რას ნიშნავს გულშემატკივრის როლი იტალიაში… „ლაციოს“ ფანებს მტრული დამოკიდებულება აქვთ გუნდის კოსოვოელ ფორვარდ ვედათ მურიქისთან, ამის გამო კი „ლაციო“ ესპანურ „მალიორკაში“ ანათხოვრებს ფეხბურთელს. უფრო სწორად, გაანათხოვრა: გადაწყვეტილი ამბავია. კუნძულელებს 13 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უპირატესი უფლება ექნებათ. მურიქი ორი წლის წინ „ფენერბაჰჩედან“ იყიდეს 20 მილიონად, ამ დროის განმავლობაში კი კოსოვოელმა 43 მატჩში 2 გოლი გაიტანა. ოთხიოდე...
Author: ილია ნანობაშვილი (ilia nanobashvili)
24 წლისაა თუ ჰოჯსონის კლასელი?
ინგლისურმა „უოტფორდმა“ 24 წლის ნიგერიელი სამუელ კალუ შეიძინა. კლუბის ფანებში ამ ფოტომ დიდი აჟიოტაჟი და ირონია გამოიწვია – გვეეჭვება, კალუ მართლა 24 წლის იყოსო… ერთმა ისიც დაწერა, მგონი, როი ჰოჯსონის თანაკლასელიაო. ჰოჯსონი კი 74 წლის გახლავთ. კალუ „ბორდოდან“ მიიყვანეს. 2017-2018 წლებში კი გიორგი ჩაკვეტაძის თანაგუნდელი იყო ბელგიურ „გენტში“. რაც შეეხება „უოტფორდს“, გუნდი ინგლისის პრემიერლიგაში ბოლოსწინა...
შოთა და ჰალი: ერთად მოვიგოთ!
შოთა არველაძე – „ჰალ სიტიში“! კლუბის ვებ-გვერდმა ეს ამბავი უკვე ოფიციალურად დაადასტურა და შოთამაც კომენტარი გააკეთა: „მადლობა ყველას, ვინც ნდობა გამომიცხადა. ვფიქრობ, ფეხბურთში ვინც საქმიანობს, ყველას სურს ინგლისში მოხვედრა და უზომოდ ბედნიერი ვარ. ჩემი ოჯახიც ამაყობს. …ძალიან მოტივირებული ვარ და ვფიქრობ, გუნდს შეუძლია კარგი თამაში აჩვენოს ტალანტებით, რომლებიც ახლა ჰყავს. ახალგაზრდები, კრეატიულები და ნაწილი ფეხბურთელებისა...
ჯაბა წავიდა!
ჯაბა კანკავამ სანაკრებო კარიერა დაასრულა. 100 მატჩი, 10 გოლი! მე-100 შეხვედრა შარშან საბერძნეთთან ჩაატარა და იმის მერე აღარ უთამაშია… რამდენი მაგარი თამაში… საფრანგეთთან თბილისში ლამის სამი კაცის სამუშაო რომ გასწია; რა გოლი გაიტანა მანუელ ნოერის კარში; როგორ ლამის ბადე ჩამოხია ლატვიასთან ერთა ლიგაში; ხორვატიასთანაც ბოლო წუთზე სწორედ მან გააკეთა ბოლოსწინა ჭკვიანური საგოლე პასი; მერე ხორვატიაშიც...
ვენგერი და მსოფლიო: მონატრების მუღამი?
არსენ ვენგერმა კიდევ ერთხელ ისაუბრა, თუ რატომ სჯობს მსოფლიო ჩემპიონატის ყოველ ორ წელიწადში ჩატარება. „არსენალში“ ბრწყინვალე წლების მერე ვენგერი ფიფაში მუშაობს, ფეხბურთის გლობალურად განვითარების განყოფილებას ხელმძღვანელობს. „ბევრი კრიტიკა მივიღე და მომთხოვეს კალენდრის შედგენა, თუ როგორ ვაპირებთ მსოფლიო ჩემპიონატის ორ წელიწადში ერთხელ ჩატარებას. თუმცა იცით, რომ 2030 წლამდე არაფერი შეიცვლება, რადგან ჩემპიონატები უკვე დაგეგმილია. …კალენდრის შედგენისას...
