ინგლისში კოვიდკრიზისი ფეხბურთის შეფების კონტროლიდან გავიდა. ბოლოს „ბარნლისა“ და „უოტფორდის“ შეხვედრა გადაიდო — დანიშნულ დრომდე სულ რაღაც სამი საათით ადრე.
და კორონავირუსი მარტო პრემიერლიგას როდი უტევს. გადაიდო ჩემპიონშიფის სამი შეხვედრაც: „რედინგი“-„ლუტონი“, „მილუოლი“-„პრესტონი“ და „სუონსი“-„ქუინზ პარკ რეინჯერსი“.
თუმცა, დავუბრუნდეთ პრემიერლიგას. „ლესტერის“ თავკაცი ბრენდენ როჯერსი უკმაყოფილოა, რომ „ტოტენჰემთან“ შეხვედრა არ გადაუდეს. პრეტენზიაც კი გამოთქვა, აბა, დიდ კლუბს ეთხოვა, ვნახავდით თუ არ შეუსრულებდნენო.
„მელიებს“ სადღეისოდ კოვიდისა და ტრავმებისგან ცხრა ფეხბურთელი აკლიათ. განსაკუთრებით პრობლემური ის არის, რომ გუნდს ჯანმრთელი ცენტრალური მცველი არ ჰყავს.
„ტოტენჰემის“ მწვრთნელს ანტონიო კონტეს კი მოგეხსენებთ კონფერენციის ლიგის მატჩი გადაუდეს ფრანგულ „რენთან“. იტალიელი ვარაუდობს, რომ მისი გუნდი მწყობრში ჯერ კიდევ რამდენიმე კვირა ვერ ჩადგება.
გუშინ ვარჯიშზე კონტეს განკარგულებაში მხოლოდ 16 ფეხბურთელი იყო.
და გუშინვე, როდესაც ბრიტანეთში ახალი შემთხვევების რაოდენობამ პანდემიის დაწყებიდან სარეკორდო შედეგს მიაღწია (78610), ჩაშლის საშიშროების წინაშე დადგა პრემიერლიგის სხვა მატჩები.
მეტიც, არის საშიშროება, რომ მთელი საახალწლო პროგრამა თავისი „ბოქსინგ დეის“ ჩათვლით ჩაიშალოს.
ჯერჯერობით კი კონკრეტულად ეჭვქვეშაა „უოტფორდისა“ და „კრისტალ პალასის“ მატჩი. მიზეზი: „უოტფორდს“ ბევრი ფეხბურთელი ჰყავს ავად.
„მანჩესტერ იუნაიტედს“ „ბრენტფორდთან“ ხომ გაუუქმეს შეხვედრა და ახლა „ბრაიტონთან“ თამაშის მიზანშეწონილობას განიხილავენ. ამბობენ, რომ მანჩესტერულ კლუბს 19 ფეხბურთელი და სტაფის წევრი ჰყავს ავად.
„ნორვიჩს“ „ვესტ ჰემთან“ სტუმრად თამაში არ უნდა.
შეგახსენებთ პრემიერლიგის წესს: თუ კლუბს 14 ფეხბურთელზე ნაკლები ჰყავს, თამაში უნდა გადაიდოს. მეორე ვარიანტი: შეიძლება კლუბს 14 ფეხბურთელზე მეტი ჰყავდეს, მაგრამ მეკარეები აკლდეს. მატჩი ამ შემთხვევაშიც უნდა გადაიდოს.
საბოლოო სიტყვას კი პრემიერლიგის საგანგებო საბჭო იღებს. თითოეული შემთხვევა მაინც ცალკე განიხილება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:48ტენ ჰაგი: რონალდუ 2018 წლის შემდეგ ფუჭდებოდა
სიახლეები02/11/2026 | 08:08ლივერპულმა წააგო, ალისონმა ბურთი კარგად ვერ გამოიტანა
მთავარი ამბავი02/11/2026 | 06:37მაროკოელ ჟურნალისტზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 09:07ლივერპულში მედია მაინც ფრთხილად არის
