ტრაქტორი და ფეხბურთი

Home აქეთურ-იქითური ტრაქტორი და ფეხბურთი
ტრაქტორი და ფეხბურთი

ინგლისის მეოთხე დივიზიონში ინციდენტი მოხდა და მოედანზე ტრაქტორი დასჭირდათ. „პორტ ვეილი“ „სოლფორდს“ ეთამაშებოდა. მასპინძელთა ფეხბურთელი კონორ ჰოლი ცდილობდა, გოლისგან გადაერჩინა თავისი გუნდი და ძელს შეასკდა.

ეტყობა, ჰოლი იმდენად ძლიერია ფიზიკურად, ან ძელი უხარისხო იყო და გადაიღუნა. მინი-ტრაქტორის საშუალებით გაასწორეს.

ავტორის პროფილი

ილია ნანობაშვილი
კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