ბოლო წლებში „ნაპოლის’’ დიდი წარმატებების ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი უთუოდ არის კლუბის სკაუტინგის ხელმძღვანელი მაურიციო მიკელი, რომელმაც 2018 წლიდან მოყოლებული „აძურის’’ რამდენიმე საჭირო ფეხბურთელი უპოვა. მიკელი მერვე წელია რაც ვეზუვისქვეშეთში მუშაობს, მაგრამ თუ ფაბრიციო რომანო მართალს ამბობს, ის მალე „არსენალში’’ გადაბარგდება, სადაც სპორტული დირექტორის ანდრეა ბერტას ხელძღვანელობით იმუშავებს. ბერტა ლონდონში 30 მარტს გადავიდა, მანამდე ათი წელიწადი...
Author: პაპუნა კედია (პაპუნა კედია)
შევალიე ფაშისტად გამოაცხადეს
„პარი სენ ჟერმენის’’ მეკარე ლუკა შევალიე კრიტიკის ობიექტი გახდა. მედიას და გულშემატკივარს არ მოსწონს როგორ იცავს ის საფრანგეთის ჩემპიონის კარს, თუმცა ბოლო ხმაური მოედანს მიღმა ამბავმა გამოიწვია. „ლილის’’ ყოფილ მოთამაშეს უკიდურესი მემარჯვენეობა დააბრალეს, ყველაფერი კი ინსტაგრამზე დასმული უბრალო „ლაიქიდან’’ დაიწყო. ეს ლიონში პარიზელთა 3:2 გამარჯვების მეორე დღეს მოხდა, როდესაც შევალიემ მოიწონა მავანი პოლიტიკოსის პოსტი, რომლის...
გაფიცვა ნახევარფინალის წინ
გაბონის ნაკრებთან უმნიშვნელოვანესი ნახევარფინალური დაპირისპირების წინ ნიგერიის ეროვნულ გუნდს რთული პერიოდი უდგას. მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი შეხვედრისთვის მოსამზადებლად „სუპერარწივები’’ რაბატში დაბანაკდნენ. მაროკოს დედაქალაქში ისინი შეეცდებიან გონს მოეგონ, კრიზისი დაძლიონ და ძველებურად ათამაშდნენ. წარსულში ცნობილი ფეხბურთელის ფინიდი ჯორჯის გუნდი შესარჩევის C ჯგუფში სამხრეთ აფრიკის შემდეგ მეორე ადგილზე გავიდა და ახლა სერიოზული ამოცანის წინაშეა: ფლეი-ოფის ფინალში უნდა მოხვდეს,...
რა უნდა გამოასწოროს ლივერპულმა
ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე „ლივერპულმა’’ ფული არ დაიშურა, მაგრამ ბოლო 10 შეხვედრიდან 7 წააგო და ბევრი რამ გამოსასწორებელი აქვს. ცუდი შედეგი ცუდ შედეგს მოსდევს. ასე მაგალითად 2012 წლის მერე გუნდი პირველად დამარცხდა ზედიზედ ოთხ სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაში. სტატისტიკოსებს მერსისაიდელთა გულშემატკივრებისთვის უსიამოვნო სხვა ფაქტების მოყვანაც შეუძლიათ, საიტი thisisanfield კი ასახელებს 15 პუნქტს, რომელთაც არნე სლოტმა სასწრაფოდ უნდა...
უნდა ჩათვლილიყო თუ არა კვარაცხელიას გოლი?
არ ცხრება ხმაური „ლიონისა’’ და „პარი სენ ჟერმენის’’ შეხვედრის გარშემო, რომელიც სტუმრებმა, პარიზელებმა 90+5 წუთზე გატანილი გოლის წყალობით 3:2 მოიგეს. დამარცხებულ „გონებს’’ მსაჯ ბენუა ბასტიენსა და VAR-თან სამ ეპიზოდთან დაკავშირებით აქვთ პრეტენზია. მათი აზრით 27-ე წუთზე ილია ზაბარნიმ თავის საჯარიმოში ხელით ითამაშა, რის გამოც პენალტი ეკუთვნოდათ; ვიტინიამ, 35-ე წუთზე ტანერ ტესმანს ბურთი წესის დარღვევით წაართვა,...
