მსოფლიო ფეხბურთის „ხაზეინებმა“ ბოლო ოც-ოცდახუთ წელიწადში იმდენი ქნეს, რომ უმაღლეს დონეზე სულ ხუთი-ექვსი გუნდიღა თამაშობს და მათგანაც პირველმა ორმა, ძალიან რომ მოინდომოს, მეხუთეს და მეექვსეს ალბათ შეკვეთილი ანგარიშით მოუგებს. დანარჩენ დედამიწელებს კი ისღა დაგვრჩენია, ათასობით კილომეტრით დაშორებული ქვეყნების კლუბებს შევხაროდეთ. მადრიდის „ატლეტიკო“ და „ბარსელონა“ სწორედ ხსენებულ ხუთეულ-ექვსეულში შედიან და დღეს, საქართველოს დროით 22 საათსა და...
Author: პაპუნა კედია (პაპუნა კედია)
გაისად ვაისი?
დამთავრდა შესარჩევი შეჯიბრება. ახლა ის დროა ვიკითხოთ: ვაისი გამოგვადგა? რა ჯობს, დარჩეს საქართველოს ნაკრების მწვრთნელად თუ წავიდეს? ამ კითხვაზე ჩემი მოკრძალებული პასუხი მარტივია: თუკი ვაისს რომ გავეყრებით მერე ვუისს შევეყრებით, მაშინ დარჩეს. რამდენი ხანია ჩვენში ერთსა და იმავეს ბჭობენ. ზოგი უცხოელ მწვრთნელს ანიჭებს უპირატესობას, ზოგიც ქართველს. ერთი რომ ამბობს უცხოელებმა ფეხბურთი ქართველებზე უკეთ იციანო, მეორე...
ვან გაალის ტრანსპორტირი და აგრესოვიჩის აგრესია
გერმანიის ქალაქ მაინის შვარცენკირხენნოელშლოსენში უეფას მწვრთნელთა სემინარი გაიმართა. 222 მსმენელის წინაშე ლექციებით წარსდგნენ მსოფლიო ფეხბურთის აღიარებული სპეციალისტები, ლუის ვან გაალი, ფაბიო კაპელო, ალექს ფერგიუსონი, ოტმარ ჰიცფელდი და ზლობომირ აგრესოვიჩი. მათ თანამედროვე ტაქტიკის კვაზიპერპენდიკულარულ განვითარებაზე ისაუბრეს. ვან გაალის ლექციის თემა გახლდათ „ლეკალოს და ტრანსპორტირის როლი 4-4-2 განლაგების დამუშავებაში“, კაპელოსი — „1:0-ის უპირატესობა სხვა ანგარიშებთან შედარებით და...
ორიოდ სიტყვა ჩე გევარაზე
ლეგენდარული არგენტინელი რევოლუციონერის, ბოევიკის, კუბის მრეწველობის მინისტრის, მწერლის, ექიმის, დიპლომატის, სამხედრო თეორეტიკოსის და უბრალოდ სისხლიანი კაცის, ერნესტო ჩე გევარას მკვლელობიდან ზუსტად 50 წელი გავიდა და ესპანურ გაზეთ “მარკას” გაახსენდა 1952 წლის 6 ივლისი, როდესაც კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტას “ესტადიო ნემესიო კამაჩოზე” შეკრებილმა 50 ათასმა მაყურებელმა თვალი ადევნა მათი საყვარელი “მილიონარიოსის” ამხანაგურ შეხვედრას მადრიდის “რეალთან”. “მილიონარიოსში” მაშინ...
ჩემი კარში შევყარე
ეს რა სახალისო ამბავი მომხდარა რუსეთში: თამაში 11:9 დამთავრებულა და ოცივე გოლი თავის კარში გაუტანიათ. სპორტის სახეობა: ბურთიანი ჰოკეი. ანუ ის ჰოკეი კი არა, დარბაზში რომ ტარდება და ყველამ რომ იცის — შაიბიანი, არამედ სხვა, რომელსაც ღია სტადიონებზე თამაშობენ, „რუსულ ჰოკეისაც“ უწოდებენ და რომლის დედაქალაქად რუსები არხანგელსკს მიიჩნევენ. მოკლედ, ისეთი სახეობაა, მარტო ხსენებაზეც კი გაიყინები...
