Author: ილია ნანობაშვილი (ilia nanobashvili)

Home ილია ნანობაშვილი
ჩანაწერი

ლორიამ რუსებს მილიონები მოუგო

გიორგი ლორია რუსეთის სადავო პალატას მიმართა, რადგან სამარის „კრილიას“ მის მიმართ დავალიანება ჰქონდა – 20 მილიონი რუბლი, რაც 305 ათასი დოლარის ტოლფასია. „კრილიას“ არა მხოლოდ ხელფასი, კომპენსაციაც დაუკავებია საქართველოს ნაკრების მეკარისთვის. საკითხი მოგვარდა. სამარის კლუბი ლორიას თანხას გადაუხდის: „ეს არ ყოფილა სასამართლო. ლორიამ ძველი ვალების გასტუმრების შესახებ შეიტანა განცხადება. კომისიამ კი ფულის გადახდა დაგვაკისრა. ამ...

ჩანაწერი

ცხელი იანვარი

დატვირთული სატრანსფერო იანვარი გამოდგა ქართველი ლეგიონერებისთვის. თან, ჯერ 31 იანვრამდე დროა, კიდევ იქნება გადასვლა-გადმოსვლები და თანაც, სულაც არაა აუცილებელი ამ თვეში გადავიდნენ, თავისუფალ აგენტებს მერეც შეეძლებათ. უმეტესობა დაბინავდა, ზოგიერთი კი ნავსაყუდელს ელის. ეს მნიშვნელოვანია საქართველოს ნაკრებისთვის, რომელსაც წლეულს ევროშესარჩევი ელის. ზუსტად ორი თვეა დარჩენილი შვეიცარიასთან პირველ მატჩამდე, ორი თვე კი უცებ გაირბენს. ვინ დარჩა უბინაოდ?...

ჩანაწერი

ნეიმარი ლაპარაკშიც ტყუის

ფეხბურთის მეფემ თანამემამულე ნეიმარი გააკრიტიკა, სიმულაციას ხშირად მიმართავს და ეს იმიჯს უფუჭებსო. პელემ განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება 2018 წლის მუნდიალზე, სადაც ნეიმარმა ჯამში 14 წუთი გაატარა წაქცეულმა. პსჟ–ის ვარსკვლავმა კი ასე უპასუხა: „პელეს ნათქვამი ყოველთვის გასათვალისწინებელია. მისი ნათქვამი საინტერესოდ მომეჩვენა. მუნდიალზე ერთხელაც არ მიმიმართავს სიმულაციისთვის. ჩემზე წესებს არღვევდნენ. თუმცა ხალხს უკვე ვეღარ დაარწმუნებ. რადგან ნეიმარი ვარ,...

ჩანაწერი

გახოკიძემ დვალი ჩემპიონთა ლიგას მიუახლოვა

ლაშა დვალი ოფიციალურად გახდა უნგრეთის „ფერენცვაროშის“ ფეხბურთელი. საქართველოს ნაკრების 23 წლის მცველმა ბუდაპეშტის კლუბთან 2.5+1 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. დვალი პოლონეთის „პოგონმა“ 450 ევროს სანაცვლოდ დაუთმო უნგრეთის ყველაზე ცნობილ კლუბს. „ფერენცვაროში“ უნგრეთის ჩემპიონატს ხუთქულიანი ფორით ლიდერობს. კლუბი ქვეყნის 29–გზის ჩემპიონი და 23–გზის თასის მფლობელია. გუნდს წარსულში ცნობილი უკრაინელი ფორვარდი სერგეი რებროვი წვრთნის. დვალის „ფერენცვაროშში“ გადასვლა ქართველი...

სარკის წინ
ჩანაწერი

სარკის წინ

პირველი კალათიდან შვეიცარია, მეორედან დანია, მესამედან ირლანდია, მეხუთედან გიბრალტარი, მეოთხეში – საქართველო. ასეთია ევრო 2020–ის შესარჩევის D ჯგუფი, რომლის მატჩებიც გაისად 21 მარტს დაიწყება და 19 ნოემბერს დამთავრდება, ორი საუკეთესო ფინალურ ეტაპზე ითამაშებს. აქედან თუ ვერა, 2020–ის მარტში ერთა ლიგიდან გვექნება შანსი. ჯერ ბელარუსს უნდა ვძლიოთ, მერე – მაკედონიას ან კოსოვოს. თუმცა დღევანდელ წილისყრას დავუბრუნდეთ....

