თბილისის „დინამოს“ ბოლოდროინდელი წარუმატებლობის შემდეგ გავრცელდა ხმები, რომ კახა კაჭარავამ გუნდის მწვრთნელის პოსტი დატოვა. მისი ასეთი გადაწყვეტილება გასაკვირი სულაც არ იქნებოდა, თუმცა… – არა, ტყუილია, არსად წავსულვარ. „დინამოში“ მუშაობას ძველებურად ვაგრძელებ, – გვითხრა კახა კაჭარავამ. – თასის ნახევარფინალში გაგრასთან წაგების შემდეგ კლუბის პრეზიდენტს თუ შეხვდით? – დიახ, შევხვდი და ვისაუბრეთ. ზოგადად, რომან ფიფიასთან ყოველდღიური ურთიერთობა...
Author: ილია ნანობაშვილი (ilia nanobashvili)
დინამო და რომანი აღარ გამოდის
დღეს საქართველოს თასის ნახევარფინალური მატჩები გაიმართა. ისე ჩანდა, რომ ფინალში თბილისის „დინამო“ და ქუთაისის „ტორპედო“ უნდა გასულიყვნენ, რადგან ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენლებს ხვდებოდნენ. თუმც ეს თასია, თასმა კი მოულოდნელობები იცის. თელავში სენსაცია არ მომხდარა, ქუთაისის „ტორპედომ“ ალეკსანდრ აზაცკის ეული გოლით 1:0 მოუგო თელაველებს და ფინალში გავიდა. აი, თბილისის დავით პეტრიაშვილზე კი „გაგრა“ თბილისის „დინამოს“ ხვდებოდა...
ვაისი და 23
15 ნოემბერს სტუმრად ანდორასთან და 19 ნოემბერს შინ ყაზახეთთან. ეს ორი მატჩიც და საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპს დაასრულებს. ჩვენი ნაკრები 12 ნოემბერს შეიკრიბება ანდორაში და იქ მოემზადება. ვლადიმირ ვაისმა 23 კაცი გამოიძახა და მცირე ცვლილებებსაც ვხედავთ. ტრავმა აქვს სამ ფეხბურთელს – ლევან მჭედლიძეს, გიორგი პაპუნაშვილსა და თორნიკე ოქრიაშვილს. ისინი ნაკრებს ვერ დაეხმარებიან. უფრო...
შიშველი, გადარეული…
ჰოლანდიაში, მეორე დივიზიონის მატჩში, „რინგსბურგ ბოისმა“ შინ 2:6 წააგო „ამსტერდამთან“. ეს თამაში ვის რაში აინტერესებს, მაგრამ მატჩის დროს მოხდა სახალისო ამბავი – შიშველი ქალი გადმოხტა მოედანზე და სტიუარდები ვერ (თუ არ) დაეწივნენ, რაღაც დროშით შემოირბინა მინდორი. მერე ერთ ფეხბურთელს წაუცეკვა, ოღონდ ის სიცილით გაერიდა. რა უნდოდა, აბა, მიდი და გაიგე. გადავხედეთ ჰოლანდიურ საიტებს და იმ...
გავთვალოთ და დავთვალოთ
15 ნოემბერს სტუმრად ანდორასთან და 19–ში თბილისში ყაზახეთთან: საქართველოს ეროვნული გუნდი ამ ორ შეხვედრას თუ მოიგებს, ევროპის ჩემპიონატის წილისყრისას გარანტირებულად მეოთხე კალათაში იქნება. უფრო მარტივად, ერთა ლიგის D დივიზიონის საუკეთესო ნაკრები (ჯგუფური ეტაპის შედეგით) ევროშესარჩევის მეოთხე კალათაში მოხვდება. ამ მომენტისთვის საქართველო საუკეთესოა, ყველა მატჩი მოიგო და გოლიც არ გაუშვია. ამიტომაც არის, რომ ერთა ლიგაზე ყველა...
