Author: სოლომონ გულისაშვილი

Home სოლომონ გულისაშვილი
მსოფლიომოვლილი ბრაზილიელი ქუთაისში
ჩანაწერი

მსოფლიომოვლილი ბრაზილიელი ქუთაისში

ქუთაისის „ტორპედომ“ კიდევ ერთი ტრანსფერი გაჩარხა – კლუბს უკრაინული „დნიპრო 1-ის“ შემტევი ფელიპე პირესი შეუერთდა. 28 წლის ბრაზილიელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და კონტრაქტიც (2+1) გააფორმა. ფელიპე პირესს თამაშობდა ბრაზილიურ „რედ ბულში“, „ჟუვენტუდში“, „პალმეირასსა“ და „ფორტალეზაში“, ასევე „ლაიპციგის“ 19-წლამდელთა გუნდში. „დნიპრო 1-ის“ გარდა, იყო ავსტრიული „ზალცბურგისა“ და „აუსტრიას“, გერმანული „ჰოფენჰაიმისა“ და „აინტრახტის“, ხორვატული „რიეკას“, პორტუგალიური „მორეირენშეს“,...

ახალი გადატვირთვა ლივერპულში
ჩანაწერი

ახალი გადატვირთვა ლივერპულში

„ლივერპულის“ ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა პიტერ მურმა განაცხადა, რომ მერსისაიდურ კლუბს სრული გადატვირთვა ელის იურგენ კლოპის წასვლის შემდეგ. „კლუბი გაიყინა სრული გადატვირთვის მოლოდინში. ბოლოს და ბოლოს, არა მხოლოდ კლოპი მიდის, არამედ ლეინდერსი და კრავეციც (კლოპის თანაშემწეები). გარდა ამისა, „ლივერპულს“ ახალი სპორტული დირექტორი სჭირდება. საქმე მხოლოდ მწვრთნელს არ ეხება. მერსისაიდელი გულშემატკივრები მწვრთნელებს ლეგენდებად აქცევენ. ისინი ჩვენთვის უფრო...

ლუკაკუ საუდის არაბეთს აქებს
ჩანაწერი

ლუკაკუ საუდის არაბეთს აქებს

„ჩელსისა“ და ბელგიის ნაკრების თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ, რომელიც „რომაში“ ერთწლიანი იჯარით თამაშობს, საუდის არაბეთის ჩემპიონატის პერსპექტივაზე ისაუბრა. „ვფიქრობ, მომდევნო ორი წლის განმავლობაში საუდის არაბეთის პრო ლიგა იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ლიგა მსოფლიოში, თუ არა ყველაზე  საუკეთესო. ყველა საუდური კლუბი დიდ ძალისხმევას იჩენს იქ ცნობილი ფეხბურთელების გადასაბირებლად. ისინი მნიშვნელოვნად იხვეწებიან. მათ ჩემპიონატს აქვს ყველა შანსი, გახდეს მსოფლიოს საუკეთესო...

ჰეთ-თრიქი 6 წუთში…
ჩანაწერი

ჰეთ-თრიქი 6 წუთში…

ესპანური პრიმერას 21-ე ტურში „ჟირონამ“ „სევილია“ 5:1 გაანადგურა და სატურნირო ცხრილს კვლავ სათავეში უდგას. „ჟირონას“ უკრაინელმა თავდამსხმელმა არტიომ დოვბიკმა ჰეთ-თრიქი მიითვალა და ამისათვის მხოლოდ 6 წუთი დასჭირდა… შედეგად ის მიმდინარე სეზონის ბომბარდირთა სიაში რეალელ ჯუდ ბელინგემთან ერთად 14 გოლით გალიდერდა. დოვბიკმა ერთპიროვნულად პირველი ადგილი დაიკავა ესპანეთის ჩემპიონატის გოლი+პასის სისტემით საუკეთესო მოთამაშეთა რეიტინგში. მას გოლი+პასის სისტემაში...

ჰენდერსონი აიაქსს მიუახლოვდა
ჩანაწერი

ჰენდერსონი აიაქსს მიუახლოვდა

საუდის არაბეთის „ალ-იტიფაკის“ ნახევარმცველი ჯორდან ჰენდერსონი ამსტერდამის „აიაქსში“ გადასვლასთან ახლოსაა. 33 წლის ნახევარმცველი საუდურ კლუბთან წასვლაზე შეთანხმდა. ჰენდერსონი მალე დიდ ბრიტანეთში დაბრუნდება, სადაც „აიაქსში“ გადასვლის საკითხს დაასრულებს. შეგახსენებთ, რომ მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, ნიდერლანდური კლუბი ერთ ნაბიჯშია 33 წლის ჰენდერსონთან პერსონალური კონტრაქტის პირობების შეთანხმებამდეო. მიმდინარე სეზონში ინგლისელმა ყველა ტურნირზე 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც ხუთი საგოლე...

