Author: ილია ნანობაშვილი (ilia nanobashvili)

Home ილია ნანობაშვილი
ემილ I
ჩანაწერი

ემილ I

შვედეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელი ემილ ფორსბერგი გახდა. მოსალოდნელიც იყო, რადგან ფორსბერგმა 4 გოლი გაიტანა ევროპის ჩემპიონატზე და შესარჩევშიც მაგრად თამაშობდა. გამონაკლისი იყო ბათუმში, საქართველოსთან შეხვედრა (საბედნიეროდ…) ფორსბერგი ტიპიური ათიანია, მარცხნიდან უტევს. ტექნიკური, სასიამოვნო თამაშის მანერით. უკვე რამდენი წელია, გერმანული „ლაიფციგის“ ერთ-ერთი ლიდერია. უკვე კი არა, მას შემდეგ რაც „ლაიფციგი“ „რედ ბულის“ გახდა და კლუბის აღმავლობა...

უიღბლო დღე: ზუსტად 8 წლის წინ, თხილამურებით…
ჩანაწერი

უიღბლო დღე: ზუსტად 8 წლის წინ, თხილამურებით…

ზუსტად 8 წლის წინ მოხდა ეს ამბავი… 2013 წლის 29 დეკემბერს საფრანგეთის პატარა სამთო-სათხილამურო კურორტ მერიბელში. ფორმულა 1-ის ლეგენდა მიხაელ შუმახერი იმ დილით გახარებული ყოფილა, რადგან მზემ გამოანათა და ხილვადობა მშვენიერი იყო. მერე კი მოხდა საშინელება. 44 წლის გერმანელმა აიღო თხილამურები, რომელიც ძალიან უყვარდა და რომელიც მანქანის მართვის მერე ყველაზე დიდ ადრენალინს აძლევდა. დაეშვა და...

ჩემთვის კვირა არ არსებობს, ყოველი დღე ფინალია
ჩანაწერი

ჩემთვის კვირა არ არსებობს, ყოველი დღე ფინალია

ზლატან იბრაჰიმოვიჩი „ოქროს ბურთის“ ნომინაციაში სამეულშიც კი არასოდეს ყოფილა. 40 წლის იბრამ თქვა, რომ ეს სულაც არ უშლის ხელს, რათა საუკეთესო ფეხბურთელად იგრძნოს თავი… „პრიზი კარგი რამ არის, მაგრამ არ მჭირდება იმის დასამტკიცებლად, რომ საუკეთესო ვარ. საჭიროა მენტალობა. იცით, ყოველდღიურად ისე ვვარჯიშობ, როგორც ვთამაშობ. ჩემთვის ყოველი დღე ფინალია. … „მილანში“ დაბრუნებისას გამიჭირდა, მაგრამ ფეთქებადი გუნდი...

პაულო სოუზა, ეს მშიშარა კაცის საქციელია!
ჩანაწერი

პაულო სოუზა, ეს მშიშარა კაცის საქციელია!

პაულო სოუზამ პოლონეთის ნაკრების მწვრთნელის პოსტი დატოვა. თან დატოვა, თან ჯერ ბოლომდე არ წასულა… საქმე ისაა, რომ პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზბიგნევ ბონეკმა პაულო სოუზას განცხადება არ მიიღო. მოკლედ, მურვანიძე ხელს არ აწერს. არადა, პორტუგალიელს წასვლა უნდა, რადგან ბრაზილიაში ელიან: „ფლამენგო“ გამზადებულ კონტრაქტს სთავაზობს და პაულო სოუზაც თანახმაა. აი, რა დაწერა პოლონელმა ჟურნალისტმა მაცეი ვასოვსკიმ:...

კრიშტიანუმ იცოდეს, რომ ფეხებში მოხვდება
ჩანაწერი

კრიშტიანუმ იცოდეს, რომ ფეხებში მოხვდება

ლეონარდო ბონუჩი და კრიშტიანუ რონალდუ – ისინი ერთად თამაშობდნენ „იუვენტუსში“, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მარტის ბოლოს მსოფლიო ჩემპიონატზე წასასვლელად ერთმანეთის წინააღმდეგ დიდი ბრძოლა მოუწევთ. თუმც იქამდე, როგორც იცით, ნახევარფინალებია: იტალია – ჩრდილოეთ მაკედონია, პორტუგალია – თურქეთი… დიდია ალბათობა, რომ ყატარის ერთ-ერთი საგზური სწორედ პორტუგალია-იტალიის თამაშმა გაარკვიოს. საწყენი კი არის, მაგრამ წილისყრამ ასე მოიტანა....

