საქართველოს ეროვნული ნაკრები ოქტომბერში ერთა ლიგაზე ორ მატჩს ჩაატარებს – „ჯვაროსნები“ 11 ოქტომბერს პოზნანში უკრაინას დაუპურისპირდებიან, 14 ოქტომბერს კი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ალბანეთს უმასპინძლებენ. ამ მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა 23-კაციანი განაცხადი გამოაქვეყნა, რომელშიც ერთო დებიუტანტია – „სარაევოს“ 23 წლის ფორვარდი, ბოსნიის ჩემპიონატი ბომბარდირი გიორგი გულიაშვილი. ნაკრები მოახლოებული მატჩებისთვის მზადებას 7 ოქტომბერს,...
Author: გიორგი ვაშაკიძე (გიორგი ვაშაკიძე)
ვერდიქტი – პენალტი იყო!
ევრო 2024-ის მეოთხედფინალში გერმანიისა და ესპანეთის ნაკრებების მატჩის 107-ე წუთზე, როცა ანგარიში 1:1 იყო, ესპანელთა მცველს, მარკ კუკურელის საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა, მაგრამ ინგლისელმა არბიტრმა, ენტონი ტეილორმა (ვიდეორეფერისთან კონსულტაციის შემდეგ) თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა, მატჩის შემდეგ კი უეფა-ს სამსაჯო კომიტეტმა განმარტა, კუკურელიას ხელი სხეულიდან არ იყო დაშორებული და პენალტი დასანიშნი არ იყოო. ამ მატჩიდან რამდენიმე თვის...
ოქრი საამიროში
ქართველი ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი კარიერას დუბაიში გააგრძელებს. 32 წლის შემტევის მენეჯერის, დემნა ოზაშვილის ინფორმაციით, „ოქრი“ tfa elite-ში ითამაშებს და კლუბის ამბასადორიც იქნება. კონტაქტი 1+1 სისტემით გაფორმდა. ოქრიაშვილს საქართველოს ნაკრებში 50 მატჩი აქვს ნათამაშები და 13 გოლი გატანილი. ეროვნული გუნდის მაისური ბოლოს 2021 წელს მოირგო. ნაკრების გარდა უთამაშია: გაგრა; შახტარი, ილიჩევეცი, ჩერნომორეცი (ყველა უკრაინა), გენკი, ბელგია),...
ბარსელონას ნიკო შორდება
„ბარსელონას“ ხელმძღვანელობამ იცის, რომ კატალონიური კლუბი ყოველდღიურად უფრო შორდება „ბილბაოს“ გარემარბის, ნიკო უილიამსის შეძენის შესაძლებლობას. კატალონიელებს მიაჩნიათ, რომ ესპანელი ფეხბურთელის ტრანსფერი მასზე ოჯახისა და ბასკური კლუბის ზეწოლის გამო გართულდა. უილიამსმა თითქმის მიიღო გადაწყვეტილება, დარჩეს ახლანდელ კლუბში. გასულ სეზონში უილიამსმა საკლუბო და ეროვნული ნაკრების ყველა შეჯიბრში 48 მატჩში ითამაშა, 10 ბურთი გაიტანა და 24 საგოლე გადაცემა...
რა უნდოდა ხალხს მოედანზე?
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საფეხბურთო ტურნირის ჯგუფური ეტაპის I ტურის მატჩები გაიმართა. A ჯგუფში, მარსელში ერთმანეთს საფრანგეთისა და აშშ-ის ნაკრებები შეხვდნენ. ფრანგებმა ანგარიშით 3:0 გაიმარჯვეს. 62-ე წუთზე ანგარიში გიორგი მიქაუტაძის ლიონელმა თანაგუნდელმა, საფრანგეთის ოლიმპიური ნაკრების თავდამსხმელმა და კაპიტანმა ალექსანდრ ლაკაზეტმა გახსნა. 70-ზე მაიკლ ოლისემ მეორე გოლი გაიტანა. 85-ე წუთზე კი ლუაკ ბადემ ანგარიში გამანადგურებელი გახადა. ამავე...
