Author: ილია ნანობაშვილი (ilia nanobashvili)

Home ილია ნანობაშვილი
მარიო იტალიაში?
ჩანაწერი

მარიო იტალიაში?

დიდი შანსია, მარიო ბალოტელი ისევ გამოიძახონ იტალიის ნაკრებში. გიჟმაჟი ბალო ბოლოს 2018 წელს იყო „სკუადრა აძურაში“, მთლიანობაში კი 36 მატჩი აქვს ჩატარებული. ცნობილი ჟურნალისტი, ინსაიდერი ფაბრიციო რომანო წერს, რომ რობერტო მანჩინი ბალოტელის დაბრუნებას აპირებს, რადგან შეტევის ხაზში პრობლემები აქვს. ფედერიკო კიეზას ტრავმა, სხვა შემტევების დაბალი შედეგიანობა… იტალიას კი უჭირს, მარტში მსოფლიო ჩემპიონატში გასასვლელი ნახევარფინალური ფლეი-ოფი...

ფირმინო, შენ თავისუფლება დაიმსახურე!
ჩანაწერი

ფირმინო, შენ თავისუფლება დაიმსახურე!

იურგენ კლოპის ცნობილი გამონათქვამები რობერტო ფირმინოზე: „გავა დრო და წიგნს დაწერენ თემაზე, თუ როგორ თამაშობდა ფირმინო ცრუ 9 ნომრად”. „სალაჰი მსოფლიო კლასია, მაგრამ არა ყოველთვის; მანე მსოფლიო კლასია, მაგრამ არა ყოველთვის; ფირმინო კი ყოვეელთვის მსოფლიო კლასია”. რაზე გაგვახსენდა? „ლივერპული” ბრაზილიელ რობერტო ფირმინოს თავისუფალი არჩევანის საშუალებას აძლევს. განვმარტავთ: მომდევნო სატრანსფერო ფანჯრისას ბრაზილიელს თავად შეუძლია გადაწყვიტოს, დარჩება...

ფატის ცრემლები
ჩანაწერი

ფატის ცრემლები

ანსუ ფატი ისევ დაშავდა და ტირილით გავიდა მოედნიდან… ეს მოხდა „ბილბაო” —„ბარსელონას” სათასო მატჩის დროს, რომელიც ბასკებმა 3:2 მოიგეს და კატალონიელები მერვედფინალიდან გამოთიშეს. 19 წლის ფატი მეორე ტაიმში გამოჩნდა მოედანზე, მაგრამ 35 წუთში ტრავმის გამო შეცვალეს. ეს უკვე დამატებით დროში მოხდა. „ბარსელონას“ 10 ნომერს თითქოს არაფერი სჭირდა, კონტაქტიც არ იყო, მაგრამ აჩქარებისას პრობლემა შეექმნა. ზოგადად...

ტრაქტორი და ფეხბურთი
ჩანაწერი

ტრაქტორი და ფეხბურთი

ინგლისის მეოთხე დივიზიონში ინციდენტი მოხდა და მოედანზე ტრაქტორი დასჭირდათ. „პორტ ვეილი“ „სოლფორდს“ ეთამაშებოდა. მასპინძელთა ფეხბურთელი კონორ ჰოლი ცდილობდა, გოლისგან გადაერჩინა თავისი გუნდი და ძელს შეასკდა. ეტყობა, ჰოლი იმდენად ძლიერია ფიზიკურად, ან ძელი უხარისხო იყო და გადაიღუნა. მინი-ტრაქტორის საშუალებით გაასწორეს. Things you don't expect to see on a football pitch 🚜 Port Vale's game with Salford...

თამაში ფეხებზე მეკიდა
ჩანაწერი

თამაში ფეხებზე მეკიდა

„არსენალისა“ და „ბარსელონას“ ყოფილა საყრდენმა ნახევარმცველმა ალექს სონგმა საინტერესო ამბავი გაიხსენა თავისი კარიერიდან. პირდაპირი კაცი ყოფილა კამერუნელი – თქვა, თამაში კი არა, ფული მაინტერესებდაო… „როცა „ბარსელონას“ შემოთავაზებული კონტრაქტი ვნახე და ციფრებს შევხედე, აღარ მიფიქრია. ვიგრძენი, რომ როცა კარიერას დავასრულებდი, ჩემს ცოლსა და შვილებს კომფორტული მომავალი ელოდათ. …სპორტულმა დირექტორმა მითხრა, რომ შესაძლოა, ბევრი მატჩი არ ჩამეტარებინა...