კოშკაძე  ყველაზე ზემოთ
ჩანაწერი

კოშკაძე  ყველაზე ზემოთ

ბოლნისის „სიონის“ ნახევარმცველმა ალექსანდრე კოშკაძემ 442–ე მატჩი ჩაატარა უმაღლეს ლიგაში. ეს ჩვენს ჩემპიონატში რეკორდია. აქამდე რეკორდი ეკუთვნოდა გივი დიდავას (441). კოშკაძე 36 წლისაა. კარიერაში ბევრი კლუბი გამოიცვალა, იყო თბილისის „დინამოს“ კაპიტანიც. სწორედ „დინამო“ იყო მისი კარიერის პიკი. საქართველოს ჩემპიონატში ყოველთვის წონიანი ფეხბურთელი იყო და არის კიდეც. სხვათა შორის, კოშკაძეც და დიდავაც თბილისის „ამერის“ ყოფილი ფეხბურთელები...

თეთრი რუსი მოდის…
ჩანაწერი

თეთრი რუსი მოდის…

ერთა ლიგი ჯგუფური ეტაპი დასრულდა. საქართველოს ნაკრები უკეთეს შედეგს ვერც ინატრებდა. ჩვენებმა ხომ ჯგუფი ათქულიანი უპირატესობით მოიგეს და ამასთან, D დივიზიონის ოთხ ჯგუფის საუკეთესო პირველადგილოსანი გახდა. ამ შედეგეით შედგა კიდეც ნახევარფინალური წყვილები: საქართველო შინ ბელარუსს შეხვდება, მაკედონია – კოსოვოს. ეს მატჩები და ფინალიც 2020 წლის მარტში გაიმართება. 16 თვის მერე როგორი იქნება ბელარუსის ნაკრები, არავინ...

აუცილებლად მოსაგები თამაში
ჩანაწერი

აუცილებლად მოსაგები თამაში

… ნუ იფიქრებთ, რომ საქართველო-ყაზახეთი მხოლოდ პრესტიჟის ამბავია. კი, საქართველო პირველ ადგილზეა და ყაზახები ჩვენებს გვერდით ვერ დადუდგებიან, მაგრამ კონკრეტულად ჩვენთვის ეს თამაში პრესტიჟს სცილდება, სხვა მხრივაც მნიშვნელოვანია და აი, რატომ: ერთა ლიგის D დივიზიონის ოთხი პირველადგილოსნიდან ორი საუკეთესო (ჯგუფში დაგროვილი ქულებით) ორ უარესი მაჩვენებლის მქონე გუნდს უმასპინძლებს. დავუშვათ, საქართველომ დააგროვა 16 ქულა, ბელარუსმა 14,...

მიწაზე დავეშვით
ჩანაწერი

მიწაზე დავეშვით

მიწაზე დავეშვით. თურმე მთლად ბაყბაყდევები არ ვართ ამ ლიგაში. ვინ იცის, ვერმოგება გარკვეულწილად სასარგებლოც იყოს. ისევ იმიტომ, რომ მიწაზე დავეშვით. ანდორა სუსტია და ერთადერთი, რაც გამოარჩევს, უხეშობაა. თუმცა ასეთ უხეშ ნაკრებსაც უნდა მოუგო, რომელსაც არანაირი საფეხბურთო კლასი და გამომგონებლობა არ გააჩნია. გოლიც გიორგი ლორიას შეცდომის ნაყოფი უფრო იყო, ვიდრე მარტინესის შემოქმედებისა. მოგვეჩვენა, რომ გიორგი ჩაკვეტაძის...

პრობლემა თავშია!
ჩანაწერი

პრობლემა თავშია!

თბილისის „დინამომ“ 11 ნოემბერს 1:4 წააგო საჩხერის „ჩიხურასთან“, რაც კლუბის უფროსობისთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა. მოსალოდნელი იყო, რომ ეს მარცხი უბრალოდ არ ჩაივლიდა: კლუბის ხელმძღვანელობამ კახა კაჭარავა მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა, ნაცვლად კი მისივე თანაშემწე, ზაურ სვანაძე დანიშნა. სვანაძეს წარდგენა არ სჭირდება. თბილისის „დინამოს“ ოქროს გუნდში 7 ნომერი გახლდათ, 1981 წელს თასების თასი მოიპოვა. სვანაძე რამდენიმე წლის...