გიორგი მამარდაშვილს „ლივერპულის’’ მთავარი მეკარეობა ალისონის ტრავმის გამო შეიძლება უფრო ადრე მოუხდა ვიდრე მოსალოდნელი იყო, მაგრამ საქართველოს პირველი გოლკიპერი ამისთვის მზად აღმოჩნდაო, წერს საიტი This Is Anfield. პორტალი ამბობს, რომ გასულ ზაფხულს კევინ კელეჰერის „ლივერპულიდან’’ წასვლა გადაწყვეტილი ამბავი იყო, რადგან ირლანდიელი სათადარიგო მეკარეობისთვის გადაიზარდა, მამარდაშვილი კი შეგუებული გახლდათ ფაქტს, რომ კიდევ კარგა ხანს იქნებოდა ჩრდილში,...
Author: პაპუნა კედია (პაპუნა კედია)
ევროპიდან მსოფლიოს ვერავინ შეემატა
15 ნოემბერს მსოფლიოს ჩემპიონატს ევროპიდან ახალი გუნდი არ შემატებია. თვალშისაცემი საქართველოში ესპანეთის და შვედეთთან შვეიცარიელების შთამბეჭდავი გამარჯვებები იყო. როგორც ესპანელებმა ასევე შვეიცარიელებმა მეტოქეთა კარში ოთხ-ოთხი გოლი გაიტანეს. სხვა თამაშებში ტაბლოზე ციფრი 4 არ დაწერილა. თბილისში გამართულ შეხვედრაზე ვრცლად არ შევჩერდებით, უბრალოდ ვიტყვით, რომ ესპანეთი მოწინააღმდეგეების განადგურებას განაგრძობს, E ჯგუფში 5 თამაშიდან 5 მოგება აქვს. „ლა...
დინარუმამ იცის
პრემიერლიგის მნიშვნელოვან მატჩებში მომხდარი ინციდენტების გარჩევის კომისია ამბობს, რომ ლივერპულელი ვირჯილ ვან დაიკის გოლი „მანჩესტერ სიტის’’ კარში („სიტიმ’’ მოიგო 3:0) მსაჯს უნდა ჩაეთვალა. რაოდენ უცნაურად არ უნდა გეჩვენოთ, კომისიამ ისიც თქვა, რომ VAR სწორად მოიქცა, როდესაც თანამსაჯ სტიუარტ ბერტის გადაწყვეტილება არ გააუქმა. ვან დაიკის გოლი რომ ჩათვლილიყო ანგარიში 1:1 გახდებოდა. ის არ ჩათვალეს, რადგან ჰოლანდიელის...
წიტას და აბუს კლუბი ფიქრობს ვინმეს ხომ არ მიეყიდოს
თანამედროვე ფეხბურთი სხვანაირია, ბიზნესი მასში დასაქმებულ ადამიანებს უწინდელისგან განსხვავებულ მოწყობას სთავაზობს და ხშირად ისე აგვარებს საქმეებს ადრე რომ ვერავის წარმოედგინა. ასე მაგალითად, ფრანგული კლუბი „სტრასბურგი’’ 2023 წლის ივნისში მიეყიდა კომპანიას, რომელსაც ჰქვია BlueCo და რომელიც ლონდონის „ჩელსის’’ მფლობელია. მარტივად რომ ვთქვათ, ფრანგული კლუბი ინგლისურის სატელიტი გახდა, რაც ერთი შეხედვით აბსურდულად ჟღერს, მაგრამ მეორე მხრივ BlueCo-ს...
ინგლისს და საფრანგეთს ხორვატია შეუერთდა
ევროპიდან მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტებს ინგლისსა და საფრანგეთს ხორვატიაც შეუერთდა. L ჯგუფში ლუკა მოდრიჩმა და კომპანიამ ფარერის კუნძულებს სტუმრად მოუგეს 3:1 და ჩეხებისთვის მიუწვდომელნი გახდნენ. საინტერესოა, რომ ამ შეხვედრაში ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. ჩეხებს ერთი ქულით გაგიკვირდებათ და სწორედ ფარერები ჩამორჩებიან, თუმცა კუნძულელებმა შეჯიბრება დაასრულეს. სხვა სიტყვებით, ჩეხებს მეორე პოზიციას ვეღარავინ შეეცილება. ამ ჯგუფის კიდევ ერთ შეხვედრაში...
