The Best FIFA – როგორც იცით, 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელი რობერტ ლევანდოვსკი გახდა. „ოქროს ბურთს“ ვერ შესწვდა, თორემ ფიფას ვერსიით ზედიზედ მეორედ მოიგო.
და როგორი იყო საქართველოს ხმები? არა მხოლოდ ფეხბურთელზე, სხვა ნომინაციებში საქართველოსგან რჩეულებზეც გეტყვით.
როგორც იცით, საქართველოდან ხმის უფლება აქვთ ნაკრების მწვრთნელ ვილი სანიოლს ( ვინც პირველად მონაწილეობდა), კაპიტან ჯაბა კანკავას და მედიიდან, ტრადიციულად „სარბიელის“ გამომცემელ ზურაბ ფოცხვერიას. მაშ, ასე…
საუკეთესო ფეხბურთელი
ფოცხვერია: 1. ლევანდოვსკი, 2. ბენზემა, 3. რონალდუ
სანიოლი: 1. ბენზემა, 2. ლევანდოვსკი, 3. მბაპე
კანკავა: 1. მესი, 2. კანტე, 3. ჟორჟინიო
(როგორც ხედავთ, საუკეთესო მხოლოდ ზურაბ ფოცხვერიამ „გამოიცნო“. სანიოლს აშკარად ეტყობა პატრიოტობა, ხოლო კანკავამ ლევანდოვსკი სამეულში არ შეიყვანა)
საუკეთესო მეკარე
ფოცხვერია: 1. დონარუმა, 2. შმაიხელი, 3. ნოიერი;
კანკავა: 1. დონარუმა, 2. ნოიერი, 3. მენდი;
სანიოლი: 1. ნოიერი, 2. მენდი, 3. დონარუმა;
(აქ მენდი გახდა საუკეთესო. საქართველოდან ის არავინ დაწერა პირველ ნომრად)
საუკეთესო მწვრთნელი
ფოცხვერია: 1. მანჩინი, 2. ტუხელი, 3. ფლიკი;
კანკავა: 1. მანჩინი, 2. ფლიკი, 3. ტუხელი;
სანიოლი: 1. მანჩინი, 2. ფლიკი, 3. ტუხელი;
(საუკეთესო ტუხელი გახდა. როგორც ხედავთ, საქართველოდან სამივე ხმა იტალიელისკენ წავიდა)
ავტორის პროფილი
- კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე26/04/2022 | 15:45ბენზემა და ცხრა სხვა
აქეთურ-იქითური26/04/2022 | 14:41როცა ფეხბურთს 33 წლის ასაკში გასწავლიან
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:32ის ურჩევნია ალვესსა …
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:05ლემპარდი: აბა, სალაჰი წაქცეულიყო…
