Author: სოლომონ გულისაშვილი

Home სოლომონ გულისაშვილი
საოცარი, განსაკუთრებული…
ჩანაწერი

საოცარი, განსაკუთრებული…

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა მადრიდელთა ინგლისელი ნახევარმცველის, ჯუდ ბელინგემის თამაში შეაფასა. „ჯუდი საოცარი, განსაკუთრებული ფეხბურთელია და ჩვენ გაგვიმართლა, რომ ის „რეალში“ გვყავს. ძალიან კარგია. ვიმედოვნებ ბელინგემი ბევრ ტიტულს მოუტანს გუნდს“, – თქვა ზიდანმა. 20 წლის ბელინგემი მადრიდის „რეალს“ 2023 წლის ზაფხულში შეუერთდა. მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა მადრიდელების შემადგენლობაში 31 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, 20...

გოლი კუთხურიდან ლორიას გაძევებით
ჩანაწერი

გოლი კუთხურიდან ლორიას გაძევებით

ეროვნული ლიგის მეოთხე ტურის შემდეგ უდანაკაგო მხოლოდ მოქმედი ჩემპიონი „ბათუმია.“ ზღვისპირელებს 100 პროცენტიანი შედეგი აქვთ – 4 თამაში, 4 მოგება. ამჯერად მათ „თელავი“ დაამარცხეს სტუმრად დავით მუჯირის გოლით. პირველად დამარცხდა გორის „დილა.“ გორელებმა „ტოპედოსთან“ მინიმალური ანგარიშით წააგეს. ქუთაისელებმა ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ გაიმარჯვეს. მათმა ლიდერმა გიორგი არაბიძემ კი ულამაზესი ბურთი გაიტანა. ეფექტური გამოდგა  21 წლის...

14 წლის შემდეგ…
ჩანაწერი

14 წლის შემდეგ…

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში „არსენალსა“ და „პორტუს“ შორის, ძირითად დროში ლონდონურმა კლუბმა მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა. ორი მატჩის ჯამიდან გამომდინარე (1:1) შეხვედრა დამატებით დროში გაგრძელდა, რომელშიც გუნდებმა გოლის გატანა ვერ შეძლეს. პენალტების სერიაში კი „არსენალის“ ფეხბურთელები უფრო ზუსტნი აღმოჩნდნენ – 4:2. ამრიგად, „არსენალი“ 2010 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში. მაშინ ამ ეტაპზე...

სალია და მისი რაზმი
ჩანაწერი

სალია და მისი რაზმი

ექვსი წელიწადია „ტორპედო“ თბილისში ვერ იგებს. ეს „ტრადიცია“ არც ამჯერად დაირღვა. ჭაბუკმა თბილისელებმა 16 წლისა და 193 დღის ვახო სალიას გოლით გაიმარჯვეს, რომელიც დავით პეტრიაშვილისა და ალექსანდრე იაშვილის შემდეგ მესამე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, ვისაც „დინამოს“ მაისურით გაუტანია. სალიამ ლამაზი თავური შეაგდო, შემდეგ ხარიხასაც მოარტყა ბურთი. თამაშის წინ ფავორიტად ტორპედოელები მიიჩნეოდნენ, რადგან სეზონის წინ სოლიდური შევსება...

სამი უდანაკარგო
ჩანაწერი

სამი უდანაკარგო

ეროვნულ ლიგაში მეორე ტურის შემდეგ მხოლოდ სამი უდანაკარგო გუნდი დარჩა: „ბათუმი,“ „დილა“ და „იბერია 1999“, ცხრილის პირველ სამეულსაც ესენი შეადგენენ. ლიდერი „ბათუმია“ ბურთების უკეთესი სხვაობით. ტურის გვიან მატჩში ანდრი დემჩენკოს შეგირდებმა „გაგრას“ მოუგეს თბილისში „დავით პეტრიაშვილზე.“ „დილამ“ ‘სამგურალი“ სტუმრად დაამარცხა, ხოლო „იბერიამ“ სეზონის ერთ-ერთ ფავორიტ „ტორპედოს“ „რამაზ შენგელიაზე“ სძლია. დუბლი მიითვალა თბილისელთა თავდამსხმელმა, გიორგი კოხრეიძემ....

