Author: ილია ნანობაშვილი (ilia nanobashvili)

Home ილია ნანობაშვილი
კლოპს გაუგებ, პეპს – ვერა
ჩანაწერი

კლოპს გაუგებ, პეპს – ვერა

„ლიდსის“ არგენტინელმა მწვრთნელმა მარსელო ბიელსამ იურგენ კლოპისა და პეპ გვარდიოლას თავისებურებებზე ისაუბრა. „ გვარდიოლას იდეებს ვერ გაუგებ. მხოლოდ უნდა უყურო და ისიამოვნო. თუ ვინმე პეპის მიბაძვას დაიწყებს, რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება. ინტერპრეტაცია შეუძლებელია. … ვფიქრობ, შეუძლებელია იმის გაგება, თუ როგორ მუშაობს მისი ტვინი. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის შეუძლებელია. … კლოპი? ის შესანიშნავი მწვრთნელია თავისი სტილითა და ხასიათით....

აფრიკელი მსაჯი: სიკვდილთან ახლოს ვიყავი
ჩანაწერი

აფრიკელი მსაჯი: სიკვდილთან ახლოს ვიყავი

მსაჯმა ჯენი სიკაზვემ მთელ მსოფლიოს გააცნო თავი, როცა მალი-ტუნისის მატჩი (1:0) დროზე ადრე, 86-ე წუთზე დაასრულა. მერე როცა უთხრეს რაც გააკეთა, გააგრძელა და მაინც ადრე დაასრულა, 89:52 წუთზე. არანაირი დამატებული წუთები, 8 წამით ადრე შეწყვიტა თამაში. სიკაზვეზე მეორე დღეს ოფიციალური განცხადება გაკეთდა აფრიკის თასის ხელმძღვანელებისგან — შეუძლოდ გახდა, რაც მზის დარტყმამ გამოიწვიაო. ახლა კი მსაჯის...

რატომ ობა?
ჩანაწერი

რატომ ობა?

კითხვები, პროცედურები, მეილზე გადაგზავნა-გამოგზავნები… დასრულდა: „ბარსელონამ“ პიერ-ემერიკ ობამეიანგი გადაიბირა. მოხდა ისე, რომ ობამეიანგსა და ლონდონის „არსენალს“ შორის კონტრაქტი შეწყდა ორმხრივი შეთანხმებით, ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახდა და დანარჩენი „ბარსასთან“ მცირე დეტალების გარკვევაღა იყო. კონტრაქტი 2025 წლამდე გაფორმდა, გასაშვები თანხა კი 100 მილიონი ევროა. ობამეიანგის ისტორია ბევრმა კი იცის, მაგრამ მოკლედ მაინც ვთქვათ: „არსენალის“ კაპიტანი იყო. დისციპლინარული...

7! – სად ურტყამენ კოლუმბიელები?
ჩანაწერი

7! – სად ურტყამენ კოლუმბიელები?

არგენტინა-კოლუმბია 1:0… ეს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის ბოლოდან მესამე ტურში. გოლი „ინტერის“ ფორვარდმა ლაუტარო მარტინესმა გაიტანა, არგენტინამ კი 29-ე წაუგებელი მატჩი ჩაატარა. ჩანს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში სხვა არგენტინაა, გამართული გუნდი. კოლუმბიაზე კი ცალკე. მსოფლიოზე გასვლის შანსი დარჩა, მაგრამ მცირე. საოცარია, მაგრამ კოლუმბიამ ზედიზედ 7 შეხვედრაში ვერ გაიტანა გოლი… ზედიზედ 7 და საუბარია რადამელ ფალკაო...

რონალდო: სად ჩვენი დრო, სად ახლანდელი
ჩანაწერი

რონალდო: სად ჩვენი დრო, სად ახლანდელი

ბრაზილიელმა რონალდომ ლეო მესისა და ნეიმარზე ისაუბრა. ფენომენმა ერთ მნიშვნელოვან თემას გაუსვა ხაზი: ფეხბურთელების ცხოვრების წესს, რაშიც ადრინდელსა და ახლანდელს შორის დიდი სხვაობაა. „მესი ექსტრაორდინალური, ძლიერი და ტექნიკური ფეხბურთელია. ყველა თამაშში გოლის გატანა სურს. …ნეიმარი კიდევ ერთი ტოპ-ფეხბურთელია. ვფიქრობ, ჯერ კიდევ შეუძლია, ბრაზილიის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაში დაეხმაროს, მაგრამ სამშობლოში ბევრს აკრიტიკებენ პირადი ცხოვრების გამო....