ოპტიმისტური რეპლიკა
მიკიბ-მოკიბვის გარეშე ვიტყვი: როდესაც ქართველ ფეხბურთელს წილად ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე თამაშის პატივი გერგება, შესისხლხორცებული უნდა გქონდეს, რომ კარი ის არის ცაბაძის ქუჩისკენ რომ დგას და თუ გოლის გატანა გინდა ბურთი წერეთლის პროსპექტისკენ არ უნდა გადააგდო. წერეთელზე მაგ ადგილას ბაზრობაა. მანდეთ შეტევას აზრი არ აქვს… მეორე კარი კი ბატონო, სლავა მეტრეველის ქუჩისკენ არის და უელსთან...
სად გაყიდა ინტერმა რონალდო, რონალდო და რონალდო?
მადრიდის „რეალმა“ ბოლოს და ბოლოს შეძლო კრისტიან ვიერის ყიდვა, ოღონდ ძვირი დაუჯდა: 30 მილიონ დოლარს პლუს რობერტო კარლოსი, მიჩელ სალგადო და რაული. გარიგების თანახმად პირველი „იუვენტუსში“ გადავიდა, მეორე „მანჩესტერ იუნაიტედში“, ხოლო მესამე „ბარსელონაში“. 30 მილიონი „პარი სენ ჟერმენის“ ანგარიშზე ჩაირიცხა. სანაცვლოდ, „ინტერმა“ „მიდლსბროში“ გაყიდა რონალდო, „არსენალშიც“ გაყიდა რონალდო და „პარმაშიც“ გაყიდა რონალდო, რასაც „ლაციოს“ ანგარიშზე...
ერიკსონი, რომელიც სახურავზე ცხოვრობს
გარეგნულად ის ნამდვილად არ ჰგავს მამაკაცს, რომლის სექს-თავგადასავლებზეც ლეგენდები უნდა იქმნებოდეს, ხოლო ყვითელ რეპორტიორებს რედაქტორები მის ლოგინში ჩახედვისთვის დიდ ჰონორარებს ჰპირდებოდნენ. არადა, ფაქტია: ინგლისში, სადაც ტაბლოიდებს ფრთები უსასრულოდ აქვთ გაშლილი და თუ რამეს წერენ, მართალია (სხვა ამბავია, რაც შეიძლება უხერხული იყოს) სვენ გორან ერიკსონზე ისეთებს წაიკითხავთ, ნებისმიერ მექალთანეს შეშურდება. ინგლისელმა ჟურნალისტებმა მათი ნაკრების შვედი მწვრთნელის...
კაცი 1950 წლიდან
ხუან ალბერტო სკიაფინო ურუგვაიში გადახვეწილი იტალიელების შვილი გახლდათ. „პენიაროლში“, სადაც ფეხბურთელის კარიერა დაიწყო მას „პატარა მაესტროს“ ეძახდნენ, რითაც სამ მომენტს უსვამდნენ ხაზს: მის გაბარიტებს, ოსტატობას და… ასე ასხვავებდნენ მოთამაშისგან, რომელსაც „დიდი მაესტრო“ ერქვა. „დიდი მაესტროს“ ნამდვილი სახელი და გვარი ხოსე პენდიბენე გახლდათ, თუმცა ამას ჩვენი თხრობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან შეგვიძლია აქვე ვთქვათ, რომ...
სველი მიმოხილვა
იტალიური სააგენტოებისა და გაზეთების ცნობით, „რომამ“, „მილანმა“, „ლაციომ“, „იუვენტუსმა“, „ინტერმა“, „პარმამ“ და „ფიორენტინამ“ ბრაზილიელი თავდამსხმელის სველიო ზარბაზინიო დე სოუზას ყიდვა მოინდომეს. სერია A-ს გუნდები ფეხბურთელში თავიანთ და იტალიის ბიუჯეტს იხდიან, მაგრამ მოლაპარაკება ჯერჯერობით ჩიხშია შესული, რადგან სველიო ზარბაზინიოს გუნდი „ვასკუ, გამა და დუ ბრაზილ“ ადრე ნათქვამ თანხას ცენტსაც არ აკლებს. რა თქვა ადრე ბრაზილიურმა კლუბმა,...







