Author: გიორგი ვაშაკიძე (გიორგი ვაშაკიძე)

Home გიორგი ვაშაკიძე
ქალები ევროპაში დაბრუნდნენ
ჩანაწერი

ქალები ევროპაში დაბრუნდნენ

27-წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს კალათბურთელ ქალთა ეროვნული გუნდი საერთაშორისო ასპარეზზეა. ნუგზარ ჭეიშვილის ხელმძღვანელობით ნაკრები კვლავ შეიქმნა და მონაწილეობა ევროპის რანგით ყველაზე დაბალ ტურნირში – პატარა ქვეყნების ევროპის ჩემპიონატში მიიღო. ტურნირში მონაწილეობას იღებდა ევროპის რვა ქვეყნის ნაკრები – კოსოვო, საქართველო, კვიპროსი, მალტა (ა ჯგუფი), სომხეთი, ნორვეგია, ანდორა, ალბანეთი (ბ ჯგუფი). საქართველომ ყველა მატჩში წააგო: ჩვენი პირველი...

ბელინგემის უნიკალური მიღწევა
ჩანაწერი

ბელინგემის უნიკალური მიღწევა

ევრო 2024-ის მერვედშფინალურ მატჩში ინგლისის ეროვნულმა გუნდმა  სლოვაკეთისას დამატებით დროში 2:1 მოუგო (1:1 – ძირითადი დრო). მატჩის ძირითად დროში ინგლისელებისგან გოლი ნახევარმცველმა ჯუდ ბელინგემმა გაიტანა. მან თავი 90+5-ე წუთზე გამოიჩინა, რის წყალობითაც თამაში დამატებით დროში გადავიდა. გოლის მომენტში ტაბლოზე დაფიქსირდა დრო 94:34. ამრიგად, ბელინგემი გახდა ინგლისის ნაკრების ყველაზე გვიანი გოლის ავტორი დიდ ტურნირზე (მსოფლიო ჩემპიონატი/ევრო),...

საქართველო დაინომრა და პოდგორიცაშია…
ჩანაწერი

საქართველო დაინომრა და პოდგორიცაშია…

უეფა-ს ოფიციალურ ვებგვერდზე ევროპის ჩემპიონატისთის საქართველოს ნაკრების საბოლოო განაცხადი გამოქვეყნდა და ცნობილი გახდა, მომავალ ჩემპიონატზე ვინ რა ნომრიანი მაისურით ითამაშებს. გიორგი ლორია ოთარ კაკაბაძე ლაშა დვალი გურამ კაშია სოლომონ კვერკველია გიორგი ქოჩორაშვილი ხვიჩა კვარაცხელია ბუდუ ზივზივაძე ზურიკო დავითაშვილი გიორგი ჩაკვეტაძე გიორგი ქვილითაია ლუკა გუგეშაშვილი გიორგი გოჩოლეიშვილი ლუკა ლოჩოშვილი გიორგი გველესიანი ნიკა კვეკვესკირი ოთარ კიტეიშვილი სანდრო...

26 ქართველი…
ჩანაწერი

26 ქართველი…

საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ავსტრიაში სრული შემადგენლობით პირველად ივარჯიშა. სეზონის დასრულების შემდეგ, ნაკრებს გაინბერგში „მეცის“ ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე შეუერთდა. 6 ივნისს ყველა გამოძახებულმა, 26-ვე ფეხბურთელმა ივარჯიშა. კვირკველია  ინდივიდუალურად ემზადებოდა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მეკარები გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი) მცველები სოლომონ კვერკველია (ალ ახდუდი, საუდის არაბეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), გურამ...

კიეზამ შესაძლოა იუვენტუსი დატოვოს
ჩანაწერი

კიეზამ შესაძლოა იუვენტუსი დატოვოს

გარემარბი ფედერიკო კიეზა არ შედის „იუვენტუსის“ ახალი მწვრთნელის ტიაგო მოტას გეგმებში. ტურინულმა კლუბმა შესაძლოა 26 წლის იტალიელის გაყიდვა განიხილოს. კიეზას სამსახურით „რომა“ დაინტერესდა, მაგრამ ფეხბურთელს ჯერ კიდევ შეუძლია „იუვენტუსის“ საწვრთნელ შეკრებაზე წავიდეს და ახალი მწვრთნელის დარწმუნება სცადოს. გასულ სეზონში კიეზამ 37 მატჩი ჩაატარა, 10 ბურთი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელი „იუვენტუსში“ „ფიერენტინა“ 2022 წლის...

