მართალია, „ინტერი“ წლეულს იტალიის ჩემპიონი ვერ გახდა (სკუდეტო თანაქალაქელმა „მილანმა“ მოიპოვა), მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობა მაინც კმაყოფილი დარჩა მთავარი მწვრთნელის, სიმონე ინძაგის მუშაობით და დაკავებული მეორე ადგილის მიუხედავად ახალ, გაუმჯობესებულ კონტრაქტს სთავაზობს.
იტალიური „კორიერე დელო სპორტის“ ცნობით, 46 წლის სპეციალისტს არსებულ ხელშეკრულებას კიდევ ერთი წლით, 2024 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივებენ და წელიწადში ჯამაგირად 4 მილიონის ნაცვლად, 5,5 მილიონ ევროს გადაუხდიან.
ინძაგი „ლაციოდან“ „ინტერში“ შარშან ზაფხულს გადავიდა.

ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:01რუსთავმა საჩუქარი ვერ გამოიყენა
აქეთურ-იქითური27/10/2026 | 21:22ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:19იამალი გენიოსია!
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:11ბათუმი 9-დან 8
