ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში „ბარსელონამ’’ და „ინტერმა’’ 3:3 ითამაშეს. ამ დღეს განსაკუთრებით გაიბრწყინა კატალონიელთა 17 წლის ვარსკვლავმა ლამინ იამალმა, რომლის ნიჭი მთელი მსოფლიოს პრესაში გარჩევის საგნად იქცა. იამალის შეახებ თავისი აზრი გამოთქვა „რეალის’’ ლეგენდამ ფერნანდო მორიენტესმაც, რომელიც ხუანმა კასტანიოს გადაცემა El Partidazo-ში იყო მიწვეული. მას ჰკითხეს, ვინ იყო მისი ეპოქის იამალი ანუ ვინ გამოირჩეოდა...
Author: პაპუნა კედია (პაპუნა კედია)
ძალიან სასიამოვნო კაცი ბისტროში
ოთხშაბათს, ნაშუადღევს პარიზის პირველ ოლქში მდებარე ბისტრო A la claire fontaine-ს ტერასაზე ოთხი კაცი საუბრობდა და იცინოდა. ისინი მცხუნვარე მზის ქვეშ ერთმენეთს ლუდით სავსე ჭიქებს უჭახუნებდნენ და ველოსიპედით გასეირნების შემდეგ ისვენებდნენ. მათ ველოსეირნობას შორტები და მაგიდაზე დაწყობილი ჩაფხუტები ადასტურებდა. ერთს ფრანგული ველოგუნდის Groupama FDJ-ს მაისურა ეცვა. ის ამ გუნდის მწვრთნელის მარკ მადიოს კარგი ნაცნობია. ფრანგულად...
დემბელეს საქმე ჯერ საეჭვოა
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრაში ოსმან დემბელემ შეიძლება ვერ ითამაშოს. „არსენალისა’’ და „პარი სენ ჟერმენის’’ დაპირისპირების პირველ შეხვედრაში ლონდონის „ემირეით სთედიუმზე’’ ფრანგმა თავდამსხმელმა მარჯვენა ბარძაყი იტკინა და მოედანი საფინალო სასტვენამდე 20 წუთით ადრე დატოვა. დემბელემ ოთხშაბათს დაისვენა და ხუთშაბათს, გვიან შუადღისას, დანარჩენი თანაგუნდელების მსგავსად კამპუსში გამოცხადდა, მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო გუნდურ წვრთნაში მონაწილეობა არ მიუღია....
ასე გაგიჟდა იამალის მამა
ლამინ იამალმა კილიან მბაპეს რეკორდი დაამხო ― ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგს ნახევარფინალში გოლი გაიტანა. იმ დღეს, როდესაც „ბარსელონამ’’ და „ინტერმა’’ „მონჟუიკზე’’ 3:3 ითამაშეს, იამალი 17 წლისა და 292 დღის იყო. არადა, ამ შეხვედრაში ევროპის ჩემპიონის მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. მოთელვის დროს ითქვა, რომ ფეხბურთელს, რომელმაც 24-ე წუთზე საუცხოო გოლი შეაგდო,...
3:3 ინტერის გადმოსახედიდან
„ინტერისთვის’’ ეს მატჩი ლეგენდარული არა, მაგრამ ისტორიული ნამდვილად იყო, ― დაწერა „ბარსელონასა’’ და „ინტერს’’ შორის გამართული ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩის შესახებ იტალიური პორტალის calciomercato-ს მიმომხილველმა სანდრო საბატინიმ და იქვე განმარტებაც მოაყოლა, ― იმიტომ, რომ ბარსელონიდან 3:3-ის წამოღება გმირობაა, რომელიც თუ გავითვალისწინებთ, რომ მილანელები ორი ბურთით იყვნენ წინ, სინანულსაც მოიცავს. ინძაგის „ნერაძური’’ თამაშობდა გულით, ამაყად,...
