სენეგალელმა ვარსკვლავმა სადიო მანემ რიო ფერდინანდის პოდკასტში „ლივერპულის’’ დროინდელი ამბები გაიხსენა და მოჰამედ სალაჰთან ურთიერთობაზე ილაპარაკა. მანე მერსისაიდელებს 2016 წელს შეუერთდა და 2022 წლამდე დაჰყო. ის, ბრაზილიელი რობერტო ფირმინო და ეგვიპტელი სალაჰი გუნდის მრისხანე თავდასხმის ხაზს ქმნიდნენ. მათ მოიგეს ჩემპიონთა ლიგა, პრემიერლიგა, კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატი (ძველი ფორმულით), ევროპის სუპერთასი, მაგრამ იყო ერთი შეხვედრა, „ბარნლისთან’’, როდესაც...
Author: პაპუნა კედია (პაპუნა კედია)
იტალიას წესით არ უნდა გაუჭირდეს
ხუთშაბათს ფიფამ 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფლეი-ოფის წილისყრა ჩაატარა. 48 ფინალისტიდან 42 ცნობილია, ექვსის ვინაობაღა დარჩა გასარკვევი. თეორიულად ფლეი-ოფში ყველაზე იოლი გზა იტალიის ნაკრებს ერგო: ჯერ ჩრდილოეთ ირლანდია, შემდეგ კი უელსსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას შორის გამარჯვებული, თუმცა ჯობს თანმიმდევრულად მოვყვეთ. 16 ევროპული ნაკრებისგან, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრად ბრძოლას განაგრძობენ, შედგა ოთხი მიკრო-შეჯიბრება. თითოეულ მათგანში გაიმართება ორი...
რატომ სთხოვა ბარსამ ლევანდოვსკის, მეტი გოლი აღარ გაეტანა?
პოლონელმა თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ 2022-23 წლების სეზონში ყველა შეჯიბრებაში ერთად 33 გოლი გაიტანა. ეს იყო მისი პირველი სეზონი „ბარსელონაში’’, რომელშიც, როგორც მის ახლახან გამოცემულ ბიოგრაფიაში წერია, მას კიდევ უფრო მეტის გატანა შეეძლო. წიგნს რომელშიც წერია, თუ რატომ არ გაიტანა ლევანდოვსკიმ მეტი, ჰქვია „ლევანდოვსკი. ავთენტური’’. მისი ავტორია სებასტიან სტაჟევსკი, რომელიც ასაჯაროებს საოცარ ამბავს. თურმე „ბარსას’’ ხელმძღვანელობამ...
„შპორტ ბილდი”: სალაჰი ახალგაზრდებს ბლოკავს
ფლორიან ვირტცისგან „ლივერპულში’’ ბევრს ელოდნენ, მაგრამ გერმანელმა არ გაამართლა და 125 მილიონ ევროდ ნაყიდი ნახევარმცველი ინგლისური მედიის კრიტიკის ობიექტად იქცა. თანამემამულის დასახმარებლად ხმა გერმანულმა „შპორტ ბილდმა’’ აიმაღლა. ჟურნალმა დაწერა, რომ ვირცის პრობლემა მო სალაჰია. ეგვიპტელს მიმდინარე სეზონში გუნდისთვის ზიანი მოაქვს, ის „ლევერკუზენიდან’’ გადასულ ახალწვეულს კი არ ეხმარება. ვირტცის ტრანსფერი იმავე „ლივერპულში’’ ალექსანდერ ისაკის „ნიუკასლიდან’’ 145...
ოცდაცხრამეტჯერ გააუპატიურა
ფეხბურთის სუპერაგენტი ჯონათან ბერნეტი ლონდონში, ჰითროუს აეროპორტში დაიჭირეს. მას „სექსუალური მონის’’ გაუპატიურებასა და წვალებაში ადანაშაულებენ. ქალს პირობითად (ან მართლა) ჯეინ დოუ ჰქვია. მან „ფორბსის’’ მიერ 2019 წლის მსოფლიოს ყველაზე გავლენიან აგენტად აღიარებულ ბერნეტს ბრალი ავსტრალიიდან დიდ ბრიტანეთში თვითმფრინავით გადაყვანასა და სულ მცირე 39-ჯერ გაუპატიურებაში დასდო. ქალმა საჩივარი წლეულს, ივნისში აშშ-ში შეიტანა. იქ წერია, რომ ბერნეტმა...