გამხდარი და პატარა ჰოლანდი
ჩანაწერი

გამხდარი და პატარა ჰოლანდი

ის 26 ძლიერ გუნდს სურს… „დორტმუნდს“ არ ასვენებენ. ამბობენ, ნორვეგიელი ერლინგ ჰოლანდი პოპულარობით უკვე უახლოვდება ზამთრის სახეობების სპორტსმენებსო, ისინი კი ოლიმპიური ჩემპიონები არიან, მსოფლიოსა და ევროპის პირველობებს ხომ ულაპარაკოდ იგებენ. ჰოლანდის პირველი მწვრთნელი ალფ-ინგე ბერნტსენი იხსენებს… ისე, ერლინგის მამასაც ალფ-ინგე ერქვა, ინგლისის პრემიერლიგის გუნდებში თამაშობდა. ოღონდ მამა მცველი იყო, ჰოლანდი კი მცველებისთვის საფრთხობელაა. ბერნტსენი: „ერლინგ...

ლუის კარდინალი… ჩემპიონი კულისებს მიღმა
ჩანაწერი

ლუის კარდინალი… ჩემპიონი კულისებს მიღმა

ლუის კამპოსი – ამ კაცს ბევრი არ იცნობს, მაგრამ არიან ასეთი პიროვნებები, მაგრად რომ აკეთებენ საქმეს და სტატუსიდან გამომდინარე შეუმჩნეველნი რჩებიან. გერმანული Bild-ი ყოველი წლის ბოლოს აჯილდოებს მათ, რომლებიც კულისებს მიღმა რჩებიან, მაგრამ დიდი გავლენა აქვთ… და ლუის კამპოსის კანდიდატურა „ბაიერნის“ ლეგენდამ კარლ-ჰაინც რუმენიგემ წამოაყენა. ლუის კამპოსი სპორტული დირექტორია. მუშაობდა „მონაკოში“, „ლილში“, მადრიდის „რეალში“ და...

ტრამპლინი გენტიდან
ჩანაწერი

ტრამპლინი გენტიდან

ბელგიის „გენტი“ ქართველებისთვის ვერ გამოდგა ტრამპლინი და სულ ისმის, ჩვენიანებმა იქ ვერაფრით გაიხარესო. ეს ქართველებისთვის, თორემ კანადელ ჯონათან დევიდს შეხედეთ: ჯერ ფრანგულმა „ლილმა“ იყიდა, სადაც ჩემპიონი გახდა და ჩემპიონთა ლიგაშიც დაფრინავს, ახლა კი ეს ჰოკეის ქვეყნის წარმომადგენელი ბიჭი მადრიდის „რეალს“ სურს. არა მხოლოდ „რეალს“… „არსენალსაც“, „ლივერპულსაც“. ესპანურ პრესაში დაიწერა, რომ კარლო ანჩელოტის ძალიან მოსწონს კანადელი...

იქ მესი? აქ ლევანდოვსკი
ჩანაწერი

იქ მესი? აქ ლევანდოვსკი

The Guardian-მა 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელად რობერტ ლევანდოვსკი დაასახელა. ეს გამოკითხვის შედეგადაა. 219 ექსპერტი გამოჰკითხეს, მათ შორის 24 ყოფილი ფეხბურთელი: ხავიერ ძანეტი, ემრე ბელოზოღლუ და ასე შემდეგ. საინტერესოა, რომ ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემამ შარშანაც ლევანდოვსკი აღიარა საუკეთესოდ. სულ ვწერთ, რომ პოლონელი დაიჩაგრა და ამაში დიდია სიმართლის მარცვალი… იქნება The Guardian-ისგან აღიარება მისთვის რაიმე შვება? ალბათ, ნაკლებად....

… პუტინს მიესალმა და მერე ის ხელი აღარ დაუბანია
ჩანაწერი

… პუტინს მიესალმა და მერე ის ხელი აღარ დაუბანია

ანდრეი კანჩელსკისი ხომ გახსოვთ? სწრაფი მარჯვენა გარემარბი „მანჩესტერ იუნაიტედში“, „ევერტონში“, „გლაზგო რეინჯერსში“, „ფიორენტინაში“… შოთა არველაძის ფეხბურთიდან გაცილების მატჩზეც იყო თბილისში. შოთასთან ერთად გლაზგოში თამაშობდა. კანჩელსკისი პირდაპირობითა და უხეში გამონათქვამებით გამოირჩევა. რუსულ ფეხბურთში რაც ტრიალებს, ამბობს: „რუსულ ფეხბურთში ქურდებისა და დილეტანტების სიმრავლეა. 90 პროცენტს ისინი წარმოადგენენ. ამიტომაც არის რუსული პრემიერლიგა ქვემოთ. ხომ ხედავთ, რა შედეგებია ევროტურნირებზე?.....