საგოლე პასი, არდანიშნული პენალტი და თავდადებული თამაში დაცვაში
„პარი სენ ჟერმენმა’’ ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში ლონდონში „არსენალი’’ დაამარცხა 1:0. მატჩის ერთადერთი გოლი მე-4 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას პასით ოსმან დემბელემ გაიტანა. კვარა შეხვედრის დასაწყისში შეტევაში მწვავედ თამაშობდა და სავარაუდოდ, გოლიდან ერთი ხნის შემდეგ მისი წაქცევისთვის პენალტიც უნდა დანიშნულიყო, მაგრამ მსაჯმა სხვანაირად გადაწყვიტა. თანადათან ინიციატივა მასპინძლების ხელში გადავიდა და ხვიჩასაც დაცვაში მოუწია ნაკლებად ვარსკვლავური,...
ლუის ენრიკე: არსენალს გოლის გატანა ნებისმიერ დროს შეუძლია
მცირე, მინიმალური, მაგრამ უპირატესობა, ― ასე აფასებს „პარიზიენი’’ პსჟ-ს 1:0 გამარჯვებას ლონდონში „არსენალთან’’ ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში. ამავე შეჯიბრების ლიგის ანუ ჯგუფურ ეტაპზე, ოქტომბერში, აქვე, „ემირეიტ სთედიუმზე’’ პარიზელებმა 0:2 წააგეს. პროგრესი თვალსაჩინოა. მატჩის შემდეგ „პარი სენ ჟერმენის’’ მწვრთნელი ლუის ენრიკე ჟურნალისტებს შეხვდა. ოსმან დემბელეს ჯანმრთელობის შესახებ რაიმე სიახლე ხომ არ არის? არაფერი ვიცი. მას...
მიკელ არტეტა: არსენალი ჩემპიონთა ლიგის ფავორიტია
ორშაბათს, ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური შეხვედრის წინა პრეს-კონფერენციაზე „არსენალის’’ მწვრთნელი მიკელ არტეტა მშვიდი და საკუთარ თავში დარწმუნებული ჩანდა. რაოდენ ძლიერი გუნდიც გინდა იყოს „მეთოფეების’’ მეტოქე პსჟ, მეოთხედფინალში მათ ჩემპიონთა ლიგს 15-გზის გამარჯვებული „რეალი’’ დაამარცხეს და საკუთარი ძალების რწმენის სრული უფლება აქვთ. თქვენ შეგიძლიათ „არსენალს’’ პირველად მოაგებინოთ ჩემპიონთა ლიგა. რას ნიშნავს ეს? ჩვენ რამდენიმე დიდი წინააღმდეგობა...
ლუის ენრიკე: ჩემს შეხედულებას რა მნიშვნელობა აქვს, რაც გინდა მოხდეს მაინც გამაკრიტიკებენ
„პარიზიენი’’ წერს, რომ ლუის ენრიკემ ლონდონში გამართულ პრეს-კონფერენციაზე შოუ მოაწყო.„არსენალისა’’ და „პარი სენ ჟერმენის’’ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩის წინ ის ხუმრობდა, ცალკეულ მომენტებში იყო ირონიული და ერთი-ორჯერ ჟურნალისტის დასმულმა კითხვამ გააღიზიანა კიდეც. გთავაზობთ ამონარიდებს: ბევრჯერ გითქვამთ, რომ გინდათ თქვენმა გუნდმა სტუმრადაც ისევე კარგად ითამაშოს, როგორც შინ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში სტრესი დიდია და ამის გაკეთება...
ლივერპული ჩემპიონია! ნაპოლი – თითქმის
ფრანგულ საიტს maxifoot-ს კარგი რუბრიკა აქვს. ის წერს, რით იყო ევროპულ ფეხბურთში საინტერესო გასული დღე, ამ შემთხვევაში კვირა. გთავაზობთ, მისი დღევანდელი წერილის იმ მონაკვეთებს რომლებიც ქართველი გულშემატკივრისთვის უფრო საინტერესოა. 27 აპრილი „ბებერ კონტინენტზე’’ მართლაც მრავალმხრივ დრამატული გამოდგა. ლივერპული ჩემპიონი გახდა! „წითლები’’ ოფიციალურად გახდნენ ინგლისის ჩემპიონები. საამისოდ მათ შინ „ტოტენჰემს’’ 5:1 მოუგეს. მეორე ადგილზე მოდის „არსენალი’’,...









