Author: სოლომონ გულისაშვილი

Home სოლომონ გულისაშვილი
ნაპოლის დირექტორი: ხვიჩა პრიორიტეტია
ჩანაწერი

ნაპოლის დირექტორი: ხვიჩა პრიორიტეტია

ხვიჩა კვარაცხელიას იტალიაში გადაბარგებას სერიოზული პირი უჩანს. უბრალოდ, ბოლო დროს იმდენ კლუბს დაუკავშირეს, რომ თავგზა აგვებნა. არადა, შემოდგომაზე ისევ „რუბინში“ დარჩა და მერე კარგა ხანი დასჭირდა დეპრესიიდან გამოსასვლელად. ახლა ის უკვე ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელია და რუსები უცხოეთში წასვლასაც ვერ დაუშლიან. ამასობაში, „ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯინტოლიმ თქვა: „კვარაცხელიას უკვე დიდი ხანია ვაკვირდებით. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა...

ძმები რუნები
ჩანაწერი

ძმები რუნები

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ვარსკვლავმა, ამჟამად კი „დერბი ქაუნთის“ მთავარმა მწვრთნელმა უეინ რუნიმ, თავისი ვაჟი კლეი, პირველ დამოუკიდებელ ტურნირზე გააცილა. ბიჭი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ღირსებას დაიცავს. კლეი 8 წლისაა, მისი უფროსი ძმა კაი კი 12-ის და ისიც „იუნაიტედის“ ფეხბურთელია. 2020 წელს  კლუბის 12-წლამდელთა გუნდთან კონტრქტიც კი გააფორმა. რუნიმ ინსტაგრამში გააზიარა ოჯახური ფოტო წარწერით: „პირველი დამოუკიდებელი ტურნირი. წარმატებები...

ყანა, ჩაბრა, ხორხელები…
ჩანაწერი

ყანა, ჩაბრა, ხორხელები…

ჩაბრა 10 აპრილს ხვიჩა კვარაცხელიამ პირველად დაიწყო მატჩი „ბათუმის“ სასტარტოში. რამდენჯერმე გაამწვავა თამაში და ბოლოსკენ შეცვალეს. „ბათუმმა“ „სამგურალს“ კლასით მოუგო. თუმცა, ახალტრავმამოშუშებულ სერგო კუხიანიძეს პენალტი რომ გაეტანა, შეიძლება თამაშის სცენარი შეცვლილიყო. სერგომ 11-მეტრიანი მე-7 წუთზე ვერ გამოიყენა. ანგარიში კი მე-2 წუთზე ზღვისპირელთა ბრაზილიელმა ჯოვინო ფლამარიონმა გახსნა ეფექტური თავურით. სტუმრებს საკმაო ხანი დასჭრდათ საბოლოო უპირატესობის მოსაპოვებლად....

ლევიგოლი ბარსელონაში
ჩანაწერი

ლევიგოლი ბარსელონაში

„ბაიერნის“ თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი, დიდი ალბათობით, კარიერას ესპანეთში გააგრძელებს. პოლონელები ამბობენ, რომ 33 წლის რობერტმა უკვე შეათანხმა კატალონიურ კლუბთან სამწლიანი და ბევრმილიონიანი კონტრაქტის პირობები. თურმე, „ბარსელონას“ შეთავაზება ყველაზე უკეთესი გამოდგა მათგან, რომლებიც ბოლო დროს ფეხბურთელმა მიიღო. მისი წარმომადგენელი ასევე „მანჩესტერ სიტისთან,“ „პარი სენ-ჟერმენთან“ და „ლივერპულთან“ საუბრობდა. „ბაიერნიდან“ მისი შესაძლო წასვლის მიზეზი კი ის არის, რომ...

ფილ ნევილის გასაჭირი
ჩანაწერი

ფილ ნევილის გასაჭირი

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ვარსკვლავი, ამჟამად კი „ინტერ მაიამის“ მთავარი მწვრთნელი ფილ ნევილი, თურმე, უკვე ათი წელიწადია თავის მდიდრულ ბინას ყიდის მანჩესტერის ცენტრში, მაგრამ საშველი აღარ დაადგა. ახლახან მან ფასი 1,25 მილიონ გირვანქამდე დასწია. პანდემიური შოკის პირობებში ბრიტანეთში (და არა მარტო) უძრავ ქონებაზე ფასები კატასტროფულად დაეცა, თუმცა 2021 წლის ბოლოს ისევ ჩვეულ ნიშნულს დაუბრუნდა. მაშინ რატომ...