ბრედ ფრიდელი: მამარდაშვილმა ჯერ ისწავლოს
„ლივერპულის’’ ყოფილი მეკარე ბრედ ფრიდელი ამბობს, რომ არნე სლოტს მეკარე ალისონ ბეკერი წარმოუდგენლად დააკლდა. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი სექტემბრის მიწურულს, „გალათასარაისთან’’ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში დაშავდა, რის შემდეგაც მას ექვსი კვირის განმავლობაში ქართველი გიორგი მამარდაშვილი ცვლიდა. ფრიდელი ამბობს, რომ მამარდაშვილზე საბოლოო შეხედულება ჯერ კიდევ არ ჩამოჰყალიბებია. „ალისონი წარმოუდგენლად დააკლდა „ლივერპულს’’, ― თქვა ფრიდელმა, ― Hard Rock Bet-თან...
ვალერის გოლი ვალერას გუნდის კარში
რთულ დღეშია „პარი სენ ჟერმენის’’ მეკარე მატვეი საფონოვი. კლუბში ლუკა შევალიეს მიყვანამ ისედაც სათადარიგო მთლად სათამაშო წუთების გარეშე დატოვა და აგერ, პრაქტიკანაკლულმა რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში, პერუსთან შეხვედრაში უხეში შეცდომა დაუშვა. მის გამო რუსებმა პეტერბურგში დიდი ხნის მონატრებულ საერთაშორისო შეხვედრაში ვერ გაიმარჯვეს, არადა 82-ე წუთამდე 1:0-ს იგებდნენ. ანგარიში მე-18 წუთზე „მონაკოს’’ ნახევარმცველმა ალექსანდრ გოლოვინმა გახსნა. მიუხედავად...
ინგლისს საფრანგეთი შეემატა
კილიან მბაპემ უკრაინის ნაკრებს ორი გოლი გაუტანა, კიდევ ორი მაიკლ ოლისემ და უგო ეკიტიკემ შეაგდეს, რის შედეგადაც საფრანგეთის ეროვნული გუნდი მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა. ევროპიდან ფინალის საგზური მანამდე მხოლოდ ინგლისს ჰქონდა მოპოვებული, რომელმაც სერბეთს ბუკაიო საკას და ებერეჩი ეზეს გოლებით 2:0 აჯობა, შვიდი თამაშიდან შვიდივე მოიგო და ტრადიციულად ხმაურიანი ფავორიტის რანგში გაემგზავრება...
დღეს პარიზი კოშმარს იხსენებს
დღეს პარიზში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში საფრანგეთის ნაკრები უკრაინის ნაკრებს მასპინძლობს. იმავდროულად ფრანგებისთვის ხსოვნის დღეა. ზუსტად ათი წლის წინ, 2015 წლის 13 ნოემბერს დედაქალაქს ტერორისტული აქტების ტალღამ გადაუარა. ბოროტმოქმედებმა მიზანში ამოიღეს ექვსი ობიექტი: „სტად დე ფრანსი’’, საკონცერტო დარბაზი „ბატაკლანი’’ და ოთხი კაფე-რესტორანი ქალაქის მეათე და მეთერთმეტე რაიონებში. დაიღუპა 130 ადამიანი, დაშავდა ― 400. ასეთი მსხვერპლი...
ჟოაო ნევეში და საპრეზიდენტო არჩევნები
„პარი სენ ჟერმენის’’ ნახევარმცველი ჟოაო ნევეში მართალია მხოლოდ 21 წლისაა, მაგრამ უკვე გამოჩენილი ფიგურაა. მოედანზე რომ სამაგალითოა ამაზე აღარაფერს ვამბობთ, ის პორტუგალიელი ახალგაზრდებისთვისაც გამორჩეული ყოფილა. ყოველ შემთხვევაში, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კამპანიაში, რომელიც ემიგრაციაში მცხოვრებ პორტუგალიელებს 2016 წლის 18 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს, ნევეშს ერთ-ერთი მთავარი როლის შესრულება სთხოვა. სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, სადაც...









