როგორც იქნა!

Home აქეთურ-იქითური როგორც იქნა!
როგორც იქნა!

Bayern Munich vs Hertha: Hertha holds Bayern in Bundesliga Opener - Anytime  Footballმიუნხენის „ბაიერნმა“ ბუნდესლიგაში 4:1 მოუგო „ჰერტას“. გაუჭირდებოდა…

შედეგში და ანგარიშშიც არაფერია საკვირველი, მაგრამ ერთი უცნაურობაა, რომ რობერტ ლევანდოვსკიმ გოლი ვერ გაიტანა. ოთხიდან ვერცერთი.

ამაზე თანაგუნდელებმა იხუმრეს და აი, მათი კომენტარებიც:

იოზუა კიმიხი: „ლევა გასახდელში ცოტა გაბრაზებული იყო“.

თომას მიულერი: „როგორც იქნა, ჩავატარეთ მატჩი, რომელშიც გოლი ვერ გაიტანა… მოხარულები ვართ“.

ამასობაში გერმანულ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ „ბაიერნი“ ზაფხულში ლევანდოვსკის გაყიდის იმ შემთხვევაში, თუ მანამდე პოლონელი კონტრაქტს არ გააგრძელებს.

ლევას 2023 წლის ზაფხულამდე აქვს ხელშეკრულება

ავტორის პროფილი

ილია ნანობაშვილი
კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