პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საფეხბურთო ტურნირის ჯგუფური ეტაპის I ტურის მატჩები გაიმართა.
A ჯგუფში, მარსელში ერთმანეთს საფრანგეთისა და აშშ-ის ნაკრებები შეხვდნენ. ფრანგებმა ანგარიშით 3:0 გაიმარჯვეს.
62-ე წუთზე ანგარიში გიორგი მიქაუტაძის ლიონელმა თანაგუნდელმა, საფრანგეთის ოლიმპიური ნაკრების თავდამსხმელმა და კაპიტანმა ალექსანდრ ლაკაზეტმა გახსნა. 70-ზე მაიკლ ოლისემ მეორე გოლი გაიტანა. 85-ე წუთზე კი ლუაკ ბადემ ანგარიში გამანადგურებელი გახადა.
ამავე ჯგუფში ახალი ზელანდიისა და გვინეის ნაკრებებიც თამაშობენ. მათი შეხვედრა ზელანდიელთა სასარგებლოდ ანგარიშით 2:1 დასრულდა.
ხოლო არგენტინისა და მაროკოს შეხვედრა, შეგახსენებთ, სკანდალითა და მაროკოელთა გამარჯვებით – 2:1 დასრულდა.
მატჩის 90+16-ე წუთზე არგენტინის ნაკრების ნახევარმცველის კრისტიან მედინას გოლის შემდეგ, რის წყალობითაც ანგარიში გათანაბრდა, სამხრეთ ამერიკელ ფეხბურთელებს მაშხალები ესროლეს. გარდა ამისა, მოედანზე მაროკოს ნაკრების გულშემატკივრები შეცვივდნენ.
არეულობის გამო თამაში შეჩერდა. მატჩი ორი საათის შემდეგ განახლდა… გოლი ვარ-ზე გადაამოწმეს, თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირეს და გააუქმეს.
არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა, კლაუდიო ჩიკი ტაპიამ კი განაცხადა, რომ ასოციაციამ ამ ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალური საჩივარი შეიტანა ფიფას სადისციპლინო კომიტეტში.
„სამწუხაროა ის, რაც ჩვენ, არგენტინელებს გადაგვხდა დღეს სენტ-ეტიენში. გასახდელში თითქმის ორი საათი გვალოდინეს და ჩვენს ფეხბურთელებს კვლავ მოუწიათ მატჩის გასაგრძელებლად მინდორზე გასცლა, რომელიც არბიტრს უნდა შეეწყვიტა მაროკოელი მაყურებლების მოედანზე შეჭრისა და ჩვენს დელეგაციაზე ძალადობის გამო.“
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
