რობერტ ლევანდოვსკის იმდენი გოლი გააქვს და ისე თავისუფლად, გეგონება მის წინ მცველები და მეკარე კი არა, უბრალოდ გამცილებლები დგანან. დარჩა ინტრიგა: დაეწევა გერდ მიულერს ბუნდესლიგაში გატანილი გოლების რაოდენობით? „ერის ბომბარდირს“ 365 გოლი აქვს, ლევანდოვსკის კი – 300… დაწევა რთული იქნება, მაგრამ პოლონელისთვის რა არის წარმოუდგენელი? აქვე, ყველა დროის 10 ბუნდესმეგოლე. ათეულსაც მიულერი ამთავრებს, ოღონდ დიტერი…...
Author: ილია ნანობაშვილი (ilia nanobashvili)
რაფა მორჩა
„ევერტონმა“ რაფა ბენიტესი გაათავისუფლა. ესპანელმა მწვრთნელმა ნახევარი წელიწადი იმუშავა პოსტზე. არ გამოვიდა მისი რომანი ერთ დროს N 1 მტერ კლუბთან. ცუდად დაიწყო და ცუდად დასრულდა… ბენიტესი „ლივერპულთან“ ასოცირდებოდა. ჩემპიონთა ლიგა მოიგო 2005 წელს და ბუნებრივია, „ევერტონის“ ფანების უმრავლესობა ცუდად შეხვდა მის დანიშვნას. მით უმეტეს, ახსოვდათ ესპანელის ძველი გამონათქვამი – როცა „ევერტონი“ პატარა კლუბად მოიხსენია. საქმეც ვერ...
ხორვატი სერბს: არ დანებდე !
ნოვაკ ჯოკოვიჩს ვიზა გაუუქმეს და მეორედ აუკრძალეს ავსტრალიის ტერიტორიაზე შესვლა. Australian Open-ის 9-გზის ჩემპიონი კორონავირუსისგან აცრილი არაა, ავსტრალიური კანონებით კი უცხო ქვეყნიდან აუცრელის შესვლა არ შეიძლება. „ნოლემ“ აპელაცია შეიტანა, რომელსაც კვირას განიხილავენ. ამასობაში კი თითქმის მთელი საჩოგბურთო სამყარო სერბის გარშემო გაერთიანდა, თუმც ზოგი არც მწვადს წვავს, არც – შამფურს… აგერ, მათი კომენტარებიც? ზვერევი „არცთუ სამართლიანია, როცა...
გააღეთ კარი!
ნიდერლანდური კლუბები ქვეყნის მთავრობას მოუწოდებენ, რომ სტადიონზე მაყურებელი დაუშვან, თუ არადა, დემონსტრაციულად გააღებენ კარს… ნიდერლანდებში ნოემბრის პირველი რიცხვებიდან აკრძალეს დასწრება და კლუბებმა საერთო განცხადება გააკეთეს: „გულშემატკივრების გარეშე თამაშს აღარ ვაპირებთ. უმაყურებლობამ წინა სეზონში საერთო ჯამში 100 მილიონი ევრო დაგვაკარგვინა. ზარალი სერიოზულია, ეს კი მთლიანად ხარისხს ურტყამს და არა მხოლოდ კლუბების, არამედ ნიდერლანდების ეროვნული გუნდისთვისაც ძალიან...
როგორც თოვლი აფრიკაში…
აფრიკაში გოლების გვალვა გრძელდება. ახლა ციფრები: 15 მატჩი ჩატარდა და აქედან 10 დასრულდა 1:0… ხოლო 3 თამაში დასრულდა 0:0. მხოლოდ ორ შემთხვევაში მოხდა, რომ ერთზე მეტი გოლი გავიდა. კამერუნი-ბურკინა ფასო 2:1, კამერუნი-ეთიოპია 4:1. ეს უკვე ნამეტანია. ეტყობა, კარი უნდა გაზარდონ?! აი, ახლა როცა ვწერდით, თან ველოდით სენეგალი-გვინეის თამაშის დასრულებას, 0:0 იყო და… გაგიკვირდებათ, ასევე მორჩა....