პლუს ექვსი ავსტრიაში…
ჩანაწერი

პლუს ექვსი ავსტრიაში…

ავსტრიაში შეკრებაზე მყოფ საქართველოს ნაკრების შეკრებას ექვსი მოთამაშე შეუერთდა – დღეიდან გიორგი მამარდაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი ქოჩორაშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი, ნიკა კვეკვესკირი და ანზორ მექვაბიშვილი ნაკრებთან ერთად მოემზადებიან. დანარჩენი ფეხბურთელები კი ეროვნულ გუნდს მომდევნო დღეებში დაემატებიან. მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში „ჯვაროსნები“ 9 ივნისს, პოდგორიცაში, მონტენეგროს ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ. ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 18...

ძალოსნების სამი ლიცენზია
ჩანაწერი

ძალოსნების სამი ლიცენზია

პარიზის 33-ე ოლიმპიურ თამაშებზე ქართველ ლიცენზიანტთა სია გაიზარდა – პარიზში წამსვლელთა რიგებს სამი ძალოსანი შეემატა. საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტმა ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციისგან შესაბამისი წერილი უკვე მიიღო, რომ პარიზის ოლიმპიურ ფიცარნაგზე შოთა მიშველიძე (61კგ), ირაკლი ჩხეიძე (102კგ) და ლაშა ტალახაძე (+109კგ) იასპარეზებენ. საქართველოს ნაკრებმა პარიზის საგზურებისთვის ხუთ სალიცენზიო ტურნირზე იასპარეზა, რომლის შედეგების გათვალისწინებითაც ოლიმპიური ლიცენზიის მისაღებად...

მაკრონი მბაპეს ვახშამზე
ჩანაწერი

მაკრონი მბაპეს ვახშამზე

პსჟ-ის თავდამსხმელმა კილიან მბაპემ კლუბიდან წასვლასთან დაკავშირებით პარიზის ცენტრში 250 ადამიანისთვის გამოსამშვიდობებელი ვახშამი მოაწყო. სტუმრებს შორის იყო საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. 2024 წლის ზაფხულში 25 წლის ფეხბურთელს პარიზულ კლუბთან კონტრაქტი ეწურება და ის მადრიდის „რეალს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. მბაპე სამეფო კლუბთან ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. თავდამსხმელი „რეალში“ წელიწადში 15 მილიონ ევროს მიიღებს – იმაზე...

კიტეს ავსტრიული გვირგვინი
ჩანაწერი

კიტეს ავსტრიული გვირგვინი

ოთარ კიტეიშვილმა თავზე ავსტრიული გვირგვინი დაიდგა და ახლა თამამად შეუძლია „შტურმიდან“ ვალმოხდილი წავიდეს. ავსტრიის ჩემპიონი, თასი და საუკეთესო ფეხბურთელი – ასეთია საქართველოს ნაკრების 28 წლის ნახევარმცველის წლევანდელი მონაგარი. და ეს ყველაფერი გააკეთა მაშინ, როდესაც „შტურმში“ ბოლო სეზონს ატარებდა. კიტეიშვილს ავსტრიულ გუნდთან კონტრაქტი 30 ივნისს უმთავრდება. ჩემპიონობა კი დღეს გაფორმდა – „შტურმმა“ შინ 2:0 მოუგო „კლაგენფურტს“...

სეზონის საუკეთესო კიტე…
ჩანაწერი

სეზონის საუკეთესო კიტე…

ავსტრიის ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად საქართველოს ნაკრებისა და გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი დაასახელეს. მიმდინარე სეზონში კიტეიშვილმა 9 გოლი გაუტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. „შტურმმა“ ავსტრიის თასი მოიპოვა და ახლოს არის დუბლის შესრულებასთან – ბოლო ტურში გრაცელები საკუთრ მოედანზე „კლაგენფურტს“ მასპინძლობენ და წარმატების შემთხვევაში ავსტრიის ჩემპიონები გახდებიან. „კლაგენფურტთან“ შეხვედრა შაბთს, 18 მაისს 19:00 საათზე...