როცა სერხიო აგუერო 17 წლის იყო, მოსკოვის „დინამოსგან“ მიმზიდველი წინადადება ჰქონდა და ტრანსფერიც, თურმე, რეალური ყოფილა. იმ დროისთვის დიეგო მარადონას მომავალი სიძე „ინდეპენდიენტეში“ თამაშობდა და გოლები გოლებზე გაჰქონდა. ეს ამბავი მოსკოვის „დინამოს“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ბორის იგნატიევმა მოჰყვა… „აგუერო სხვა კლუბებსაც სურდათ, მაგრამ ჩვენ ერთ-ერთი პირველები ვიყავით. ჩავედით არგენტინაში თარჯიმანთან ერთად. „ინდენპენდიენტეს“ წარმომადგენლებს დიდხანს ვესაუბრეთ...