დანი ალვეში ათასიანია
დანი ალვეში გამოძახებულია ბრაზილიის ნაკრებში, რომელსაც მონდიალის ორი საკვალიფიკაციო მატჩი ელის: 28 იანვარს ეკვადორთან და 1 თებერვალს პარაგვაისთან. ბრაზილიისთვის ეს უკვე ამხანაგურებია, რადგან მსოფლიო ჩემპიონატის საგზური შარშანვე მოიპოვა. რაც შეეხება ალვეშს, „ბარსელონაში“ ორი თამაშით აჩვენა, რომ ჯერ კიდევ ძალაა. 38 წლისაა, მაგრამ რა მოხდა, ზლატან იბრაჰიმოვიჩთან შედარებით ჯერ „ბავშვია“. ის 40-ისაა. მართალია, „რეალთან“ 2:3 წაგებულ...
ზაჰავი და ქურდები
ეს ნიდერლანდური პსვ-ის თავდამსხმელი ერან ზაჰავი გახლავთ. 34 წლისაა, მაგრამ მშვენიერ ფორმაშია. წინა სეზონში 17 გოლი გაიტანა, მიმდინარეში კი 8 უკვე მოასწრო და 7 საგოლე პასიც დაამატა. ზაჰავის ზაფხულში კონტრაქტი უმთავრდება და კლუბი ახალს სთავაზობს, მაგრამ ფეხბურთელი არ თანხმდება. დიდი ამბავიო, იკითხავთ, მაგრამ ამბავი არასაფეხბურთოა და თან ხდება დავარცხნილ-მოწესრიგებულ ქვეყანაში – ნიდერლანდებში. ზაჰავი ამსტერდამში ცხოვრობს...
ფანები: ანიელი, მოკვდი!
იტალიის სუპერთასი „ინტერმა“ მოიგო, „იუვენტუსს“ დამატებით დროში აჯობა – 2:1. გარდა იმისა, რომ სუპერთასების ისტორიაში ყველაზე გვიანი გოლი გავიდა (ალექსის სანჩესი 122-ე წუთზე), იმითაც იყო აღსანიშნავი, რომ მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ პირველი ტიტული მოიგო „ინტერში“ და ეს მისთვის მესამე სუპერთასია: წინა ორი „ლაციოში“ აიღო. თუმცა აქ სხვა ამბავს უფრო შევეხებით. „იუვეს“ ულტრასებს დიდი ბანერი ჰქონდათ გამოტანილი...
კანტონა მონდიალს არ უყურებს
ერიკ კანტონამ განაცხადა, რომ წლეულს მსოფლიო ჩემპიონატის ყურებას არ აპირებს. „მანჩესტერ იუნაიტედის“ ძველი ვარსკვლავი ამბობს, რომ ფეხბურთი მხოლოდ ბიზნესად გადაიქცა და ყატარში ადამიანების უფლებები არაა დაცული… „სიმართლე გითხრათ, ყატარში ნამდვილ მსოფლიო ჩემპიონატს არ ველოდები. ბოლო პერიოდში ბევრი ოლიპიადა თუ მსოფლიო ჩემპიონატი იყო განვითარებად სახელმწიფოებში, ნაკლებად საფეხბურთო ადგილებში. ყატარი არანაირად არაა საფეხბურთო ქვეყანა. არ ვარ წინააღმდეგი...
გახსოვთ ოსკარი? ბარსელონა გაგვახსენებსო
„ბარსელონამ“, შესაძლოა, ჩინეთიდან დაიმატოს ფეხბურთელი. ოღონდ, ერთ დროს მაგარ ფეხბურთელზეა საუბარი: 30 წლის ბრაზილიელ ოსკარზე, რომელიც ბრწყინვალედ იწყებდა კარიერას, მაგრამ 25 წლისა ჩინეთში წავიდა და შემორჩა. ხან ახალ კაკას ეძახდნენ, ხან ახალ ზიკოს. ოსკარმა იფრინა „ჩელსის“ რამდენიმე მატჩში, ყველაზე დასამახსოვრებელი კი „იუვენტუსთან“ ჩემპიონთა ლიგაში ლამაზი გოლები იყო, თუმცა მერე ნელ-ნელა მოუკლო. ოსკარი „შანხაი პორტში“ თამაშობს...









