ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ საინტერესო ისტორია გაიხსენა. საქმე ეხება ლეო მესის ესპანეთის ნაკრებში შესაძლო თამაშს… „ახლა უკვე წარსულია, მაგრამ თავის დროზე ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ყველაფერი გააკეთა, რათა მესის ნაკრებში სათამაშოდ. ბევრჯერ იყო ფეხბურთელის დარწმუნების მცდელობა, თუმცა მცდელობადვე დარჩა. მესი უარზე იყო,“ – წერს დელ ბოსკეს სიტყვებს Marca. მესის არგენტინის ნაკრებში დებიუტი 2005...
Author: ილია ნანობაშვილი (ilia nanobashvili)
კასილიასს გულმა შეუტია
ლეგენდარულ იკერ კასილიასს გულის შეტევა დაემართა. დილით, „პორტუს“ ვარჯიშზე შეუძლოდ გახდა. ცხადია, ვარჯიში შეწყდა. ესპანელი მეკარე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად კასილიასი კარგადაა, თუმცა პრევენციის მიზნით საავადმყოფოში ყოფნა მაინც მოუწევს. „პორტუს“ ოფიციალური განცხადების თანახმად, საშიში აღარაფერია. ბევრგან დაიწერა, კარიერას დაასრულებსო, მაგრამ კლუბი უარყოფს. კასილიასს 2020 წლის ზაფხულამდე აქვს კონტრაქტი. კასილიასის ტიტულები რომ ჩამოვწეროთ, იმაზე მეტ ადგილს დაიტევს,...
სანაია: ზეიმი და ბევრი ოპერაცია
ამირან სანაია ბევრს ემახსოვრება. 29 წლის მცველია და საქართველოს ნაკრებში ჯერ კიდევ 18 წლისამ ითამაშა. ეს იყო ყატარში, სადაც კლაუს ტოპმიოლერის გუნდმა 2:1 მოიგო ამხანაგურში. სანაიამ ფრანგული კლუბები მოიარა და ახლაც საფრანგეთშია. „ლე მანი“, „ბასტია“, „ლუზენაკი“, „პარიზი“, „ლე ერბიე“ და ახლა უკვე „როდეზი“, რომელსაც კაპიტნობს კიდეც. „როდეზი“ მესამედან მეორე ლიგაში გადავიდა. ქართველიც სულ თამაშობს, არადა,...
ნაკრებზე და არა მხოლოდ ნაკრებზე
ეს ყველაფერი, რაც შვეიცარიასთან მეორე ტაიმში და ირლანდიასთან ორივე ტაიმში მოხდა, გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა. სამწუხაროდ, ამ სამივე ტაიმის დასაწყისი ისეთი იყო, რომ სარკეში ჩაახედა ქომაგი – ეს სხვა ლიგაა, სხვა აზროვნება, სხვა სიჩქარეები. გაჩნდა ნიშნის მოგებით საუბრები და კომენტარები: „აბა, რა გეგონათ, რატომ გქონდათ იმედი?..“ თავიდანვე შევეშვათ უკიდურესობებს. არ მეგულება ადამიანი, რომელიც ამ...
დანა, მსაჯი, იღბალი…
9–ჯერ ვეთამაშეთ, 8–ჯერ წავაგეთ, მეცხრესაც ვაგებდით და 1:1 დავასრულეთ. 5–ჯერ გავიტანეთ, 17–ჯერ გავუშვით, მაგრამ არის ერთი რაღაც, რაც იმედს არ გვიშლის. ერთი გამონაკლისის გარდა, ირლანდიამ საქართველოსთან სულ ბეწვის ხიდზე იარა და ზოგჯერ მსაჯის დახმარებით, ზოგჯერ იღბლით, მოგებული რჩებოდა. თუნდაც ბოლო დუბლინური თამაში ავიღოთ, საქართველომ მეტოქეს აჯობა, მაგრამ მეორე ტაიმში კოულმენის ერთ მაგარ გარღვევას ვერ გაუძლო,...
გარანტია არ არის… ასეც ვცადოთ!