როცა ის ბურთს მიიღებს…
„ლივერპულის“ მცველმა ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა მაიამის „ინტერის“ თავდამსხმელ ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა. „მის წინააღმდეგ თამაშისას სრულიად განსხვავებულ გრძნობებს განვიცდი. ყოველთვის უნდა იყო საგანგებო მზადყოფნაში, როცა ის ბურთით თქვენს მახლობლად არის და ვფიქრობ, ძალიან იშვიათია, მოთამაშე რომელიც ოპონენტს ასე აფორიაქებდეს. ჩემი აზრით, ის საუკეთესოა თამაშის ბევრ ასპექტში, მას შეუძლია თითქმის ყველაფერი გააკეთოს ფეხბურთის მოედანზე და ამიტომაც ის...
ქალები – ოქტომბერში ირლანდიასთან…
საქართველოს ქალთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფში ირლანდიას დაუპირისპირდება – წილისყრა დღეს შვეიცარიაში გაიმართა. ორრაუნდიანი ფლეი-ოფის მატჩები შემოდგომაზე გაიმართება. A, B და C ლიგის 28 გუნდი ევროპის ჩემპიონატის 7 საგზურისთვის იბრძოლებს. საქართველოს პირველ რაუნდში ირლანდიას შეხვდა, ხოლო ამ წყვილის გამარჯვებული მეორე ეტაპზე სლოვაკეთი-უელსის წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდება და გაირკვევა, ვინ მოიპოვებს ევროპის ჩემპიოანტის ფინალური...
ოპერაცია არ გვინდა
მადრიდის „რეალის“ სამედიცინო შტამბა გადაწყვიტა, რომ გუნდის ახალწვეულს კილიან მბაპეს ცხვირის ოპერაცია არ სჭირდება. ფორვარდმა ცხვირის ტრავმა საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში ევრო 2024-ის პირველ ტურში ავსტრიის ნაკრებთან მატჩში (1:0) მიიღო. სამშაბათს, 16 ივლისს, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ კილიან მბაპეს, როგორც „რეალის“ ახალი ფეხბურთელის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა. თავდამსხმელი სამეფო კლუბში ცხრა ნომრით ითამაშებს. კილიან მბაპეს წინა კლუბი ფრანგული „პარი...
ოთხი ფინალის ოთხი გოლი
ესპანეთის ნაკრებისა და „სოსიედადის“ თავდამსხმელი, მიკელ ოიარსაბალი, რომელმაც ევრო 2024-ის ფინალში ინგლისთან გამარჯვების გოლი გაიტანა (2:1), უნიკალური მიღწევის ავტორი გახდა. ოიარსაბალმა კარიერის განმავლობაში ოთხ ფინალში მიიღო მონაწილეობა – ოლიმპიური თამაშების, ესპანეთის თასის, ერთა ლიგისა და ევროპის ჩემპიონატის. მან თითოეულ ფინალში გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ 14 ივლისს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის გადამწყვეტი მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს...
პირველად…
ევრო-ჩემპიონატების ისტორიაში პირველად, ერთი ნაკრების წარმომადგენლები გახდნენ საუკეთესო და საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი. ევრო 2024-ის შედეგებით კი საუკეთესო ფეხბურთელად ცენტრალური ნახევარმცველი როდრი აღიარეს, საუკეთესო ახალგაზრდად ფლანგელი შემტევი ლამინ იამალი. შეგხსენებთ, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ფინალური მატჩი, რომელშიც ესპანეთისა და ინგლისის ნაკრებები შეხვდნენ, ბერლინის „ოლიმპიასტადიონზე“ გაიმართა და ესპანელების გამარჯვებით ანგარიშით 2:1 დამთავრდა. ერტი საგოლე პასი იამალმა გააკეთა,...









