საქართველოს ნაკრების კალენდარი მოახლოვებულ ერთა ლიგის C დივიზიონში, ცნობილია. ოთხი მატჩი ათდღიან ინტერვალში. ერთა ლიგაში 2022 წლის ივნისიდან ისეთი ამბები დაიწყება, გვერწმუნეთ, ბევრი ფეხბურთელი და უფრო მწვრთნელი დაიწყებს კრიტიკას – გადატვირთვა, ტრავმების დიდი ალბათობა, თან დამღლელი სეზონის მერე. სეზონში 65 მატჩს რომ ჩაატარებ და მერე დასვენების გარეშე ნაკრებზე გადაერთვები, არ ვიცით, რამდენად სწორია. და აქედანვე...
Author: ილია ნანობაშვილი (ilia nanobashvili)
აგუერო რუსეთში არ გაუშვეს
როცა სერხიო აგუერო 17 წლის იყო, მოსკოვის „დინამოსგან“ მიმზიდველი წინადადება ჰქონდა და ტრანსფერიც, თურმე, რეალური ყოფილა. იმ დროისთვის დიეგო მარადონას მომავალი სიძე „ინდეპენდიენტეში“ თამაშობდა და გოლები გოლებზე გაჰქონდა. ეს ამბავი მოსკოვის „დინამოს“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ბორის იგნატიევმა მოჰყვა… „აგუერო სხვა კლუბებსაც სურდათ, მაგრამ ჩვენ ერთ-ერთი პირველები ვიყავით. ჩავედით არგენტინაში თარჯიმანთან ერთად. „ინდენპენდიენტეს“ წარმომადგენლებს დიდხანს ვესაუბრეთ...
A პუნქტიდან D პუნქტამდე
ერთა ლიგაში საქართველოსთვის საინტერესო არა მხოლოდ C, არამედ A, B და D დივიზიონების ჯგუფების წილისყრა გაიმართა. ეს გარკვეულწილად ევრო 2024-ზე გამსვლელ გზასაც წარმოადგენს, თუმცა რამდენი გუნდი გავა კონკრეტულად ჩვეულებრივი შესარჩევიდან და რამდენი ერთა ლიგიდან, ან რა სისტემით, ეს ჯერ უცნობია. თითოეულ დივიზიონში ჯგუფებიდან მხოლოდ პირველადგილოსნები გავლენ და მერე ნახევარფინალ-ფინალები გაიმართება. ისე, A დივიზიონის ერთ-ერთი ჯგუფი...
შანსი რევანშისთვის
ბულგარეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, გიბრალტარი – ესენი არიან საქართველოს მეტოქეები C ლიგის ჯგუფში. გაისად ივნისში დაიწყება თამაშები და სექტემბერში დასრულდება. სულ 6 ტური, შინ-გასვლა სამივესთან. ამ ერთა ლიგიდან ევრო 2024-ზეც გავლენ გუნდები, მაგრამ ზუსტად რამდენი აქედან და რამდენი შესარჩევიდან, ჯერ უეფასაც არ აქვს დაწყობილი-დალაგებული… ევრო 2024 ისევ 24-გუნდიანი იქნება და მისი შესარჩევის ეტაპის წილისყრა გაისად 9...
დევისის ზღაპარი
როცა 21 წლისა უკვე ქვეყნის 3-გზის საუკეთესო ფეხბურთელი ხარ… ეს ალფონსო დევისია, „ბაიერნის“ კანადელი რაკეტა, მარცხენა ფლანგის ამწიოკებელი. სხვათა შორის, საუკეთესო ზედიზედ სამჯერ არ გამხდარა. 2018, 2020 და 2021. იმ 2019 წელს კი შემტევი დევიდი აღიარეს, რომელიც „გენტში“ გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას თანაგუნდელი გახლდათ. დევიდი ახლა „ლილშია“, საფრანგეთის ჩემპიონი გახდა. თუმც ახლა დევისზე ვწერთ....
