წინასააღდგომო ტური ყველაზე მწირგოლიანი აღმოჩნდა „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ მიმდინარე სეზონში. გუნდებმა ერთმანეთს ოდენ 7 გოლი გაუტანეს. მანამდე ანტირეკორდი მე-4 ტურს ეკუთვნოდა (9 გოლი). ლიდერი კვლავ „იბერიაა,“ რომელმაც ამჯერად აუტსაიდერი „სამტრედია“ სტუმრად 3:0 დაამარცხა. გიორგი მიქაძის შეგირდებმა ბოლო 7 მატჩში 6-ჯერ გაიმარჯვეს, თანაც ზედიზედ 4 გასვლითი მატჩი მოიგეს. იბერიელთა ლიდერმა გიორგი კოხრეიძემ სეზონში მე-7 ბურთი გაიტანა...
Author: სოლომონ გულისაშვილი
წარუმატებელი ლიდერები
„კრისტალბეთ“ ეროვნული ლიგის მე-11 ტური ლიდერთა ოთხეულისთვის წარუმატებელი გამოდგა: „იბერიამ“ და „ტორპედომ“ ქულები გაიყვეს (3:3), „დილამ“ „სამგურალს“ ვერ აჯობა (1:1), „ბათუმმა“ კი სულაც აუტსაიდერ „გაგრასთან“ წააგო (0:1). „იბერიამ“ მიჯრით ხუთმოგებიანი სერია შეწყვიტა. მე-4 წუთზე უკვე 2:0 იგებდნენ, მაგრამ ტორპედოელებმა ხასიათი გამოავლინეს და უკვე დამატებულ წუთებზე გაათანაბრეს ანგარიში. ბოლო ბურთი ბიორნ იონსენმა გაიტანა, ეს ნორვეგიელის მეშვიდე...
ხმელი ფოთოლი
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე წრე მშვიდობიანად დაიწყო. მე-10 ტურს მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეუტანია სატურნირო ცხრილში. ლიდერმა „იბერიამ“ სტუმრად კერკეტი „თელავი“ 3:0 დაამარცხა და კვლავაც ერთპიროვნულ ლიდერდ რჩება. ყოფილმა საბურთალოელებმა ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგეს. „სამგურალმა“ თბილისის „დინამოს“ 3:1 მოუგო, თუმცა თავიდან აგებდა. „დინამოს“ ბოლო 7 შეხვედრაში მხოლოდ ერთი მოგება აქვს. ამ ტურში ორი დერბი გაიმართა და...
ოთხი პენალტი
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში პირველი წრე დასრულდა. 22 ქულით ლიდერი „იბერია 1999“-ია. ამდენივე ქულა აქვს „ბათუმს,“ მაგრამ ყოფილი საბურთალოელები ზღვისპირელებს ბურთების უკეთესი ბალანსის წყალობით ჯობნიან. სამეულს „დილა“ ასრულებს, რომელმაც ამათზე ორი ქულით ნაკლები მოაგროვა. მე-9 ტურში „იბერიამ“ „სამგურალს“ სტუმრად მოუგო დრამატულ მატჩში (2:3). ანგარიში იბერიელთა 29 წლის ნახევარმცველმა, ბაქარ ქარდავამ გახსნა მე-6 წუთზე. ეს მე-100 გატანილი...
ლევერკუზენი მე-13
გერმანიის ბუნდესლიგის 29-ე ტურის მატჩში „ლევერკუზენი“ „ვერდერს“ შეხვდა ანგარიშით 5:0 და ვადაზე ადრე გახდა გერმანიის ჩემპიონი. ამრიგად, „ლევერკუზენი“ ბუნდელსიგის ისტორიაში მხოლოდ მე-13 გუნდია, რომელმაც ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. სხვადასხვა წლებში გერმანიის ჩემპიონატის გამარჯვებულები იყვნენ „დორტმუნდი“ (5 გამარჯვება), „გლადბახი“ (5), „ვერდერი“ (4), „ჰამბურგი“ (3), „შტუტგარტი“ (3), „კიოლნი“ (2), „კაიზერსლაუტერნი“ (2); თითო ჩემპიონობა აქვთ „ვოლფსბურგს“, „ბრაუნშვაიგს“, „ნიურნბერგს“ და...
