Author: ილია ნანობაშვილი (ilia nanobashvili)

Home ილია ნანობაშვილი
ყველაზე ცუდი საფეხბურთო დღე
ჩანაწერი

ყველაზე ცუდი საფეხბურთო დღე

ყველაზე ცუდი საფეხბურთო დღე… უფრო ცუდი მოსაგონარი თამაში, რას ვიზამ, არ მახსენდება. ზუსტად 26 წლის წინ, 1994 წლის 7 სექტემბერს საქართველოს ნაკრებმა შინ მოლდოვასთან 0:1 წააგო. თვალწინ მიდგას, რა ხდებოდა ტრიბუნებზე თამაშამდე – ზეიმი, ლამაზი ფეხბურთისა და მოგების მოლოდინი; თვალწინ მიდგას, რა ხდებოდა თამაშისას – გინება, ნერვიულობა; და თვალწინ მიდგას ბოლოს, მეორე იარუსიდან ჩასვლის მომენტი...

არასწორი ზიდანი
ჩანაწერი

არასწორი ზიდანი

ფრანგმა მცველმა ვილი სანიოლმა მონდიალი 2006-ის ფინალი გაიხსენა. საფრანგეთი დამატებით დროში უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ზინედინ ზიდანის გაძევებამ ბოლო წუთებში თამაში გაათანაბრა და ბოლოს პენალტები დაინიშნა, რომელშიც იტალიელებმა მოიგეს. სანიოლი აცხადებს – ზიდანმა მარკო მატერაცის მუცელში რომ თავი ჩაარტყა, ამით მთლიანად საფრანგეთი დააზარალა და ეს არასწორი საქციელი იყოო. „ფინალის მერე ყველანი სტრესში ვიყავით. ყველა ფეხბურთელი ზიდანს...

ზიდანი ალჟირის ნაკრებში
ჩანაწერი

ზიდანი ალჟირის ნაკრებში

ზინედინ ზიდანის ვაჟი, 21 წლის მეკარე ლუკა ზიდანი ალჟირის ნაკრებში ითამაშებს. ზიზუ რომ წარმოშობით ალჟირელია, ეს იცით და მის ბერბერულ ფესვებზე აღარ დავწერთ. საფრანგეთის ნაკრების დიდი ათიანის ერთ-ერთი შვილი, ლუკა, „რეალის“ საკუთრებაა და ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის „რასინგშია“ განათხოვრებული. სწორედ იმ „რასინგში“, სადაც ჩვენიანი შემტევი გიორგი პაპუნაშვილი თამაშობს. ლუკა ზიდანი ნამდვილად ვერაა იმ დონის, რომ „ლურჯებში“...

გვინდა 11 ანწუხელიძე!
ჩანაწერი

გვინდა 11 ანწუხელიძე!

2003/2004 წლების სეზონის თბილისის „თბილისი“ თავისი ლამაზი ფეხბურთით… იმ გუნდს 31 წლის გიორგი დევდარიანი წვრთნიდა. იქიდან მოყოლებული, დევდარიანი ყოველთვის საინტერესო პერსონა იყო ქართულ ფეხბურთში. საკამათო და ბევრისთვის მიუღებელი იყო ხოლმე მისი აზრი, მაგრამ  ხმამაღლა საუბარს მაინც არ ერიდებოდა. რამდენიმე თვის წინ, დევდარიანმა მწვრთნელ თემურ ფოცხვერიასთან ერთად ჩამოაყალიბა ინდივიდუალური მომზადების ცენტრი „ფეოლა“, რომელმაც პოპულარობა მოიპოვა, მაგრამ...

წადი! – ითხოვს ხალხი
ჩანაწერი

წადი! – ითხოვს ხალხი

არსენალის ესპანელი მწვრთნელი უნაი ემერი, შესაძლოა, უახლოეს საათებში გაუშვან გუნდიდან. ბრიტანული პრესა წერს, რომ ემერის უკვე ყველა ფეხბურთელთან გაუფუჭდა ურთიერთობა და მას უკვე ვეღარ იტანენ… ხუთშაბათ საღამოს, აინტრახტთან ევრპა ლიგის 1:2 წაგებული შეხვედრისას ემირეითსის ნახევრადცარიელ სტადიონზე მისულ გულშემატკივრებს ხელში საპროტესტო ბანერები ეჭირათ, რომლებზეც Emery out (ემერი წადი) ეწერა. უმალ ყველას არსენ ვენგერის ბოლო წელიწადი გაახსენდა...

