როგორც თოვლი აფრიკაში…

Home დავთარი როგორც თოვლი აფრიკაში…
როგორც თოვლი აფრიკაში…
Africa Cup of Nations 2022 Qualifying: Who's in? Who's out?აფრიკაში გოლების გვალვა გრძელდება. ახლა ციფრები: 15 მატჩი ჩატარდა და აქედან 10 დასრულდა 1:0… ხოლო 3 თამაში დასრულდა 0:0.
მხოლოდ ორ შემთხვევაში მოხდა, რომ ერთზე მეტი გოლი გავიდა. კამერუნი-ბურკინა ფასო 2:1, კამერუნი-ეთიოპია 4:1.
ეს უკვე ნამეტანია. ეტყობა, კარი უნდა გაზარდონ?!
აი, ახლა როცა ვწერდით, თან ველოდით სენეგალი-გვინეის თამაშის დასრულებას, 0:0 იყო და… გაგიკვირდებათ, ასევე მორჩა.
ეს ჯგუფია და ლოგიკურად თუ გავყვებით, ფლეი-ოფებიდან უფრო უნდა შემცირდეს შედეგიანობა.
თუმცა ამაზე მეტად შემცირება რაღაა, ვერ გეტყვით.
ბევრი ჯარიმა, შეჩერებები, გაწელილი დრო, იშვიათად რომ ვინმემ რამე ორიგინალური მოიფიქროს…

ავტორის პროფილი

ილია ნანობაშვილი
კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