ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, რონალდო, გასულ კვირადღეს, მეუღლესთან ერთად წმინდა იაკობის გზაზე დაიძრა. მანძილი ერთობ შთამბეჭდავია – 280 კილომეტრი.
წმინდა იაკობის გზა (El Camino de Santiago) მომლოცველთა გზა გახლავთ ესპანეთში. გალისიაში მდებარე სანტიაგო-დე-კომპოსტელას ტაძრისაკენ, სადაც ტრადიციის მიხედვით მოციქული იაკობ ზებედესია დაკრძალული. საქმე ის არის, რომ რონალდომ 2018 წელს, მაშინ დაბალი ლიგის საფეხბურთო კლუბ „ვალიადოლიდის“ აქციათა საკონტრლო პაკეტი შეიძინა და დაიქადნა: თუ „ვალიადოლიდი“ პრიმერა დივიზიონში გადავა, მომლოცველთა გზას გავივლიო. „ვალიადოლიდი“ ესპანეთის უმაღლეს ლიგაში დაბრუნდა და კიჭაც პირობას ასრულებს. ეგ არის, დაიჩივლა, ფეხები მტკივა და მეუღლესთან ერთად ამ გზას ველოსიპედით გავივლიო.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:21ლიდერი და საჭირო სანდრო
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 12:35მოედანზე და სკამზე
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ფინალი წააგო