ე, ლიგა
ჩანაწერი

ე, ლიგა

ეროვნულ ლიგაში სულ 6 ტური დარჩა. ზოგი გუნდისთვის ეს 6 ფინალია. საქართველოს ჩემპიონატში პირველად შეიძლება მოხდეს, რომ უმაღლესში დაწინაურებული გუნდი პირველივე სეზონში ჩემპიონი გახდეს. ეს მსოფლიო ფეხბურთშიც იშვიათი მოვლენაა. ტოპ–ლიგებში ბოლოს ასეთი რამ 1999 წელს მოხდა, როცა ოტო რეჰაგელის „კაიზერსლაუტერნი“ ბუნდესლიგაში გადავიდა, დაიწყო და აღარ გაჩერდა. რა თქმა უნდა, არც ბუნდესლიგასა და ელიგას არ ვადარებთ,...

ცხრა ლახვრის შემდეგ…
ჩანაწერი

ცხრა ლახვრის შემდეგ…

ბავშვობაში, როცა თბილისის „დინამო“ საბჭოეთის სახელით თამაშობდა, უფროს გულშემატკივრებს უხაროდათ ბრიტანული გუნდი თუ შეგვხვდებოდა. გამეფებული იყო აზრი, რომ ჩრდილოელებთან თამაში კარგად გამოგვდიოდა. მართლაც, არა მხოლოდ აზრი, ეს იყო ფაქტიც: გამონაკლისი მხოლოდ „ტოტენჰემი“, თორემ სხვა ვინ დაუდგა გვერდში? „კარდიფ სიტიზე“ და „უოტერფორდზე“ ლაპარაკიც ზედმეტია, „ვესტ ჰემი“ და მრისხანე „ლივერპულიც“ კი გაანადგურეს ოქროს ბიჭებმა. მართალია, ირლანდია ბრიტანეთი...

ევრა ვერა
ჩანაწერი

ევრა ვერა

პატრის ევრამ კარიერა დაასრულა. ცნობილი ფრანგი მარცხენა მცველი 38 წლისაა. ბოლოს „ვესტ ჰემში“ თამაშობდა. შარშან უკლუბოდ დარჩა და „იუვენტუსში“ აპირებდა დაბრუნებას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. მერე ამბობდა, რომ რომელიმე ფრანგულ კლუბში გადავიდოდა, თუმცა… დღეს უკვე სხვა რამ გამოაცხადა: „საყვარელ საქმიანობას დავემშვიდეობე. ჩემი კარიერა დასრულდა. სწავლას გავაგრძელებ და მალე უეფას სამწვრთნელო B ლიცენზია უნდა ავიღო. თუ ყველაფერი...

იცნობთ ირბაჰიმოვიჩს?
ჩანაწერი

იცნობთ ირბაჰიმოვიჩს?

შვედმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ამერიკულ MLS–ში თითქმის პირადად მოიგო მატჩი. „ლოს ანჯელეს გალაქსიმ“ ტორონტოს 2:0 სძლია, იბრამ კი დუბლი შეასრულა. ისე, ერთი უცნაური შემთხვევაც. 38 წლის ვარსკვლავს მაისურზე გვარი არასწორად ეწერა. IRBAHIMOVIC.კლუბის Twitter–ში ერთმა პიროვნებამ ხუმრობით დაწერა: „ვიღაც შვედმა ახალწვეულმა დუბლი შეასრულა“. კიდევ იყო ასეთი: „შეიძლება, იბრაჰიმოვიჩი „მანჩესტერში“ წავიყვანოთ? თქვენ კი გყავდეთ ირბაჰიმოვიჩი“.  

ჩანაწერი

… ამიტომაც ნუ დაიჯერებთ, რომ ყველაფერი კარგად არის

13 ტური მიილია ეროვნულ ლიგაში, ანუ სეზონის თითქმის მესამედი. ამიტომაც უკვე გვაქვს უფლება კარგზეც ვთქვათ, ისე რა კარგზე და ცუდზეც. მოდით, „კარგით“ დავიწყოთ და ამის მიზეზი ბათუმის „დინამოა“. ჯერ ერთი, თამაშითაც პეწი შესძინა მთავარ ლიგას და მეორეც, სასწაული ატმოსფეროა მათ სტადიონზე. უყურებ და სხვაგან გგონია თავი – დავიჯეროთ, ეს საქართველოს ჩემპიონატში ხდება?! იმიტომ, რომ გადაჩვეულები...