ალისონის დაბრუნების წინ მამარდას ბოლო თამაში
„ლივერპულმა’’ პრემიერლიგის ბოლო ექვს შეხვედრაში მეხუთე წააგო, ტიტულის პრეტენდენტ „მანჩესტერ სიტისთან’’ 0:3 განადგურდა. გოლები გაიტანეს ერლინგ ჰოლანდმა და ნიკო გონსალესმა პირველ ტაიმში, რასაც ჟერემი დოკუმ შესვენების შემდეგ მესამე დაამატა. ამ შეხვედრაში ლივერპულელთა კარს გიორგი მამარდაშვილი იცავდა. მისი თამაში „ლივერპულ ექომ’’ 7 ქულით შეაფასა, რაც მერსისაიდელთა შორის ყველაზე მაღალი ქულა გახლდათ. გაზეთმა ქართველი მეკარის შესახებ სიტყვიერად...
ლიონი კვარას გოლს სკანდალურად მიიჩნევს
სტადიონზე 59000 ადამიანი იჯდა და მათგან მხოლოდ ოთხმა ვერ დაინახა წესის დარღვევაო, თქვა ნამატჩევს „ლიონის’’ განრისხებულმა ასისტენტმა მწვრთნელმა ჟორჟე მასიელმა. „მეორე გოლი უბრალოდ სკანდალური იყო. ნიკოს წინააღმდეგ უხეშობას კი პენალტი და წითელი ბარათი უნდა მოჰყოლოდა’’, ― თქვა მან. ლაპარაკია ხვიჩა კვარაცხელიას გოლსა და ნიკოლას ტალიაფიკოს ეპიზოდზე, როდესაც არგენტინელს კანგ-ინ ლიმ მაისურზე დაქაჩა, მან კი მაინც...
გვარდიოლას მეათასე თამაში
დღეს „მანჩესტერ სიტი’’ „ლივერპულს’’ ხვდება და ეს მანჩესტერელთა თავკაცის პეპ გვარდიოლას მეათასე მატჩია მწვრთნელის რანგში. მას მერე რაც 2007 წელს „ბარსელონა B’-ს ჩაუდგა სათავეში მან 715 შეხვედრა მოიგო. „ბარსას“, „ბაიერნისა’’ და „სიტის’’ გვარდიოლამ ჩემპიონის 12 ტიტული მოაგებინა. მისმა გუნდებმა სამჯერ გაიმარჯვეს ჩემპიონთა ლიგაშიც. მას აღმართული აქვს 14 სხვადასხვა თასი. გვარდიოლამ მხოლოდ 128 შეხვედრა წააგო. BBC...
შფოთვის საბაბი არ არსებობს
რას აპირებს „პარი სენ ჟერმენი’’, ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე ახალ ვარსკვლავს იყიდის, თუ ამჯერად თავს შეიკავებს? შეგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ მან „ნაპოლისგან’’ გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია შეიძინა. წლეულს პარიზელებს ბევრი მოთამაშე დაუშავდათ და გაჩნდა ეჭვი, რომ ლუის ენრიკემ შეიძლება ფეხბურთელების ბაზარს ისევ მიაშუროს. შაბათს, „ლიონთან’’ თამაშის წინა პრეს-კონფერენციაზე პსჟ-ს ესპანელმა მწვრთნელმა ამ კითხვასაც...
ხულიან ალვარესი და პსჟ
2024 წლის აგვისტოში ხულიან ალვარესმა „მანჩესტერ სიტი’’ დატოვა. ის 90 მილიონ ევროდ „ატლეტიკომ’’ იყიდა, რითაც წერტილი დაესვა ჭორაობას იმის შესახებ თუ სად გადავიდოდა არგენტინელი, „ბარსელონაში’’ თუ „პარი სენ ჟერმენში’’. თავდამსხმელი, რომელმაც მანჩესტერში ორი წელიწადი გაატარა, პარიზელთა ინტერესის საგანი ოფიციალურად არასდროს ყოფილა, მაგრამ თავად ფეხბურთელმა „ფრანს ფუტბოლისთვის’’ მიცემულ ინტერვიუში ასე თქვა: „შარშან, სანამ „ატლეტიკოში’’ გადავიდოდი, ჩემსა...









