როცა სერხიო აგუერო 17 წლის იყო, მოსკოვის „დინამოსგან“ მიმზიდველი წინადადება ჰქონდა და ტრანსფერიც, თურმე, რეალური ყოფილა. იმ დროისთვის დიეგო მარადონას მომავალი სიძე „ინდეპენდიენტეში“ თამაშობდა და გოლები გოლებზე გაჰქონდა.
ეს ამბავი მოსკოვის „დინამოს“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ბორის იგნატიევმა მოჰყვა…
„აგუერო სხვა კლუბებსაც სურდათ, მაგრამ ჩვენ ერთ-ერთი პირველები ვიყავით. ჩავედით არგენტინაში თარჯიმანთან ერთად. „ინდენპენდიენტეს“ წარმომადგენლებს დიდხანს ვესაუბრეთ და ისინი დავითანხმეთ. დადებითი რეაქცია ჰქონდათ ჩვენს წინადადებაზე.
…შემდეგ გავიგეთ, რომ აგუერის მშობლები იყვნენ შვილის რუსეთში გაშვების წინააღმდეგნი. ამბობდნენ, უფრო სერიოზულ კლუბებს ვუმიზნებთო. არ ვიცით, როგორ გაივლიდა ადაპტაციას აგუერო რუსულ ამინდთან, მაგრამ ვხედავდით, რომ ხელიდან ვუშვებდით ფეხბურთელს, რომელიც უკვე ძლიერი გახლდათ ტაქტიკურად, ტექნიკური თვალსაზრისით კი საუბარიც არ იყო“…
ეს 2005 წელს, ერთი წლის შემდეგ კი აგუერო მადრიდის „ატლეტიკომ“ იყიდა.

ავტორის პროფილი
- კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე26/04/2022 | 15:45ბენზემა და ცხრა სხვა
აქეთურ-იქითური26/04/2022 | 14:41როცა ფეხბურთს 33 წლის ასაკში გასწავლიან
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:32ის ურჩევნია ალვესსა …
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:05ლემპარდი: აბა, სალაჰი წაქცეულიყო…
