ვინჩენცო მონტელას წყალი შეუდგა – წაგება „სამპდორიასთან“, წაგება „რომასთან“ და განსაკუთრებით, დერბიში „ინტერთან“ – იტალიის სერია A-ში ზედიზედ განცდილმა რამდენიმე მარცხმა მნიშვნელოვნად შეარყია „მილანის“ მწვრთნელის სკამზე ვინჩენცო მონტელას პოზიციები და ფასონე-მირაბელის (კლუბის ახალი დირექტორები) პროექტიც – დავუბრუნოთ „მილანს“ ძველი დიდება – თითქოს პროექტადვე დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ მარკო ფასონეც და მასიმილიანო მირაბელიც ჯიუტად აცხადებენ, რომ...
Author: გიორგი ვაშაკიძე (გიორგი ვაშაკიძე)
კაკა: კარგად!
18 წლისა იყო, როცა დაბალწყლიან აუზში თავით გადავარდა და სასწაულად გადაურჩა კონტუზიას. ბიჭის სპორტულ კარიერას საფრთხე დაემუქრა, მაგრამ გამოძვრა. იქიდან მოყოლებული, გოლის გატანას მუდამ ღმერთს უძღვნიდა. ეს რიკარდო იზეკსონ დუშ სანტუს ლეიტე გახლავთ, მოკლედ – კაკა. კაკაც მიდის, გვემშვიდობება. ბოლოს რასაც თამაშობდა ამერიკულ „ორლანდო სიტიში“, ეს უფრო გართობა იყო. აკი განაცხადა კიდეც, ყველა თამაშის მერე...
იუვენტუსი ორი წლის შემდეგ შეჩერდა
…როგორც ამბობენ, დასასრული ყველაფერს აქვსო და შაბათის საღამოს „იუვენტუსის“ 2-წლიანი, ძლევამოსილი, 41-მატჩიანი წაუგებელი საშინაო სერიაც შეწყდა – „ბებერი ქალბატონი“ იტალიის მიმდინარე სერია A-ს მე-8 ტურში რომის „ლაციომ“ შეაჩერა. „იუვე“, ტურინში, ბოლოს 2015 წლის აგვისტოს მიწურულს დამარცხდა „უდინეზესთან“. მას შემდეგ ქვეყნის ჩემპიონატში, თასსა თუ ევროტურნირზე საშინაო მატჩი არ წაეგო. არადა, სიმონე ინძაგის გაწვრთნილ „ლაციოსთან“ მასიმილიანო ალეგრის...
აფრიკაში ვამთავრებთ…
აფრიკის გარდა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ყველა კონფედერაციაში დამთავრდა. გაირკვა რუსეთში წამსვლელი ბევრი გუნდის ვინაობა, თუმცა დარჩა პლეი ოფი, რომლის შემდეგაც მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე კიდევ რამდენიმე გუნდი გაირკვევა. მაშ, ასე: ევროპა A ჯგუფი 1.საფრანგეთი 10 7 2 1 18:6 23 2.შვედეთი 10 6 1 3 26:9 19 3.ჰოლანდია 10 6 1 3 ...
ახდება შავი სიზმარი?
მესის მისია-გადაარჩინე არგენტინა! ცოტაც და მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ისტორიის კუთვნილება გახდება. რაღა დარჩა? დღეს და ხვალ ევროპაში, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში, აზიასა და აფრიკაში ბოლო ტურის მატჩები გაიმართება, რომელსაც ნოემბერში უკვე გადამწყვეტი პლეი ოფები მოჰყვება და… სადღეისოდ, მომავალ ზაფხულს რუსეთში გასამართი მუნდიალის საგზური ტურნირის მასპინძლის გარდა, ოფიციალურად 16 ქვეყანას აქვს დაბევებული და...
ვიღაცა ურევს !
„იმერული ესკიზებისა“ არ იყოს, ვინ ურევს? ვლადიმერ ვაისი თუ გიორგი ჭანტურია? სლოვაკმა მწვრთნელმა ფეხბურთელი საქართველო – უელსის მატჩის მეორე ტაიმის შუაში სათადარიგოთა სკამიდან მოედნის კიდეზე გასახურებლად გაუშვა. გააყოლა ფიტნეს-მწვრთნელი. ვუყურებდი, რა მოხდებოდა და ძალიან მინდოდა, მწვრთნელს მისთვის თამაშის საშუალება მიეცა. როცა ვაისმა ორი შეცვლა გააკეთა, მატჩის ბოლომდე 15 წუთი იყო დარჩენილი. დრო გადიოდა, მერე კი...
დანიამ საქართველოსთან ხუთამდე ითამაშა
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევრო 2019-ის მეორე შესარჩევი მატჩი გამართა და ამჯერადაც დიდი ანგარიშით დამარცხდა – გია გეგუჩაძის შეგირდებმა დანიის პატარა ქალაქ ოლბორგში, დანიელ თანატოლებთან 2:5 წააგეს. „ოლბორგ სთედიუმზე“ შეხვედრა თავიდანვე მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. შესვენებამდე ისინი ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდნენ. მეორე ტაიმის დასაწყისში კი მესამე და მეოთხეც გაიტანეს. საბოლოოდ კი მასპინძლებმა 5:2 იმარჯვეს. დღესვე, ჩვენს...
პოლონეთი ლევანდოვსკიმ რუსეთის ბილეთების რიგში ჩააყენა
ევროპაში გუშინ დაწყებული მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლოსწინა ტური დღეს გაგრძელდება და ხვალ დასრულდება. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონი გერმანიის ნაკრები უკვე რუსეთშია, იოახიმ ლიოვის შეგირდები ტრიუმფალურ სვლას განაგრძობენ და დასტურად ამ სიტყვებისა ბელფასტშიც, ჩრდილოეთ ირლანდიასთან, იოლად მოიგეს – 3:1. გაუჭირდა, მაგრამ ბოლოს მაინც იმარჯვა გარეთ საუთგეიტის გაწვრთნილმა ინგლისმა. „ტოტენჰემის“ ფორვარდ ჰარი კეინმა...
ვერ-გენტინა
მსოფლიო ჩემპიონატი არგენტინის გარეშე?! დამეთანხმებით, ეს ამბავი ყურს ძალიან ცუდად ხვდება და თითქოს წარმოუდგენელიცაა, არადა სხვა რა უნდა იფიქრო?! ხორხე სამპაოლის შეგირდების ნაჩვენები ბოლოდროინდელი შედეგები სამწუხაროდ, ყოველივე ზემოთქმულის დასტურია და ვაი, მართლა არგენტინას, თუ 11 ოქტომბრის გამთენიისას ეკვადორშიც ვერ მოიგო… წუხელ, სამხრეთ ამერიკაში გამართულმა ბოლოსწინა ტურმა ყველაფერი ისევე დატოვა, რომ 2018 წლის ზაფხულში, რუსეთში პირდაპირი...








