„დღეს ახალი დღეა, რომ ვისწავლო. ხვალ ისევ ახალი დღე იქნება, რათა უკეთესი გავხდე“, – ეს რომელიმე სკოლის მოსწავლის, ან ჭაბუკი ფეხბურთელის კი არა, სერხიო რამოსის ნაწერია სოციალურ ქსელში… სერხიო რამოსი 35 წლისაა. და რატომ დაწერა ეს, რას მოაყოლა? გაძევებას. ესპანელი მცველი „ლორიანი“ – პსჟ-ის შეხვედრაში (1:1) გააწითლეს. ჯერ ისედაც ნოემბრის თოვლივით იშვიათადღა თამაშობს და ახლა...
Author: ილია ნანობაშვილი (ilia nanobashvili)
ფეხბურთის რომანტიკა
ვისენტე დელ ბოსკე 71 წლის გახდა. სადღაა ულვაში? ახლა კი არა, სამწვრთნელო კარიერის დასრულებისთანავე შეიცვალა იმიჯი. უკვე 5 წელია, დამსახურებულ პენსიაზეა. როგორც თავად თქვა, სწორედ „რეალში“ ფეხბურთელობის პერიოდში მოუშვა ულვაში. ამ ულვაშს 43-წლიანი ისტორია აქვს. კაცი, რომელსაც მიუღწეველი არაფერი დარჩა, ხოლო რას მიაღწია, ამის ახლა ჩამოთვლა არასერიოზული იქნება. მხოლოდ მოკლედ: ერთადერთი მწვრთნელი, რომელსაც მოგებული აქვს...
რა ელის ლივერპულს?
„ლივერპულმა“, არცთუ უძლიერესი შემადგენლობით, წუხელ „კარაბაოს თასზე“ „ლესტერი“ პენალტების სერიაში კი დაამარცხა, მაგრამ მალე ცუდი დრო დაუდგება და უნდა ვივარაუდოთ, რომ შედეგებიც გაუუარესდება. აფრიკის თასი უნდა ჩატარდეს 9 იანვრიდან 6 თებერვლამდე, ასე დაამტკიცა ფიფამ და აფრიკის საფეხბურთო კონფერედარციამ და ახლა წარმოიდგინეთ: იურგენ კლოპს გამოაკლდებიან მოჰამედ სალაჰი, სადიო მანე და ნაბი კეიტა… კლოპი ჯერ ისედაც ჩიოდა,...
ყენია ისევ მინდორზე…
ლევან ყენია ისევ აპირებს თამაშს… მან წლეულს გამოაცხადა, რომ კარიერა დაასრულა და მწვრთნელობა დაიწყო. ერთ დროს უნიჭიერესი ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ტრავმებმა ძალიან აწვალა, ახლა 31 წლისაა. ყენია გერმანიის რანგით მეოთხე ლიგის „იურდინგენში“ მუშაობს მთავარი მწვრთნელის ასისტენტად. „იურდინგენი“ ტრადიციული კლუბია, 80-იანებში ჰქონდა საუკეთესო წლები და თასების თასის ნახევარფინალშიც იყო. ეგაა, ფინანსური კუთხით მძიმე პერიოდი უდგას, პანდემიის...
ვიალი: ისევ ბრძოლა სიმსივნესთან
57 წლის იტალიელმა ჯანლუკა ვიალიმ განაცხადა, რომ კვლავაც მოუწევს სიმსივნესთან ბრძოლა. მან სამი წლის წინ იმკურნალა და მაშინ თქვა, რომ პანკრეასის კიბო დაამარცხა, მაგრამ… „ეს არასასურველი სტუმარი ისევ ჩემთანაა. ზოგჯერ ძალიან მაწუხებს, ზოგჯერ ნაკლებად. ბრძოლას ვაგრძელებ და დიდი იმედი მაქვს, რომ გავიმარჯვებ. მადლობა, რომ ჩემთან ერთად ხართ და ხშირად მეკითხებით ჯანმრთელობაზე. გამიმართლა, რომ ამდენი მეგობარი...