ფახთაქორი იყიდება
ჩანაწერი

ფახთაქორი იყიდება

ტაშკენტის საფეხბურთო კლუბ ფახთაქორს ყიდიან, იუწყება უზბეკეთის სახელმწიფო აქტივების მართვის სააგენტო. საინტერესოა, რომ ამჟამად კლუბის აქციების 100% სახელმწიფოს ეკუთვნის. კლუბის შეძენისას, მოთხოვნები, ფახთაქორის საქმიანობის შენარჩუნება-განვითარებას,  გუნდის საერთაშორისო დონეზე აყვანას და აკადემიის გაძლიერებას, ასევე საფეხბურთო კლუბის ბალანსზე მყოფი ყველა სპორტული ობიექტის, მათ შორის საფეხბურთო მოედნის, მხოლოდ სპორტული აქტივობებისთვის გამოყენებას ითვალისწინებს. ფახთაქორი უზბეკეთის 15-გზის ჩემპიონი და 13-გზის თასის...

მბაპეს 100 მილიონი
ჩანაწერი

მბაპეს 100 მილიონი

ფრანგული „პარი სენ-ჟერმენი“ მზადაა თავდამსხმელ კილიან მბაპეს სეზონში 100 მილიონი ევროს ოდენობის ხელფასი შესთავაზოს, რათა 25 წლის ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს, რომელიც მომავალ ზაფხულს ეწურება. მადრიდის „რეალი“ მზადაა ფრანგს სეზონში 30 მილიონი ევრო გადაუხადოს. აღნიშნულია, რომ ეს თანხაც კი, რომელიც პსჟ-ის შეთავაზებას ჩამოუვარდება, ორჯერ აღემატება კლუბის სახელფასო სტრუქტურის ზედა ზღვარს. ხაზგასმულია, რომ „სამეფო კლუბს“ არ...

ყოველთვის ლივერპულის ქომაგი ვიყავი
ჩანაწერი

ყოველთვის ლივერპულის ქომაგი ვიყავი

ინგლისის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა სვენ-გორან ერიქსონმა აღიარა, რომ საფეხბურთო კლუბ „ლივერპულს“ უჭერს მხარს. შეგახსენებთ, ახლახან შვედ სპეციალისტს კიბოს დიაგნოზი დაუდგინდა და მერე, 75 წლისამ თავად თქვა, რომ მაქსიმუმ ერთი წლის სიცოცხლე დამრჩენიაო… „მამაჩემი ახლაც „ლივერპულის“ გულშემატკივარია და მეც. ყოველთვის წითლების ქომაგი ვიყავი და მინდოდა „ლივერპულის“ მწვრთნელი გავმხდარიყავი, თუმცა გასაგებია, რომ ეს არ მოხდება. მაგრამ დიახ,...

ერიქსონის დიაგნოზი…
ჩანაწერი

ერიქსონის დიაგნოზი…

უეფამ მხარდაჭერა გამოუცხადა ინგლისის ნაკრების, „რომასა“ და „ბენფიკას“ ყოფილ მწვრთნელს სვენ-გორან ერიქსონს, რომელსაც სიმსივნე დაუდგინეს. „მთელი ევროპული ფეხბურთი შენთანაა, სვენ”, – წერს უეფას პრესსამსახური. შეგახსენებთ, რომ ადრე ერიქსონმა განაცხადა, რომ კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. მისი თქმით, საუკეთესო შემთხვევაში სიცოცხლის ერთი წელიწადი რჩება. ერიქსონი 75 წლისაა. შვედი სპეციალისტი ინგლისის ეროვნულ გუნდს 2001 წლიდან 2006 წლამდე წვრთნიდა.  ასევე...

გიგზის შემდეგ ყველაზე ასაკოვანი
ჩანაწერი

გიგზის შემდეგ ყველაზე ასაკოვანი

„ჩელსის“ მცველი ტიაგუ სილვა (39 წლისა და 109 დღის) გახდა ყველაზე ხანდაზმული მოთამაშე, რომელმაც მიიღო მონაწილეობა ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალურ მატჩში, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ნახევარმცველის რაიან გიგზის შემდეგ (40 წელი და 39 დღე). 39 წლისა და 109 დღის სილვა მოედანზე „რივერსაიდის“ სტადიონზე გავიდა „მიდლსბროსთან“ მატჩში, რომელიც წინა დღეს გაიმართა. „ბორომ“ თამაში 21 წლის ნახევარმცველის ჰეიდენ...