ველით წილისყრას
16 დეკემბერს შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ერთა ლიგის წილისყრა გაიმართება. ეს რიგით მესამე ერთა ლიგაა. სულ 4 დივიზიონია და საქართველოს ნაკრები რანგით მესამეშია – C. ამ დივიზიონში, ისევე როგორც A და B-ში, 16 გუნდია. 4 ოთხგუნდიანი ჯგუფი იქნება და ჯგუფების გამარჯვებულები ნახევარფინალებში შეხვდებიან ერთმანეთს. ამავდროულად, ეს ოთხი გუნდი მომდევნო ერთა ლიგაში ზედა დივიზიონში აიწევს, ამ...
რა მოხდა 1993 წლის 18 აგვისტოს?
1993 წელს თბილისის „დინამო“ დამოუკიდებელი საქართველოს სახელით პირველად გავიდა ევროტურნირებზე. 18 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გივი ნოდიას გაწვრთნილები ჩრდილოირლანდიურ „ლინფილდს“ შეხვდნენ და 2:1 მოუგეს, ბელფასტში მატჩი კი 1:1 დასრულდა. „დინამო“ გავიდა მომდევნო ეტაპზე და დანიურ „კოპენჰაგენს“ უნდა შეხვედროდა, მაგრამ… თბილისური შეხვედრა თურქებმა იმსაჯეს, მთავარმა არბიტრმა ერმან თოროღლუმ კი „დინამო“ მსაჯების მოსყიდვაში დაადანაშაულა და ფაქტებიც...
ფეხბურთის ბიჭი
მისი თამაში ჯერ კიდევ პატარაობიდან გვახსოვს, მაგრამ მამამისმა, ბადრი კვარაცხელიამ ისეთი ამბავი მოგვიყვა, ყველაფერი გადაფარა… თურმე ხვიჩა კვარაცხელია 13-14 წლის იყო, როცა დილის 7 საათზე სახლიდან გადიოდა, 6 ნომერ ავტობუსში ჯდებოდა და ორი კილომეტრის სიშორეზე „დინამოს“ აკადემიაში მიდიოდა სავარჯიშოდ. მერე სწრაფად ბრუნდებოდა სახლში და სკოლაში წასვლას ასწრებდა. ჰოდა, ასეთ ბავშვს მომავალში როგორ არ დაუფასდება? დღეს...
მარგალიტი ტუმბაზე
1:1 სალონიკში, საბერძნეთთან. „კარგად ვითამაშეთ და წავაგეთ“ ასე შეიცვალა „კარგად ვითამაშეთ და ფრედ დავასრულეთ“. ჯერ მათემატიკა რომ მოვითავოთ, 3 მატჩში 1 ქულა აშკარად ცოტაა თამაშიდან გამომდინარე. მეტი ეკუთვნოდა საქართველოს ნაკრებს, მაგრამ ეტყობა, რაღაც ისეთი აკლდება, რაც მხოლოდ უიღბლობით არ აიხსნება… აკლდება კლასი და კონცენტრაცია გადამწყვეტ მომენტებში. ასე იყო ესპანეთთან და დღესაც ჩვეულებრივ სიტუაციაში ავტოგოლი მივიღეთ....
გადავინაცვლეთ კალათბურთიდან ფეხბურთში
ქართველები და მაკედონიელები აქამდე კალათბურთში არკვევდნენ ურთიერთობას, სულ გადამწყვეტი თამაშები გამოდიოდა ხოლმე, დრამატული და ბოლო წამებზე გამრკვევი… ახლა ფეხბურთის დრო მოვიდა. გარდა იმისა, რომ ჩრდილოეთ მაკედონია ახლა ერთა ლიგაზეა მეტოქე, ასევე პოტენციური მეტოქეა ევრო 2020-ზე გამსვლელ ფინალშიც. ოღონდ იქამდე თუ საქართველომ ბელარუსი გამოთიშა და მაკედონიელები კოსოვოს გაივლიან… ასე რომ, ამ შემოდგომაზე შესაძლოა, სამი ურთიერთშეხვედრაც შედგეს....









