ესპანეთის ნაკრებისა და „სოსიედადის“ თავდამსხმელი, მიკელ ოიარსაბალი, რომელმაც ევრო 2024-ის ფინალში ინგლისთან გამარჯვების გოლი გაიტანა (2:1), უნიკალური მიღწევის ავტორი გახდა.
ოიარსაბალმა კარიერის განმავლობაში ოთხ ფინალში მიიღო მონაწილეობა – ოლიმპიური თამაშების, ესპანეთის თასის, ერთა ლიგისა და ევროპის ჩემპიონატის. მან თითოეულ ფინალში გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ 14 ივლისს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის გადამწყვეტი მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ესპანეთისა და ინგლისის ნაკრებები შეხვდნენ. თამაში ბერლინის „ოლიმპიაშტადიონზე გაიმართა. ესპანეთის ნაკრებმა ანგარიშით 2:1 მოიგო.
ინგლისის ნაკრები ისტორიაში პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ზედიზედ ორი ევრო ფინალი წააგო. თავის მხრივ, ესპანეთის ნაკრებმა მეოთხედ მოიგო ევრო. ეს რეკორდია ევროპის ყველა ნაკრებისთვის.
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