შოთა ვეფხვებში
შოთა არველაძის ინგლისურ „ჰალში“ დანიშვნა გადაწყდა. ჯერ კიდევ დეკემბერში ვწერდით ამაზე. ახალ კლუბთან ის წელიწადნახევრიან კონტრაქტს გააფორმებს კიდევ ერთი წლით გაგრძელების პერსპექტივით. რა კლუბია „ჰალ სიტი“ ? ცოტა რამ დღევანდელობაზე და ცოტაც ისტორიიდან… ის ყველამ ვიცით, რომ ჩემპიონშიფის (რანგით მეორე ლიგა) გუნდია და 24 გუნდს შორის მე-19 ადგილზეა. სამი გუნდი ვარდება და კლუბის ამოცანაც გასაგებია…...
როგორც იქნა!
მიუნხენის „ბაიერნმა“ ბუნდესლიგაში 4:1 მოუგო „ჰერტას“. გაუჭირდებოდა… შედეგში და ანგარიშშიც არაფერია საკვირველი, მაგრამ ერთი უცნაურობაა, რომ რობერტ ლევანდოვსკიმ გოლი ვერ გაიტანა. ოთხიდან ვერცერთი. ამაზე თანაგუნდელებმა იხუმრეს და აი, მათი კომენტარებიც: იოზუა კიმიხი: „ლევა გასახდელში ცოტა გაბრაზებული იყო“. თომას მიულერი: „როგორც იქნა, ჩავატარეთ მატჩი, რომელშიც გოლი ვერ გაიტანა… მოხარულები ვართ“. ამასობაში გერმანულ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ...
ატალანტას მეზარბაზნეები აკლია
ბერგამოს „ატალანტას“ ასეთი სერია ბოლო წლებში არ ჰქონია… გუნდი ცნობილია იმით, რომ ბევრი გოლი გააქვს, შარშანწინდელ სეზონში სულაც 98 გოლამდე ავიდა სერია A-ში, აი, ბოლო პერიოდში კი… ამ სიტუაციას ჩვეულებრივი მიზეზი აქვს: შემტევებიდან ზოგი ტრავმირებულია, ზოგს – კორონავირუსი შეჰყრია… ბერგამოელებს ყოველ შეხვედრაში მინიმუმ 7-8 კაცი აკლიათ, უმრავლესობა კი შეტევის ხაზიდან. მოკლედ, მეზარბაზნეები არ ჰყავთ. ამას...
აფრიკა დააწყვილეს
გაიმართა აფრიკიდან მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელი ფლეი ოფების წილისყრა. 10 გუნდი, 5 წყვილი და 5 გამარჯვებული გადის მონდიალზე… ყველაზე ხმაურიანი წყვილი მაინც ეგვიპტე-სენეგალია, სადიო მანესა და მოჰამედ სალაჰის გათვალისწინებით. „ლივერპულის“ ვარსკვლავები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ნიგერია-განა? ბოლო წლებში განა ისეთი ვეღარ არის, ესიენ-ასამოა-მუნტარის დროს რომ იყო, ასე რომ ფავორიტებად „არწივები“ მოსჩანან. ამ ათეულში შედარებით ყველაზე სუსტად დემოკრატიული კონგო...
გველი სტადიონზე
ამერიკულ მლს-ში ახლა შესვენებაა და გუნდები შეკრებას გადიან. „ინტერ მაიამი“ ფლორიდაშია, ვარჯიშობს და სანახავად მოულოდნელი სტუმარი მიუვიდათ: გველი… ნახევარმცველი ბრეკ შეი არ შეშინდა, მიუახლოვდა, ფრთხილად აიყვანა და სანაგვე ყუთში გადააგდო. მერე კი, არ ვიცით მისი ბედი. ბრეკ შეი თურმე გაწვრთნილი ყოფილა ასეთ ამბებში: „სახლში გვყავდა გველიც, კუც და სხვა ქვეწარმავლებიც. ხალხის უმრავლესობას მათი ეშინია, მაგრამ...