ფეხბურთელებო, თქვენ პრანჭია გოგონები ხართ!
ჩანაწერი

ფეხბურთელებო, თქვენ პრანჭია გოგონები ხართ!

გარდაიცვალა მაურიციო ძამპარინი. კაცი, რომელსაც უკავშირდება კლუბ „პალერმოს“ უცაბედი პროგრესი და მერე სტაბილური თამაში, ევროტურნირებზე მუდმივი გასვლები, მაგარი ტრანსფერები: ედინსონ კავანი, ფაბრიციო მიკოლი, ხავიერ პასტორე, პაულო დიბალა, ფაბიო გროსო, ლუკა ტონი… ბევრის ჩამოთვლა შეიძლება. და კიდევ, ქართველი ლევან მჭედლიძე. როგორც გახსოვთ, მჭედლიძე „პალერმოში“ თამაშობდა და სწორედ მაშინ გაუტანა გოლი ჯიჯი ბუფონს. ძამპარინი 80 წლის გახლდათ....

კანადა პირველ ადგილზეა!
ჩანაწერი

კანადა პირველ ადგილზეა!

ეს ჰოკეი არაა, ფეხბურთია… ყველა კონტინენტის ზონა რომ ავიღოთ, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის მთავარი სიურპრიზი კანადის ნაკრებია. სხვაგან მაინცდამაინც სენსაცია არ ხდება, აი, კანადა კი კონკაკაფის ზონაში პირველ ადგილზეა და დიდი ალბათობით, მსოფლიოზე გავა. სამი გუნდი გადის და მეოთხე ფლეი-ოფს თამაშობს – ასე რომ… კანადამ 2:0 მოუგო აშშ-ს. ლარენმა და აკუდაგბემ გაიტანეს მატჩის დასაწყისსა და ბოლოში....

ვინც გვაწვალებდა, ის დაგვეხმარება
ჩანაწერი

ვინც გვაწვალებდა, ის დაგვეხმარება

ფრენკ ლემპარდი „ევერტონის“ მთავარ მწვრთნელად ინიშნება. ფორმალურ მხარეს ელოდებიანო. ლემპარდი „ჩელსის“ სახეა, გუნდის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. იქ თამაშობდა და მწვრთნელიც გახლდათ თომას ტუხელამდე. „არისტოკრატებიდან“ წასვლის მერე, ლემპარდს სხვადასხვა კლუბებს უკავშირებდნენ, მათ შორის, „კრისტალ პალასსა“ და „ასტონ ვილასაც“, სადაც სტივენ ჯერარდი დაინიშნა. „ევერტონი“ ცუდ დღეშია. მე-16 ადგილი, ბოლო ტურებში საშინელი სერია… ამ ამბავის გამო...

პოლიტიკური თამაში
ჩანაწერი

პოლიტიკური თამაში

პოლონეთმა ნაკრების მთავარი მწვრთნელი შეარჩია: პოსტზე ადამ ნავალკას დააბრუნებენ, რომელიც ევრო 2016-ის პერიოდში მუშაობდა ნაკრებში. და ანდრეი შევჩენკო? პოლონეთის ერთ-ერთი ცნობილი გამოცემა Przeglad Sportowy წერს, რომ შევჩენკოს იგნორირების მიზეზი პოლიტიკურია: უკრაინელი რუს ოლიგარქ რომან აბრამოვიჩთან მეგობრობს, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელ ნახევარფინალურ ფლეი-ოფში პოლონეთი სწორედ რუსეთს ხვდება… ისიც ცნობილია, რომ „ჩელსის“ მფლობელი აბრამოვიჩი რუსულ ფეხბურთთან მუდმივ...

ჯიჯი 44
ჩანაწერი

ჯიჯი 44

ჯანლუიჯი ბუფონი 44 წლის გახდა. 27 წელი ხდება, რაც დებიუტი ჰქონდა დიდ ფეხბურთში, დიახ, 27! 1995 წლის ნოემბერში „პარმა“ „მილანს“ უნდა შეხვედროდა. პარმელთა ძირითადი მეკარე ლუკა ბუჩი ტრავმირებული გახლდათ, ასევე მანამდე დაშავდა მეკარე ალესანდრო ნისტა და მწვრთნელმა ნევიო სკალას სხვა რა ექნა, 17 წლის ბიჭი დააყენა – ჯანლუიჯი ბუფონი. თამაში 0:0 დასრულდა, სკოლის მოსწავლემ დიდებულ...