კიდევ ერთი შესარჩევი, კიდევ ერთი იმედი… ამჯერად უფრო რიხიანად, რადგან უკან მოვიტოვეთ ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი, სრული ჰეგემონია, ოთხეულში გასვლა და ევრო 2020–ზე მოხვედრის კარგი პერსპექტივა – საქართველო, ბელარუსი, მაკედონია ან კოსოვო. თუმცა ახლა სხვა, უკვე ბევრჯერ ნაცადი შესარჩევი იწყება. ერთა ლიგიდან გასვლის გარანტია საქართველოსთვის არავის მიუცია… ან გავალთ, ან ვერა. აქედანაც მაგრად უნდა სცადონ...
მოკრივე ვაკო
ვაკო გვილიას პოლონეთში კარგი პრესა აქვს: ქართველმა ზაბჟეს „გურნიკის“ შუა ხაზი აშკარად გააძლიერა, 8 ნომრის პოზიციაზე მშვენივრად თამაშობს და გუნდმაც მოუმატა. გვილიამ პოლონეთის ჩემპიონატში გოლი გაიტანა, საგოლე პასიც გაახერხა. როგორც იცით, ის შვეიცარიის „ლუცერნიდან“ გახლავთ განათხოვრებული სეზონის ბოლომდე… გვილიას ინტერვიუ გამოქვეყნდა პოლონურ პრესაში. Przeglad sportowy წერს, რომ ქართველი მოკრივეს ჰგავს. ეს ცხვირის მოყვანილობის გამო… აი,...
19 წლის ქართველი ატლეტიკოში
19 წლის ცენტრალური მცველი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი მადრიდის „ატლეტიკოში“ ვარჯიშობს. კერძოდ, „ატლეტიკომ“ ერთი კვირით მიიწვია. ეს აპრობირებული გაცნობითი მეთოდია ევროპაში, როცა კლუბს ფეხბურთელი აინტერესებს: ქართველს დააკვირდებიან და ვინ იცის, შემდგომში უფრო ქმედითი ნაბიჯებიც გადადგან. ანდრონიკაშვილი თბილისის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელია. მისი დიდი დამსახურებაა, რომ „ლოკომ“ შარშან საქართველოს 19-წლამდელთა ლიგა მოიგო. გადამწყვეტი გოლი ბოლო წუთებზე სწორედ მან გაუტანა თბილისის...
ჯაბა – მცველი
თურქულ შეკრებაზე ყაზახეთის „ტობოლმა“ რუსეთის „რუბინს“ 1:0 მოუგო. ამ შეხვედრაში სამმა ქართველმა ითამაშა და სამივემ – სასტარტოში. „ტობოლში“ ჯაბა კანკავამ და ნიკა კვეკვესკირმა, „რუბინში“ – ზუკა დავითაშვილმა. კვეკკვესკირი სულაც გუნდის კაპიტანი იყო, მაგრამ უფრო საინტერესო სხვა რამ იყო: კანკავამ ცენტრალურ მცველად ითამაშა და თან, კედელივით იდგა. ჯაბა საყრდენი ნახევარმცველია და სხვა პოზიციაზე არც გვახსოვს. მხოლოდ...
ქართველი კამპოსი: ტაიმი თავდასხმაში, ტაიმი – კარში
მეკარე თამაზ პაქსაშვილი – გეუბნებათ ეს სახელ–გვარი რამეს? ახალ თაობას, დარწმუნებულნი ვართ, არაფერს. სტაჟიანებიც, ასში ერთი თუ გეტყვით. ამჟამად 48 წლისაა, ყვარლის დურუჯში თამაშობდა 90–იან წლებში… მაგრამ მოდით, პაქსაშვილამდე მექსიკა მოვიაროთ. გახსოვთ ხორხე კამპოსი? მეკარე, ჭრელაჭრულა მაისურა რომ ეცვა და სიმაღლითაც (უფრო სწორად სიდაბლით) რომ გამოირჩეოდა. 130 მატჩი აქვს ნაკრებში ჩატარებული, მათ შორის, ორ მუნდიალზე...