ღორის თავი მარსელში
„მარსელი“ ევროპა ლიგის მატჩში „ლაციოს“ უმასპინძლებს. ფანები დაერივნენ ერთმანეთს და შედეგად, ერთი ფრანგი და ორი იტალიელი დაზიანდა. ფანების დაპირისპირება იმდენად არა საფეხბურთო, არამედ პოლიტიკურმა შეხედულებებმა გამოიწვია. „ლაციო“ ქომაგთა უმრავლესობა ულტრა–მემარჯვენე მიმართულებისაა, „მარსელის“ გულშემატკივრები კი, პირიქით, ანტი–ფაშისტური იდეოლოგიისა არიან. მარსელელთა გულშემატკივრებმა ღორის თავები ჩამოკიდეს იმ სასტუმროს ღობეზე, სადაც სტუმართა ფანები დაბინავდნენ. სხვათა შორის, ფანების ნაწილი რომში...
აბელარდო საბურთალოზე
აბელარდო ბევრს ემახსოვრება. მხიარული ფიგურა იყო 90–იან წლებში, სახასიათო გამომეტყველება ჰქონდა, „ბარსელონას“ მცველობით ნაცნობი იყო და გარეგნულადაც დასამახსოვრებელი ტიპაჟი. იმდენად დასამახსოვრებელი, რომ თბილისში, საბურთალოზე, ზოგიერთების მეტსახელიც „აბელარდო“ გახლდათ. ხიხონში დაიბადა და გაიზარდა, ითამაშა და იქიდან მოხვდა „ბარსელონაში“, სადაც რვა წელი დაჰყო. კარიერა კი „ალავესში“ დაასრულა. იმ „ალავესში“, რომელსაც ახლა წვრთნის და ეს პატარა კლუბი მეორე ადგილზე...
არადა, თურანი…
სტამბოლის პროკურატურამ რამდენიმე ცნობილ ფეხბურთელთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. მათ შორის არის არდა თურანიცაა. როგორც იცით, არდა „ბარსელონას“ ეკუთვნის და თურქულ „ბასაკშეჰირში“ განათხოვრებით თამაშობს, თუმცა საქმე ფეხბურთს არ ეხება… 31 წლის არდაზე ეჭვობენ, რომ ცნობილ ისლამისტ ფეთჰულან გიულენთან თანამშრომლობს. თურქეთის მთავრობამ 2016 წელს მას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დასდო ბრალი. შესაბამისად, არდა თურანსაც იგივეს ედავება. არდა თურანის...
მოვიგოთ – არ მოვიგონოთ!
საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის ემზადება. ჯერ 13 ოქტომბერს თბილისში ანდორასთან, 16-ში კი ლატვიასთან რიგაში. როგორც ჩანს, ზეგ საღამოს რვაზე ტრიბუნები ან სავსე იქნება, ან ბევრიც არ დააკლდება. ბილეთები ბლომად იყიდება. მართალია, მეტოქე ბაყბაყდევი არაა, მაგრამ ზედიზედ ორი მოგების მერე, მოლოდინი დიდია. უცნაურია, მაგრამ ჯგუფში მეორე ადგილზე სწორედ ანდორაა ორი ფრით. უსწრებს ყაზახეთსა და...
მლანძღავენ ნარკოტიკებისისთვის, თავად კი არანაკლებ მოიხმარენ
დიეგო მარადონამ, ახლა მექსიკის მეორელიგელ „დორადოსს“ რომ წვრთნის და თან ბელარუსის ბრესტის „დინამოს“ მმართველი დირექტორი გახლავთ, მათ საპასუხოდ, ვინც ნარკოტიკების მოხმარების გამო აკრიტიკებენ, ხმაურიანი განცხადება გამოაცხო. „არგენტინა აფერისტებით სავსეა. მათი რიცხვი კოლოსალურია. მე მლანძღავენ ნარკოტიკების მოხმარების გამო, თავად კი არანაკლებ მოიხმარენ. ბევრ მათგან ერთად ჩავდიოდი ამ საქმეს. წარმოიდგინეთ, ისეთი ხალხია, შვილები რომ ნარკომანები ჰყავთ, იმასაც...









