კეინმა აურია

Home აქეთურ-იქითური კეინმა აურია
კეინმა აურია

Tottenham accused of Kane transfer errorინგლისის ნაკრების კაპიტანმა ჰარი კეინმა იტალიის ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფავორიტად დაასახელა.

„ტოტენჰემის“ ვარსკვლავს დაავიწყდა, რომ „სკუარდა აძურა“ მონდიალზე ვერ მოხვდა, შესარჩევი ფლეი-ოფი წააგო ჩრდილოეთ მაკედონიასთან.

„2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სამი ფავორიტი? არის რამდენიმე ძლიერი ევროპული ნაკრები: ჩვენ (ინგლისი), გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია. ასევე არიან ბრაზილია და არგენტინა“, – ციტირებს კეინის სიტყვებს SportsCenter.

შეგახსენებთ, რომ  წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპი ნოემბერ-დეკემბერში გაიმართება ყატარში. ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ტურნირი ზაფხულში არ  ტარდება.

ავტორის პროფილი

სოლომონ გულისაშვილი
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.