… თუ დინამო არ გავარდა
მე-8 ტურის შემდეგ ელიგას ისევ „იბერია 1999“ ლიდერობს, თუმცა მეორე ადგილზე მყოფ „ბათუმსაც“ 19 ქულა აქვს და თბილისელები ზღვისპირელებს ბურთების უკეთესი სხვაობის წყალობით ჯობნიან. „იბერიამ“ ზედიზედ მესამედ იმარჯვა. ამჯერად „გაგრასთან“ 3:1. ახლა „იბერია“ პირველზეა, „გაგრა“ – ბოლოზე. მიჯრით მესამედ მოიგო „ტორპედომაც,“ რომელიც „იმერულ დერბიში“ „სამგურალთან“ აგებდა, მაგრამ 3:1 გაიმარჯვა. „თელავმა“ სამტრედიაში უშუალო კონკურენტს სძლია და...
ყვითელი დინამო
ეროვნული ლიგის მე-7 ტურში, რომელიც სამი დღის განმავლობაში ჩატარდა, ლიდერი სამჯერ შეიცვალა. ჯერ „იბერია“ გაპირველდა, შემდეგ „დილა,“ ბოლოს კი „ბათუმმა“ ცენტრალურ მატჩში „დინამო“ დაამარცხა და კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობს. „ბათუმისა“ და „დინამოს“ შეხვედრაში ბევრი საინტერესო რამ მოხდა. ვიხილეთ თორნიკე ოქრიაშვილის დებიუტი თბილისის „დინამოში.“ მან 70-ე წუთზე კიდევ ერთი ახალწვეული, ვასლიოს გორდეზიანი შეცვალა. თორნიკე კვიპროსიდან საქართველოს ჩემპიონატში...
დედა, რა იყო ეს?!
ეროვნულ ლიგაში დაუმარცხებელი გუნდი აღარ დარჩა. აქამდე ლიდერ „ბათუმს“ხუთიდან ხუთივე მატჩი მოეგო. ამჯერად კი „იბერიასთან“ დიდი ანგარიშით დამარცხდა – 0:3. ცოტა უცნაური ანგარიშია. მაგრამ გიორგი მიქაძის შეგირდები უკეთესები იყვნენ. დუბლი მიითვალა გიორგი კოხრეიძემ. ეს მისი მეორე ორგოლაა მიმდინარე სეზონში. სტუმრებს შეხვედრის ბოლოს პრესტიჟის გოლის გატანა შეეძლოთ, მაგრამ ვლადიმერ მამუჩაშვილმა 11 მეტრიდან ძელს მოარტყა ბურთი. მე-6...
ბათუმი პირველზე მყარად დადგა
„ბათუმმა“ ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო და ჯერჯერობით ეროვნულ ლიგაში 100-პროცენტიანი შედეგი აქვს – 5 მატჩი, 5 მოგება. ამჯერად ბათუმელებს საკმაოდ რთული შეხვედრა გამოუვიდათ „ტორპედოსთან,“ ერთი ხანი აგებდნენ კიდეც, მაგრამ მაინც მოიგეს. გამარჯვების გოლი 97-ე წუთზე გაიტანა ვლადიმერ მამუჩაშვილმა პენალტით. „კოლხეთზე“ დებიუტანტის თქმა ცოტა უხერხულია, მაგრამ ფაქტია, ხუთწლიანი პაუზის შემდეგ ელიტაში დაბრუნებულ ზღვისპირელებს პირველი ტურის შემდეგ...
არის, ასრულდა ოცნება! – საქართველო ევროპის ჩემპიონატზეა
საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფის ფინალში, პენალტების სერიაში საბერძნეთის ეროვნულ გუნდს 4:2 მოუგო (ძირითადი და დამატებითი დრო — 0:0) და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ისტორიაში პირველად ითამაშებს… პენალტების სერიას ორი გმირი ჰყავდა. გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც ბაკასეტასს აუღო თერთმეტმეტრიანი და ნიკა კვეკვესკირი, რომელმაც გამარჯვების პენალტი შეაგდო. თუმცა არც სხვებს დაუზოგავთ თავი, იბრძოლეს, იომეს და...