კერპები ფეხბურთსა და მუსიკაში
ჩანაწერი

კერპები ფეხბურთსა და მუსიკაში

„მილანის“ თავდამსხმელმა რაფაელ ლეაუმ ფეხბურთსა და მუსიკაში მისი კერპების შესახებ შეკითხვას უპასუხა. „ფეხბურთის და მუსიკის კერპი? კრიშტიანუ რონალდუ. ბავშვობაში ეს იყო რონალდინიო. მუსიკაში ნამდვილი კერპი არ მყავს. ბობ მარლის გარდა. მის პატივსაცემად ტატუ მაქვს გაკეთებული“, – ციტირებს ლეაუს სიტყვებს Corriere dello Sport. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ლეაუმ ყველა ტურნირზე 33 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ცხრა ბურთი...

დებიუტანტები, გოლები და წითელები
ჩანაწერი

დებიუტანტები, გოლები და წითელები

1-3 მარტს ეროვნული ლიგის პირველი ტურის მატჩები გაიმართა. ხუთივე შეხვედრა მასპინძლებმა მოიგეს. შესრულდა ერთი დუბლი. ოთხი ფეხბურთელი გააძევეს და ერთიც ავტოგოლი დაფიქსირდა. ყველაზე დიდი ანგარიშით ქუთაისის „ტორპედომ“ იმარჯვა. სტივ კინის შეგირდებმა „სამტრედიას“ 4:1  მოუგეს და პირველ ადგილზე დადგნენ. დუბლი შეასრულა ქუთაისელთა ნორვეგიელმა ახალწვეულმა ბიორნ იონსენმა. ერთი ბურთი თერთმეტმეტრიანით გიორგი არაბიძემ გაიტანა. დაფიქსირდა სეზონის პირველი ავტოგოლიც,...

ცეცხლი და კავშირი
ჩანაწერი

ცეცხლი და კავშირი

„მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ შეაქო თავისი გუნდის თავდამსხმელის ერლინგ ჰოლანდის თამაში ინგლისის თასის 1/8 ფინალურ მატჩში „ლუთონ თაუნთან“ (6:2). ჰოლანდმა პენტა-თრიქი შეასრულა: ნორვეგიელმა მე-3, მე-18, მე-40, 55-ე და 58-ე წუთებზე ხუთი გოლი გაიტანა. აქედან პირველი ოთხი კევინ დე ბრუინის პასებით. „რა შემიძლია ვთქვა ჰოლანდის გამოსვლაზე? ყველაფერი, რაც ვნახეთ, ფანტასტიკური გახლდათ. ჰოლანდი ცეცხლშია და მისი...

ლივერპულმა გააოცა
ჩანაწერი

ლივერპულმა გააოცა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მცველმა, აჟამად კი  საფეხბურთო ექსპერტმა რიო ფერდინანდმა ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში „ლივერპულის“ გამოსვლაზე ისაუბრა. „არ ველოდი, რომ „ლივერპული“ ამ სეზონში ცხრილის სათავეში მოექცეოდა და ტიტულის მოპოვებისთვის იბრძოლებდა. მეგონა, მერსისაიდელების მაქსიმუმი ოთხეულში მოხვედრა იქნებოდა, რას ვიქირებდი რომ ისევ „მანჩესტერ სიტისთან“ დაიწყებდნენ ბრძოლას. მართალი გითხრათ, ვფიქრობდი, ქალაქელების მთავარი მეტოქე „არსენალი“ გახდებოდა, მაგრამ ეს უბრალოდ...

გლასნერი, ფლიკი და ლიოვი
ჩანაწერი

გლასნერი, ფლიკი და ლიოვი

„ბაიერნის“ მწვრთნელის პოსტზეოლივერ გლასნერი, ჰანს-დიტერ ფლიკი და იოახიმ ლიოვი არიან იმ კანდიდატებს შორის, რომლებიც „ბაიერნის“ მწვრთნელის პოსტზე თომას ტუხელის შემცვლელებად მოიაზრებიან. „ბაიერნი“ ახლა გლასნერის კანდიდატურას განიხილავს, რომლის ბოლო სამუშაო ადგილი ფრანკფურტის „აინტრახტი“ გახლდათ. მანამდე ავსტრიელი სპეციალისტი „ვოლფსბურგსა“ და „ლასკში“ მუშაობდა. გერმანიის ნაკრების სათავეში ჰანს-დიტერ ფლიკი და იოახიმ ლიოვი მუშაობდნენ. ლიოვის ხელმძღვანელობით გერმანელებმა 2014 წლის მსოფლიო...