპულის“ გულშემატკივრებს, რომლებიც „ლივერპული“ – „იუნაიტედის“ მატჩის მე-7 წუთზე (კრიშტიანუს სათამაშო ნომერი) ფეხზე წამოდგნენ, პორტუგალიელს დაუსწრებლად მიესალმნენ და თანგრძნობა გამოუცხადეს, წინა დღეს დაღუპული ტყუპისცალი ვაჟის გამო. თავად კრიშტიანუ ამ დროს პორტუგალიაში იმყოფებოდა ოჯახთან ერთად. „ერთი სამყარო…ერთი სპორტის სახეობა… ერთი დიდი ოჯახი… მადლობა, „ენფილდ!“ მე და ჩემი ოჯახი არასოდეს...

საზიზღრობა
ჩანაწერი

საზიზღრობა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ვარსკვლავმა, პოლ სქოულზმა, პრემიერლიგის 30-ე ტურის მატჩში მისი გუნდის „ლივერპულთან“ განადგურების შემდეგ (0:4), ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა. „ადრე ვბრაზდებოდი, ახლა აღარ. უბრალოდ „მანჩესტერის“ თამაშის ცქერა სევდიანი და უსიამოვნოა. მეცოდება გუნდი. მინდა ცოტა მონდომება მაინც დავინახო. მგონი „იუნაიტედის“ ფეხბურთელები უკვე სეზონის დასასრულს ელოდებიან. უნდათ, რაც შეიძლება მალე დამთავრდეს ეს გაუგებრობა. მაგრამ პრემიერლიგაში ვერავის...

გახსოვთ ევა კარნეირო?
ჩანაწერი

გახსოვთ ევა კარნეირო?

შვიდი წლის წინათ, გიბრალტარელი ექიმი ევა კარნეირო ლამის ყველაზე ცნობილი ქალი გახდა საფეხბურთო სამყაროში. ამაბვი „ჩელსის“ უკავშირდება, რომლის ექიმიც გახლდათ ის მაშინ. „სოუნსის“ წინააღმდეგ მატჩში ის კლუბის მთავარ ფიზიოთერპევტ ჯონ ფერნთან ერთად მინდორზე შევარდა ედენ აზარის სამკურნალოდ. „ლურჯების“ მაშინდელი დამრიგებელი, ჟოზე მოურინუ ამ ეპიზოდმა ძალიან გააბრაზა და ქალბატონი კლუბიდან დაითხოვა. თანაც უშვერი სიტყვებით მოიხსენია. მერე...

ხვიჩას პირველი გოლები, ზურიკოს დებიუტი და ჯოვინოს მე-100
ჩანაწერი

ხვიჩას პირველი გოლები, ზურიკოს დებიუტი და ჯოვინოს მე-100

მხიარული ტური გამოდგა – მერვე. ჯამში 16 ბურთი გავიდა, ისევე, როგორც წინა – მეშვიდეში. საუკეთესო კი ამ მხრივ მე-4 ტურია, როცა გუნდებმა ერთმანეთს 19 გოლი გაუტანეს. შესრულდა სამი დუბლი, რაც მიმდინარე სეზონში სარეკორდო მაჩვენებელია. ხვიჩა, ზურიკო, ჯოვინო ხვიჩა კვარაცხელიამ ეროვნულ ჩემპიონატში თავისი გოლების ანგარიში გახსნა. ორჯერ გაუტანა „გაგრას“და ერთიც საგოლე პასი მიითვალა. ხვიჩას გოლები მართლაც...

კოლუმბია რინკონს ემშვიდობება
ჩანაწერი

კოლუმბია რინკონს ემშვიდობება

კოლუმბია თავის ფეხბურთის ლეგენდას, ფრედი რინკონს ემშვიდობება. ის გასულ კვირას ავტოავარიაში მოჰყვა და სამი დღის შემდეგ გარდაიცვალა. მისი მანქანა ავტობუსს შეეჯახა ქალაქ კალიში. რინკონის ცხედარი „სტადიონ პასკუალ გერეროზე“ დაასვენეს. უამრავი ადამიანი მივიდა 55 წლის ლეგენდასთან გამოსამშვიდობებლად. ბევრი იყო პატივცემული და ცნობილიც. მაგალითად, კოლუმბიის ნაკრების ყიფილი დამრიგებლები, ხუან კარლოს ოსორიო და ფრანსისკო მატურანა, ასევე  ეროვნული გუნდის...

ვარდისფერი და ფეხმძიმე
ჩანაწერი

ვარდისფერი და ფეხმძიმე

კრიშტიანუ რონალდუს ფეხმძიმე მეგობარმა ჯორჯინა როდრიგესმა კიდევ ერთხელ მოხიბლა თაყვანისმცემლები. ამჯერად ვარდისფერ კაბაში წარუდგა საზოგადებას, ძველებური სტილის სპორტულ მანქანაში ჩამჯდარი. ცხადია, ფოტოები ინსტაგრამზეც გააზიარა და ატყდა ერთი კომენტარობანა. უმეტესობას უკვირდა, როგორ მალავდა ბუენოსაირესელი მზეთუნახავი უკვე საკმაოდ მოზრდილ მუცელს კაბაში. კრიშტიანუ და ჯორჯინა მალე ტყუპებს ელოდებიან. ერთი საერთო შვილი – ალანა კი უკვე ჰყავთ.