სქოთების ეფექტური გასვლა და სხვა ამბები ევროპიდან
სამშაბათს თავიანთ ჯგუფებში პირველი ადგილები მოიპოვეს შოტლანდიამ, ესპანეთმა, ბელგიამ, ავსტრიამ და შვეიცარიამ, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდნენ. C ჯგუფში მსაჯის წამატებულ წუთებში გატანილი ორი გოლით სქოთებმა „ჰემპდენ პარკზე’’ 4:2 მოუგეს დანიას და მუნდიალის საგზური მოიპოვეს, სადაც 28 წელიწადია არ ყოფილან. ანგარიში მე-3 წუთზე სკოტ მაკტომინეიმ მაკრატელა დარტყმით გახსნა, მაგრამ რასმუს ჰოილუნდმა მეორე ტაიმში, 57-ე...
რეალის ბიჭებმა ჩუამენს უთხრეს…
ახლოვდება მსოფლიოს ჩემპიონატი და სულ უფრო მეტს მსჯელობენ იმაზე, თუ ვინ არის ტიტულის მთავარი პრეტენდენტი. საფრანგეთის ნაკრები ჩემპიონობასთან ბოლოს ოთხი წლის წინ იყო ახლოს ― ფინალში არგენტინასთან დამარცხდა, ისიც მხოლოდ და მხოლოდ პენალტებით. დღეს ფავორიტებად მსოფლიოს ჩემპიონ არგენტინას და 2024 წლის ევროპის ჩემპიონ ესპანეთს მიიჩნევენ, მაგრამ საფრანგეთიც რომ ერთ-ერთი ფავორიტთაგანია, ამაში ეჭვი არავის შეაქვს. „ლურჯებმა’’...
რასაკვირველია გერმანია და ჰოლანდია
ორშაბათს გაირკვა, რომ ევროპიდან მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასულებს შეემატნენ ოთხგზის ჩემპიონი გერმანია და სამგზის ფინალისტი ნიდერლანდები. გერმანელებმა A ჯგუფში სტატუსის საკადრისად გაიმარჯვეს ― პირველ ადგილზე გავიდნენ და პირდაპირი საგზური მოიპოვეს. ფლეი-ოფში მათ მიერ 6:0 დამარცხებული სლოვაკეთი ითამაშებს. ანგარიში მე-18 წუთზე ნიკ ვოლტემადემ გახსნა, შემდეგ კი „ჰოფენჰაიმის’’ მეკარე ოლივერ ბაუმანმა იხსნა ბუნდესმანშაფტი გოლის გაშვებისგან. ამას...
როდესაც მამარდაშვილი კონტრაქტს ხელს აწერდა, იცოდა რაც ელოდა
საიტი liverpoolecho წერს, რომ „ლივერპულში’’ მეკარეებთან დაკავშირებით დელიკატური ვითარება შეიქმნა. გუნდს ჰყავს დიდი ალბათობით მსოფლიოს საუკეთესო მეკარე ალისონ ბეკერი. მის თადარიგში მოიაზრება გიორგი მამარდაშვილი, რომელშიც „ლივერპულმა’’ 29 მილიონი გირვანქა გადაიხადა. ქართველმა ევრო 2014-ზე გაიბრწყინა. მიუხედავად იმისა რომ „ლივერპულთან’’ კონტრაქტი გააფორმა, ის ერთი წლით იჯარის წესით „ვალენსიაში’’ დარჩა. ესპანეთში გატარებულ სამ სეზონში მან დაამტკიცა, რომ კონტინენტის...
პლუს ნორვეგია და პორტუგალია
კვირას მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატს ევროპიდან ნორვეგია და პორტუგალია შეემატნენ. პირველმა ამისათვის „სან სიროზე’’ იტალიას მოუგო (4:1) , მეორემ კი სომხეთს დიდი ანგარიშით აჯობა (9:1). გოლების მანქანამ ერლინგ ჰოლანდმა „სკუადრა აძურას’’ ოთხიდან ორი გაუტანა, ხოლო სომხებთან ჰეთ-თრიკი შეასრულეს ბრუნო ფერნანდეშმა და ჟოაუ ნევეშმა. I ჯგუფში ნორვეგიამ მეორე ადგილზე გასულ და ფლეი-ოფში მოხვედრილ იტალიას საბოლოოდ 6...









