16 დეკემბერს შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ერთა ლიგის წილისყრა გაიმართება. ეს რიგით მესამე ერთა ლიგაა. სულ 4 დივიზიონია და საქართველოს ნაკრები რანგით მესამეშია – C. ამ დივიზიონში, ისევე როგორც A და B-ში, 16 გუნდია. 4 ოთხგუნდიანი ჯგუფი იქნება და ჯგუფების გამარჯვებულები ნახევარფინალებში შეხვდებიან ერთმანეთს. ამავდროულად, ეს ოთხი გუნდი მომდევნო ერთა ლიგაში ზედა დივიზიონში აიწევს, ამ შემთხვევაში B-ში.
საქართველო C დივიზიონის მესამე კალათაშია. მოკლედ, კალათები ცნობილია და წარმოგიდგენთ:
პირველი: თურქეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი, ჩრდილოეთ ირლანდია
მეორე: საბერძნეთი, ბელარუსი, ლუქსემბურგი, მაკედონია
მესამე: ლიეტუვა, საქართველო, აზერბაიჯანი, კოსოვო
მეოთხე: ფარერები, გიბრალტარი, ყაზახეთი ან მოლდოვა, კვიპროსი ან ესტონეთი
(შეგიძლიათ წარმოიდგინოთ საქართველოსთვის ყველაზე სასურველი ჯგუფი: ჩრდილოეთ ირლანდია, ბელარუსი, საქართველო, გიბრალტარი)
ერთა ლიგის ჯგუფის მატჩების კალენდარი (ყველა მატჩი 2022 წელს გაიმართება):
პირველი ტური: 2-4 ივნისი
მეორე ტური: 5-8 ივნისი
მესამე ტური: 8-11 ივნისი
მეოთხე ტური: 12-14 ივნისი
მეხუთე ტური: 22-24 სექტემბერი
მეექვსე ტური: 25-27 სექტემბერი
ფლეი-ოფები, ანუ ნახევარფინალები და ფინალი მოგვიანებით იქნება.
16 დეკემბრის წილისყრა ჩვენი დროით 21.00 საათზე დაიწყება და „სილქ უნივერსალი“ გადასცემს.
და ევრო-2024 ?
როგორც იცით, გერმანიაში გაიმართება. შესარჩევის წილისყრა 2022 წლის 9 ოქტომბერს ჩატარდება ფრანკფურტში, თამაშები კი 2023 წლის მარტიდან ნოემბრიდან იქნება.
ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე მოხვედრა გარკვეულწილად ერთა ლიგიდანაც იქნება შესაძლებელი, მაგრამ საამისოდ C დივიზიონის მოგება იქნება საჭირო – როგორც წინა ევროპაზე გასასვლელ გზაზე იყო, საქართველომ ჯერ იმ ჯგუფში უნდა იმარჯვოს, რომლის წილისყრაც 16-ში, ნიონში გაიმართება.
ავტორის პროფილი
- კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე26/04/2022 | 15:45ბენზემა და ცხრა სხვა
აქეთურ-იქითური26/04/2022 | 14:41როცა ფეხბურთს 33 წლის ასაკში გასწავლიან
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:32ის ურჩევნია ალვესსა …
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:05ლემპარდი: აბა, სალაჰი წაქცეულიყო…