არ დანებდე!
ჩანაწერი

არ დანებდე!

ავსტრალიის ღია პირველობაზე ვნახეთ ეს მომენტი. ესპანელმა პაბლო კარენო-ბუსტამ ასე მოიპოვა ქულა ნიდერლანდელ ტელონ გრიკსპორთან… ნახეთ, როგორ ირბინა და საიდან ჩააგდო. ქულა ჩაეთვალა, ბადეს არ შეხებია. ეს ბრეიქ-პონტი იყო. შეხვედრაც სწორედ კარენო-ბუსტამ მოიგო 5 სეტში. საინტერესოა, რომ ნიდერლანდელ გრიკსპორს აქამდე 29-მათჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა.

საქართველოს ხმა ფიფაში
ჩანაწერი

საქართველოს ხმა ფიფაში

The Best FIFA – როგორც იცით, 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელი რობერტ ლევანდოვსკი გახდა. „ოქროს ბურთს“ ვერ შესწვდა, თორემ ფიფას ვერსიით ზედიზედ მეორედ მოიგო. და როგორი იყო საქართველოს ხმები? არა მხოლოდ ფეხბურთელზე, სხვა ნომინაციებში საქართველოსგან რჩეულებზეც გეტყვით. როგორც იცით, საქართველოდან ხმის უფლება აქვთ ნაკრების მწვრთნელ ვილი სანიოლს ( ვინც პირველად მონაწილეობდა), კაპიტან ჯაბა კანკავას და მედიიდან,...

დრონი მეფობენ…
ჩანაწერი

დრონი მეფობენ…

დრონი მეფობენო… აი, ზუსტად ესადაგება ამ ამბავს. ბრაზილიელი გარემარბი დავიდ ნერეში რამდენიმე დღის წინ ამსტერდამის „აიაქსიდან“ დონეცკის „შახტარში“ გადავიდა. ნერეში ორი წლის წინ დაფრინავდა, როცა ნიდერლანდური გრანდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა და ფინალამდეც რამდენიმე წამი დააკლდა. შარშან ცოტა მოუკლო, მაგრამ მაინც კარგი ფეხბურთელია და დონეცკელებისთვის მშვენიერი შენაძენი. ყურში უცნაურად მოსახვედრი კი ის იყო, რომ ნერეშმა...

ლევანდოვსკი The Best
ჩანაწერი

ლევანდოვსკი The Best

FIFA-ს დაჯილდოვება და ისევ რობერტ ლევანდოვსკის ტრიუმფი, როგორც შარშან… „ოქროს ბურთს“ ვერ იგებს, თორემ FIFA The Best მისია. სამეულში იყვნენ ლეო მესი და მოჰამედ სალაჰიც, მაგრამ პოლონელი რჩეულია. 2021 წლის რჩეულების დაჯილდოვება ონლაინ ჩატარდა. მსოფლიო პანდემია ხომ ყველაფერს ურტყამს და ურევს. ზოგადად გამოკითხვაში მონაწილეობას იღებენ ნაკრების კაპიტნები, მწვრთნელები, მედია და ქომაგები. უფრო სწორად, ქომაგები საუკეთესო...

ერიქსენი ინგლისურ-დანიურ გუნდში?
ჩანაწერი

ერიქსენი ინგლისურ-დანიურ გუნდში?

კრისტიან ერიქსენი, შესაძლოა, ინგლისის „ბრენტფორდში“ გადავიდეს. ეს გუნდი პრემიერლიგის ცხრილის შუაშია და ერთი საინტერესო რამით გამოირჩევა: 8 დანიელი ფეხბურთელი ჰყავს და მწვრთნელიც დანიელია – თომას ფრანკი. ვერ იტყვი, რომ რომელიმე გუნდის წამყვანი ფეხბურთელია. ამ რვიდან სამი კაცი ნაკრებშია, მაგრამ იქ სათადარიგოს როლი აქვთ. ნორგაარდი, იენსენი, იორგენსენი… „ბრენტფორდი“ მოსალოდნელზე კარგ სეზონს ატარებს. ბოლო დროს მოუხშირა წაგებებს,...