„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა თავდამსხმელმა უეინ რუნიმ „წითელი ეშმაკები“ გააკრიტიკა. „მათ უნდა ააშენონ გუნდი ბრუნო ფერნანდეშის გარშემო. ის ხარისხიანი ფეხბურთელია, მებრძოლი ხასიათი აქვს. დანარჩენები მოაშორეთ. ვფიქრობ, ახალგაზრდა მოთამაშეები უნდა შევინარჩუნოთ ბრუნოსთან ერთად. სხვა მხრივ, გუნდის მასობრივი წმენდაა საჭირო. შევინარჩუნებდი ონანას, მაგუაირს და დალოს? დალო კარგად მუშაობს, მაგუაირმა ჩინებული სეზონი ჩაატარა, მაგრამ ამ ლიგაში ასპარეზობისთვის მათ უკეთესი...
Author: გიორგი ვაშაკიძე (გიორგი ვაშაკიძე)
ძველებს ტუხელი სურთ
„ბაიერნის“ ზოგიერთი ფეხბურთელი კვლავ იმედოვნებს, რომ მწვრთნელი თომას ტუხელი მომავალ სეზონში გუნდში დარჩება. ამბობენ, რომ ამ მოთამაშეებს შორის არიან მანუელ ნოიერი და თომას მიულერი. ისინი ცდილობენ დაარწმუნონ კლუბის ხელმძღვანელობა ტუხელის შენარჩუნებაში. მისი თანაშემწეები, განსაკუთრებით ინგლისელი ენტონი ბარი, ძალიან პოპულარულია მოთამაშეებში. „ბაიერნმა“ უკვე გამოაცხადა, რომ ტუხელი გუნდს სეზონის ბოლოს დატოვებს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ შემცვლელი ჰანს-დიტერ ფლიკი...
რეალის ფლანგის კაცი ლივერპულშია
„ლივერპულის“ მარჯვენა მცველი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარისას მადრიდის „რეალში“ გადავიდეს. კაი ხანია 25 წლის ფეხბურთელი მართლაც „რეალის“ სატრანსფერო სამიზნეა. სამეფო კლუბი დიდად აფასებს ლივერპულის მცველის შესაძლებლობებს და მას დანიელ კარვახალის გრძელვადიან შემცვლელად ხედავს. თუმცა, ამ დროისთვის ესპანურ კლუბსა და ფეხბურთელს შორის მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. მადრიდული კლუბის მხრიდან მხოლოდ სერიოზული ინტერესი დადასტურდა.
მსაჯის გარდა არავინ…
მიუნხენის ბაიერნის სპორტულმა დირექტორმა მაქს ებერლმა ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის მადრიდის რეალთან საპასუხო მატჩის (1:2) შედეგებზე ისაუბრა. „ჩვენ ყველას გვინდოდა ჩემპიონთა ლიგის გეერმანული ფინალის ნახვა. ყველას! გარდა პოლონელი მსაჯებისა“. შეგახსენებთ, რომ რეალისა და ბაიერნის მატჩს რომელიც 8 მაისს გაიმართა, პოლონელ მსაჯთა ბრიგადა უძღვებოდა შიმონ მარჩინიაკის ხელმძღვანელობით.
რატომ მხოლოდ 14 თვე?
მადრიდის „რეალის“ მწვრთნელმა და მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილმა დამრიგებელმა კარლო ანჩელოტიმ უპასუხა კითხვას, თუ რატომ დატოვა გერმანული კლუბი მისვლიდან 14 თვის შემდეგ. „ეს ძველი ამბავია. მწვრთნელებმა ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ, ჩვენ მხარს ვუჭერთ გარკვეულ იდეას… და კლუბის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სხვაგვარად საქმე არ გამოვა. ამიტომ, როცა ასე არ ხდება, ჯობს დაშორდეთ. ასე მოხდა იქ. მაგრამ...
ქართველის ინგლისური კლუბი
48 წლის მიხეილ ლომთაძე, ვინც ფორბსის მილიარდერთა სიაში 581 ადგილზე და ვისი ქონებაც 5.7 მილიარდი დოლარით არის შეფასებული, ინგლისის პირველი ლიგის „უიკომ უონდერესის“ აქციათა 90 პროცენტის მფლობელი გახდა. 2020 წლის თებერვლიდან „უიკომბი“ ამერიკელ ბიზნესმენ რობი კუხიგს ეკუთვნოდა, ორიოდ დღის წინ კი ლომთაძემ მასთან გარიგება წარმატებით დაასრულა. „ფეხბურთი სწრაფად ვითარდება. ჩვენი მიზანიაც ესაა – თანამედროვეობას ფეხი...
მენატრები !
„ბარსელონას“, „მილანის“, პსჟ-ის, „მანჩესტერ იუნაიტედის“ და შვედეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავისი აგენტის, მინო რაიოლას გარდაცვალებაზე ისაუბრა. „როდესაც ჩემი აგენტი რაიოლა გარდაიცვალა, ეს ჩემთვის დიდი დარტყმა იყო. ბოლო ცრემლებამდე ვტიროდი და ეს ჯერ კიდევ არ დასრულებულა, რადგან ხანდახან მოგონებები მეძალება. ძალიან მენატრება. ვინც გვიცნობს იცის, რამდენად ახლოს ვიყავით. რას მივწერდი ახლა? „მენატრები”. საფეხბურთო აგენტი...
ლუკა – 38
„ბაიერნთან“ გამართულ ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში (2:2), შცვლაზე შესული მადრიდის „რეალის“ 38 წლის შემტევი ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი გახდა მესამე ყველაზე ხანდაზმული მოთამაშე, რომელიც მონაწილეობდა შეჯიბრების ამ ეტაპზე. მოდრიჩს ამჟამად უსწრებს „მილანის“ ყოფილი მცველი პაოლო მალდინი, რომელმაც 2007 წლის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ითამაშა 38 წლისა და 302 დღის ასაკში. ხორვატს ასევე ჯობნის „მილანის“ სხვა მცველი,...
მიხაილ ფომენკო გარდაიცვალა
კიევის „დინამოს“ ყოფილი ფეხბურთელი და უკრაინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი მიხაილ ფომენკო 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფომენკო 1972 წელს გადავიდა კიევის „დინამოში“. ლურჯ-თეთრების შემადგენლობაში მცველმა სამჯერ მოიგო სსრკ ჩემპიონატი და ორჯერ ქვეყნის თასი. 1975 წელს ფომენკო დაეხმარა კიევის „დინამოს“ თასების მფლობელთა თასის და უეფას სუპერთასის მოგებაში. სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში სპეციალისტი ძირითადად უკრაინულ კლუბებთან მუშაობდა. 1987-89 წლებში...
რანგნიკი ბაიერნში?
„ბაიერნმა“, შესაძლოა, მალე მიაღწიოს შეთანხმებას ცნობილ სპეციალისტ რალფ რანგნიკთან, რომელიც ამჟამად ავსტრიის ეროვნულ ნაკრებს ხელმძღვანელობს. Bild-ის ცნობით, რანგნიკი მიუნხენის „ბაიერნის“ მწვრთნელობის ფავორიტია. მხარეებს შორის შეთანხმება არაა გამორიცხული მიმდინარე კვირაში დასრულდეს. რანგნიკს კარიერაში რამდენიმე კლუბი გაუწვრთნია. ბოლო „მანჩესტერ იუნაიტედი“ გახლდათ, რომელიც 2022 წლის მაისში დატოვა, ამჟამად კი ის ავსტრიის ნაკრების თავკაცია. „ბაიერნს“ ამჟამად თომას ტუხელი ხელმძღვანელობს,...