ამბავი ცხელია: ლაპარაკობს ლონდონი
ბრიტანული მედია წერს, რომ ლონდონის „ვესტ ჰემი“ ყაზანის „რუბინს“ დაუკავშირდა. ისევ, ისევ, ისევ… გვიწევს წერა, მაგრამ რა ვქნათ. საუბარია 13 მილიონიან ტრანსფერზე და შესაძლოა, ხვიჩა კვარაცხელია დევიდ მოიესის გუნდის ფეხბურთელი გახდეს. „ვესტ ჰემი“, „ევერტონი“ და „საუთჰემტონი“ რომ დაინტერესებულნი არიან, ეს სამიოდე დღის წინ გახდა ცნობილი. „ჩაქუჩებს“ გარემარბი სჭირდებათ, რათა მანუელ ლანსინი და საიდ ბენრაჰმა კონკურენციაში...
დუშანი დუ-შაში
დუშან ვლაჰოვიჩი გოლებს ითვლის და ალბათ „ფიორენტინაც“ თვეებს (ვინ იცის, დღეებსაც კი) ითვლის, როდის მოუწევს მასთან განშორება. 21 წლის სერბმა თავდამსხმელმა სერია A-ს ზედიზედ 6 მატჩში გაიტანა – დღეს, „სასუოლოსთან“ 2:2 დასრულებულ შეხვედრაში. ზედიზედ 6 — ეს რეკორდის გამეორებაა „ფიორენტინას“ ფეხბურთელისთვის. ადრე 1994 წელს ეს გაბრიელ ბატისტუტამ მოახერხა. ამასთან, ვლაჰოვიჩმა წლეულს 33 გოლი გაიტანა და...
80 მილიონი. მიდი და ებრძოლე ბაიერნს…
ფოტოზე დირექტორები არიან: „დორტმუნდის“ ჰანს-იოაჰიმ ვატცკე და „ბაიერნის“ კარლ-ჰაინც რუმენიგე. ზედიზედ მერამდენე წელია, რაც მიუნხენური გრანდი გერმანიაში ხელშეუხებელია, ხოლო დორტმუნდელები ვითომ მისდევენ, ხან გაუსწრებენ კიდეც, მაგრამ საბოლოოდ ვერაფერს ახერხებენ. ახლაც მორჩა ყველაფერი… „დორტმუნდმა“ მოუკლო და უკვე 9 ქულით ჩამორჩა ლიდერს (არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ მომავალ ჩემპიონს). აი, რა თქვა ვატცკემ: „მათი შემხედვარე, მიახლოვება შეუძლებელია....
როდისღა, შევა?
შეადარეთ, როგორ მივიდა ანდრეი შევჩენკო სერია A-ში როგორც ფეხბურთელი და როგორ მივიდა როგორც მწვრთნელი… ფეხბურთელმა მალევე „ლაციოს“ კარში სამი გოლი გაიტანა და ის თამაში 4:4 დასრულდა. „მილანიც“ მაგარი იყო და „ლაციოსაც“ ისტორიაში საუკეთესო პერიოდი ჰქონდა. აი, მწვრთნელი კი სერია A-ში საშინელ შედეგს აჩვენებს: „ჯენოაში“ დანიშნეს და გუნდმა 6 მატჩიდან მხოლოდ ერთი ქულა აიღო. 5 წაგება!...
ჩოლო ვეღარ აკონტროლებს?..
10 წელია, რაც დიეგო სიმეონე მადრიდის „ატლეტიკოს“ მწვრთნელია და ალბათ, პირველად გაჩნდა ეჭვები, რომ… „ჩოლო“ გუნდს ვეღარ აკონტროლებს. კრიზისი? 16 ტურია გასული და ლა ლიგის მოქმედ ჩემპიონს მხოლოდ 8 მოგება აქვს. მეოთხე ადგილი და „რეალთან“ 13-ქულიანი ჩამორჩენა. ბევრია. ერთი მომენტია. „ატლეტიკოში“ მოგროვდნენ არაატლეტიკოური ფეხბურთელები, რომელთა ძლიერი მხარე ართმევაზე თამაში და რკინის კვნეტა (როგორც იტყვიან) არაა....









