The Guardian-მა 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელად რობერტ ლევანდოვსკი დაასახელა. ეს გამოკითხვის შედეგადაა. 219 ექსპერტი გამოჰკითხეს, მათ შორის 24 ყოფილი ფეხბურთელი: ხავიერ ძანეტი, ემრე ბელოზოღლუ და ასე შემდეგ.
საინტერესოა, რომ ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემამ შარშანაც ლევანდოვსკი აღიარა საუკეთესოდ. სულ ვწერთ, რომ პოლონელი დაიჩაგრა და ამაში დიდია სიმართლის მარცვალი… იქნება The Guardian-ისგან აღიარება მისთვის რაიმე შვება? ალბათ, ნაკლებად. „ოქროს ბურთი“ ხომ ლეო მესიმ მოიგო.
ისე, მაინც საინტერესოა გამოკითხვის შედეგები და პირველი ათეული:

რობერტ ლევანდოვსკი – 8481 ქულა
ლეო მესი – 7830
მოჰამედ სალაჰი – 7589
ქარიმ ბენზემა – 7214
ჟორჟინიო – 6859
კილიან მბაპე – 6705
ერლინგ ჰოლანდი – 6696
კრიშტიანუ რონალდუ – 6277
ნგლოკო კანტე – 6181
კევინ დე ბრუინი – 5965
ავტორის პროფილი
- კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე26/04/2022 | 15:45ბენზემა და ცხრა სხვა
აქეთურ-იქითური26/04/2022 | 14:41როცა ფეხბურთს 33 წლის ასაკში გასწავლიან
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:32ის ურჩევნია ალვესსა …
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:05ლემპარდი: აბა, სალაჰი წაქცეულიყო…