უნიკალური ფილი
ჩანაწერი

უნიკალური ფილი

„მანჩესტერ სიტის“ 21 წლის ნახევარმცველი ფილ ფოდენი სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ, 68-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე და 80 წამში შესანიშნავი გადაცემით კევინ დე ბრუინს გამარჯვების გოლი გაატანინა. ფილი მინდორზე ნათელი წერტილივით იყოო, ამბობენ ინგლისელები. ფოდენი მართლაც განსაკუთრებული ფეხბურთელია, პეპ გვარდიოლას საყვარელი მოთამაშე. ის ჯერ კიდევ ჭაბუკთა ტურნირებიდნ გვახსოვს, როცა 2017-ში, ინგლისის 17-წლამდელთა...

თავისუფლები: დიბალა და დი მარია
ჩანაწერი

თავისუფლები: დიბალა და დი მარია

ამ სეზონის ბოლოს პაულო დიბალა „იუვენტუსს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. ანუ, ნებისმიერ კლუბს მისი დამატება მუქთად შეეძლება. მის შემცვლელად კი ტურინელებს პაულოს თანამემამულე, „პარი სენ-ჟერმენის“ არგენტინელი შუახაზელი ანხელ დი მარია შეუგულებიათ. 34 წლის დი მარიას პარიზელებთან კონტრაქტსაც ყავლი წლეულს 30 ივნისს გასდის და ისიც თავსუფალი აგენტი გახდება. დი მარია პსჟ-ში 2015 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში...

ხვიჩა, შედევრი, ცეცაძე…
ჩანაწერი

ხვიჩა, შედევრი, ცეცაძე…

ხვიჩა 2 აპრილს, ეროვნულ ჩემპიონატის მე-6 ტურში, „ბათუმში“ ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი შედგა. 21 წლის ხვიჩას საქართველოს ჩემპიონატში ადრეც უთამაშია, 2017-18 წლებში, როცა სულაც პირტიტველა, თბილისის „დინამოს,“ შემდეგ კი „რუსთავის“ ღირსებას იცავდა. სულ 22 შეხვედრა მოუგროვდა –  18 „რუსთავში,“ 4 „დინამოში.“ შაბათს მან 23-ედ მოირგო ქართული კლუბის მაისურა. 46-ე წუთზე გიორგი ფანცულაია შეცვალა. ხვიჩამ გუნდთან ერთად...

სერიოზული წილისყრა სახუმარო დღეს
ჩანაწერი

სერიოზული წილისყრა სახუმარო დღეს

1 აპრილს დოჰაში, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართება. დღეისათვის 32-დან 29 მონაწილის ვინაობაა ცნობილი, სამიც მოგვიანებით გაირკვევა. ესენია შოტლანდია – უკრაინის ევროპული ფლეი-ოფი, რომლის გამარჯვებულიც უელსს შეხვდება და ორი საკონტინენტთაშორისო ფლეი-ოფი: კოსტა რიკა – ახალი ზელანდია და პერუ – ავსტრალია ან საემიროები. სულ ოთხი კალათა იქნება, რომელთა შიგთავსი 31 მარტს გამოქვეყნებულ ფიფას...

მბაპემ წილისყრა იუარა
ჩანაწერი

მბაპემ წილისყრა იუარა

1 აპრილს, ყატარში, დოჰას საგამოფენო ცენტრში, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართება. მასპინძელი მხარე საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციას მოელპარაკა, რათა ფრანგთა ვარსკვლავს, კილიან მბაპეს, წილისყრის ცერემონიაზე მიეღო მონაწილეობა. ფრანგული ფეხბურთის მამები დათანხმდნენ. თუმცა თავად მბაპემ ცივი უარი განაცხადა. აქაო და, ეროვნული გუნდის კაპიტანი არ ვარო… შეგახსენებთ, რომ დღეისათვის 32-დან 29 ფინალისტის ვინაობაა ცნობილი. ესენი...